პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან დიდი იყო, უბრალოდ ამ ყველაფერს იმ დროს ვერ აღვიქვამდით... კაცი რომ აღარ არის, ხვდები, რამდენად მაგარი იყო" - ზაზა ურუშაძე, კაცი, რომელიც დააკლდა კინოს
"ძალიან დიდი იყო, უბრალოდ ამ ყველაფერს იმ დროს ვერ აღვიქვამდით... კაცი რომ აღარ არის, ხვდები, რამდენად მაგარი იყო" - ზაზა ურუშაძე, კაცი, რომელიც დააკლდა კინოს

2019 წლის 7 დე­კემ­ბერს მო­უ­ლოდ­ნე­ლი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რის, ზაზა ურუ­შა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ზაზა ურუ­შა­ძე 53 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად გული და­სა­ხელ­და. რე­ჟი­სო­რი ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც შე­უძ­ლოდ გახ­და, ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო...

სა­ქარ­თვე­ლომ, და არა მარ­ტო ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ, დიდი რე­ჟი­სო­რი და­კარ­გა და მა­შინ, როცა მას ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­ეძ­ლო. ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც შეძ­ლო და თა­ვი­სი "მან­და­რი­ნე­ბით" მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა.

  • 30 ოქ­ტომ­ბერს მას 57 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და, ხოლო რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 7 დე­კემ­ბერს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 4 წელი შეს­რულ­და. ჩვენ მისი გახ­სე­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ.

"მამა - რა­მაზ ურუ­შა­ძე ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გახ­ლდათ. დედა პრო­ფე­სი­ით ქი­მი­კო­სია, ექი­მე­ბის ოჯა­ხი­და­ნაა... არ­ჩე­ვან­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, დედა ახ­ლა­ხან გა­მო­მი­ტყდა, რომ თურ­მე მა­საც რე­ჟი­სო­რო­ბა ნდო­მე­ბია, მაგ­რამ მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ფა­კულ­ტე­ტი არ იყო. სას­წავ­ლებ­ლად მოს­კოვ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო, მა­მა­მისს უთხო­ვია, - არ წა­სუ­ლი­ყო. ასე რომ, რე­ჟი­სო­რო­ბა მის აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბად დარ­ჩა. დე­დამ მი­თხრა: კარ­გია, რომ ჩემი ოც­ნე­ბა შენ მა­ინც ამიხ­დი­ნეო. ამ ნათ­ქვამ­მა ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და... რაც შე­ე­ხე­ბა ფეხ­ბურთს: შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დიღ­მის საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე ვიზ­რდე­ბო­დი. სპორ­ტის ამ სა­ო­ცარ სა­ხე­ო­ბას ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი: მიშა მეს­ხი, ბო­რია სი­ჭი­ნა­ვა, მა­მა­ჩე­მი მას­წავ­ლიდ­ნენ. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვე­ზი­ა­რე მის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს, მაგ­რამ ისე მოხ­და, იმ­დე­ნად ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, რომ რა­ღაც პრო­ტეს­ტის გრძნო­ბის მსგავ­სი გა­მიჩ­ნდა და ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა აღარ მო­ვინ­დო­მე“ - ჰყვე­ბო­და წლე­ბის წინ ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ზაზა ურუ­შა­ძე.

  • ისე მოხ­და, რომ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე 16 წლი­სამ ჩა­ა­ბა­რა. მისი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე იყო.

"იგი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გია, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია და სა­ინ­ტე­რე­სოდ გვას­წავ­ლი­და. სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ სა­ინ­ტე­რე­სო მიდ­გო­მა ჰქონ­და, - თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ გვარ­თმევ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად გვაძ­ლევ­და რჩე­ვას, მი­მარ­თუ­ლე­ბას. მახ­სოვს, ლექ­ცი­ებ­ზე არა მხო­ლოდ კი­ნო­ზე, არა­მედ სხვა ბევრ თე­მა­ზეც ვსა­უბ­რობ­დით. ქალ­ბა­ტო­ნი ლანა ერუ­დი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. მე­ო­რე ხელ­მძღვა­ნე­ლი, ასე­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა, რე­ჟი­სო­რი ომარ გვა­სა­ლია გახ­ლდათ. მონ­ტაჟს კი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი გვას­წავ­ლი­და... სტუ­დენ­ტო­ბი­სას ფირ­ზე სამი ფილ­მი გა­და­ვი­ღე. ინ­სტი­ტუ­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, უკვე სრულ­ყო­ფი­ლად ვი­ცო­დი ხე­ლო­ბა“, - ესეც ნა­წყვე­ტია მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან...

  • რე­ჟი­სო­რი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე და კი ზაზა ურუ­შა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა (ქალ­ბა­ტონ­მა ლა­ნამ ის პირ­ვე­ლად "თე­ატ­რა­ლურ­ში“ მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე ნახა, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში მისი კო­ლე­გა და უმ­ცრო­სი მე­გო­ბა­რი გახ­და)

"ჩემი ზაზა! ჩემი უმ­ცრო­სი მე­გო­ბა­რი! ჩემ­თვის მუ­დამ პა­ტა­რა ბიჭი! რა სი­ტყვე­ბით გა­მოვ­თქვა ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, არ ვიცი... შენ ჩემ­თვის ბო­ლომ­დე ის პა­ტა­რა ბიჭი იყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ გნა­ხე სა­რე­ჟი­სო­რო სა­ხე­ლოს­ნოს მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე. ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა. 15 თუ 16 წლის ხუ­ჭუ­ჭა ბიჭი (ასე­თი და­მა­მახ­სოვ­რდი). თვა­ლე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რი, მძლავ­რი ენერ­გი­ით გი­ე­ლავ­და. ლადო ასა­თი­ა­ნის ლექ­სი წა­ი­კი­თხე: "რად­გან სი­ცო­ცხლე ასე ნა­ვარ­დობს, სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა კარი ჩა­რა­ზეთ“… ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას, რო­გო­რი გზნე­ბით ამ­ბობ­დი ამ სი­ტყვებს: სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა კარი ჩა­რა­ზეთ! (თუმ­ცა მა­შინ, ალ­ბათ, ამ სი­ტყვის არ­სიც არ გეს­მო­და). რა­ღაც ძა­ლი­ან ნაღ­დი და­ვი­ნა­ხე მა­შინ ამ ბი­ჭ­ში... უყოყ­მა­ნოდ ამო­ვარ­ჩიე რე­ჟი­სო­რო­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მსურ­ველ­თა შო­რის...მერე, წლე­ბის მან­ძილ­ზე, ზაზა ჩემ­თვის ნამ­დვი­ლი ახ­ლო­ბე­ლი გახ­და. მარ­თლა ახ­ლო­ბე­ლი. მე­გო­ბა­რი. ხში­რად მი­რე­კავ­და, მო­დი­ო­და. ბევ­რს ვსა­უბ­რობ­დით. ყვე­ლა თა­ვის ჩა­ნა­ფიქრზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ყვე­ლა სცე­ნარს მა­კი­თხებ­და. მის კა­ბი­ნეტ­ში, კომ­პი­უ­ტერ­ში, ბოლო ფილ­მის მა­სა­ლაც მაჩ­ვე­ნა და მეც ვუ­ზი­ა­რებ­დი ჩემ ჩა­ნა­ფიქ­რებს, ფილ­მის გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლა­საც კი ვაჩ­ვე­ნებ­დი. ბოლო ფილ­მიც ნახა, ერთ-ერთი მონ­ტა­ჟის ეტაპ­ზე. ახ­ლაც მახ­სოვს, რამ და­ა­ეჭ­ვა და მე, ბევ­რი ფიქ­რის მერე, მისი შე­ნიშ­ვნე­ბიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე. ეს რომ ვუ­თხა­რი, ბევ­რი იცი­ნა, რა­ტო­მაც არა, ხომ შე­იძ­ლე­ბა მეც რა­ღა­ცა გას­წავ­ლო­თო! ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი მისი არ­ნა­ხუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბით! თვი­თონ ისე გულ­ღი­ად და ამა­ყად მიყ­ვე­ბო­და ამ წარ­მა­ტე­ბის ამ­ბებს და ისე­ვე, რო­გორც ამ 40 წლის წინ, ბავ­შვუ­რად უე­ლავ­და თვა­ლე­ბი“.

***

"ადრე ვხა­ტავ­დი და არ­ქი­ტექ­ტო­რო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ უეც­რად ვიგ­რძე­ნი და მივ­ხვდი, რომ კი­ნოს გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მეძ­ლო. კარ­გა­დაც ვწერ­დი... ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­მუ­შა­ოდ კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილმში" მი­ვე­დი. 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი იყო და ცხა­დია, მუ­შა­ო­ბის­თვის რთუ­ლი პე­რი­ო­დი გახ­ლდათ. ფუ­ლიც აღარ გვქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი აი­რია. არა­და, წარ­მო­ე­ბა­ში ბევ­რი პრო­ექ­ტი იყო ჩაშ­ვე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი რომ გა­და­ვი­ღე, მერე მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე წელი პა­უ­ზა მქონ­და, რაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი იყო“ - იხ­სე­ნებ­და ზაზა ურუ­შა­ძე.

აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას მო­ე­დან­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ცო­ცხლდე­ბო­და, ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა ეუფ­ლე­ბო­და:

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ დროს ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ თავს. ასე რომ, "კი­ნო­დან კი­ნომ­დე" ვცო­ცხლობ! სა­ო­ცა­რი პრო­ფე­სი­აა. რა თქმა უნდა, შე­დე­გით ტკბო­ბაც კარ­გია და არა­ვინ თქვას, რომ ეს ასე არ არის, მაგ­რამ ფილმზე მუ­შა­ო­ბას რომ და­ამ­თავ­რებ და მას მსოფ­ლი­ოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბი და­დე­ბი­თად შე­გი­ფა­სე­ბენ, სი­ა­მა­ყის შეგ­რძნე­ბა გე­უფ­ლე­ბა“.

მის­მა "მან­და­რი­ნებ­მა“ მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა, რა­ზეც ამას ამ­ბობ­და:

"ხალ­ხის რე­აქ­ცი­ით ვხვდე­ბი, რომ ეს ფილ­მი ლო­კა­ლუ­რი სივ­რცის­თვის არ შე­მიქ­მნია. მას ერ­თნა­ი­რად აღიქ­ვამს: ამე­რი­კე­ლი, ფრან­გი, გერ­მა­ნე­ლი, ია­პო­ნე­ლი... ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბია და ეს მა­ხა­რებს. ჯილ­დო­ე­ბიც მა­ხა­რებს, რა თქმა უნდა. ასე­თი წარ­მა­ტე­ბა ჯერ არ მქო­ნია. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ კარ­გი რე­ვი­უ­ე­ბი გა­კეთ­და. იშტვან საბო ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი რე­ჟი­სო­რია. ჰოდა, რო­დე­საც ის გა­მო­დის და "მან­და­რი­ნებს" წლის "კი­ნოდ" ასა­ხე­ლებს, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმა­საც გე­ტყვით, რომ ფილ­მი არ არის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი. რაკი მას­ზე ყვე­ლა ადა­მი­ანს ეტი­რე­ბა, ვფიქ­რობ, რომ რა­ღაც ისე გა­ვა­კე­თე, რო­გორც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ანუ ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბი "კინო" გა­და­ვი­ღე. ზაზა ურუ­შა­ძე სე­რი­ალს - "ცხე­ლი ძაღ­ლი" 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­და, რაც მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ე­ტა­პო ნა­მუ­შე­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა, რა­ზეც თა­ვად ასე ჰყვე­ბო­და:

"ამ ცხე­ლი ძაღ­ლის“ ერთ-ერთი ნა­წი­ლი აიკ­რძა­ლა, - ანუ ის, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მკვლე­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. აკ­რძა­ლუ­ლი ნა­წი­ლი გა­ნად­გუ­რე­ბას მე გა­და­ვარ­ჩი­ნე, "იმე­დი­დან" გა­ვი­ტა­ცე... ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დარ­ბე­ვამ­დე, ცოტა ხნით ადრე ვიგ­რძე­ნი, რომ სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბე­ბო­და და ვთქვი, - ორი­გი­ნა­ლე­ბის ას­ლე­ბი გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი. 7 ნო­ემ­ბერს, რო­დე­საც "იმედ­ში" შეც­ვივ­დნენ და ყვე­ლა­ფე­რი და­ამ­ტვრი­ეს, ფილ­მის ორი­გი­ნა­ლე­ბი, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ფი­რე­ბიც გა­აქ­რეს. ორი წლის წინ კი, "იმედ­ში" ვი­ღა­ცე­ბი ისევ მი­ვიდ­ნენ და მე­მონ­ტა­ჟე აი­ძუ­ლეს, იმ 70-სა­ა­თი­ან ფირ­ზე შავი ფონი გა­და­ე­წე­რა. მერე ის­ხდნენ და ელო­დე­ბოდ­ნენ ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­ა­ნად­გუ­რეს მთე­ლი მა­სა­ლა: რო­გორც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ასე­ვე დუბ­ლე­ბიც, და­სა­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი, სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტე­ბიც... ახა­ლი მთავ­რო­ბა რომ მო­ვი­და, "იმედ­ში" სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა. მათ ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან შე­ი­ტყვეს, რომ ფილ­მის ასლი მქონ­და და და­მი­კავ­შირ­დნენ. მი­ვე­ცი და ეთერ­ში გა­უშ­ვეს... "ცხელ ძაღლზე" მუ­შა­ო­ბი­სას შე­მევ­სო ყვე­ლა ის და­ნაკ­ლი­სი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა, რაც მქონ­და. ეს სე­რი­ა­ლი არ იყო საპ­ნის ოპე­რა, რო­მელ­საც ერთ ოთახ­ში ვი­ღებ­დით. მას­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კი­ნო­გა­და­ღე­ბის პრინ­ცი­პით ვმუ­შა­ობ­დით. მსა­ხი­ო­ბებს რო­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვირ­ჩევ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ვიწ­ვევ... მუ­შა­ო­ბის დროს ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი ვარ. როცა ვმუ­შა­ობ, არ ვიღ­ლე­ბი. კი­ნო­ში კომ­პრო­მის­ზე არ უნდა წახ­ვი­დე; თუ წახ­ვე­დი, და­ღუ­პუ­ლი ხარ. ეს სფე­რო დიდ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს. თუ რო­მე­ლი­მე რგო­ლი ჩა­ვარ­და, შე­იძ­ლე­ბა, ფილ­მი მთლი­ა­ნად გა­ფუჭ­დეს. ამი­ტომ ყო­ველ­თვის კარ­გი ჯგუ­ფი მყავს და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე პრობ­ლე­მაც არ მექ­მნე­ბა“...

  • მსა­ხი­ობ­მა ვა­სი­კო ბახ­ტა­ძემ "ცხელ ძაღლში“ მთა­ვა­რი როლი ითა­მა­შა. და­უ­ვი­წყა­რია მისი რეზო ქა­თა­მა­ძე. ნი­ჭი­ე­რი რე­ჟი­სო­რი ზაზა ურუ­შა­ძე მის მო­გო­ნე­ბებ­ში ასე გა­ცო­ცხლდა:

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს გა­მოვ­თვა­ლეთ, - ამ სე­რი­ალს სა­დღაც 34-35 წლის ასაკ­ში იღებ­და. ჩავ­თვა­ლოთ, რომ სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის 65 სე­რია გა­და­ი­ღო. მა­საც ჩვე­ნამ­დე უბ­რა­ლოდ, მშვი­დად მოჰ­ქონ­და ის, რის გა­კე­თე­ბა­საც ჩვენ­გან ითხოვ­და, მარ­ტი­ვად გიხ­სნი­და. მე მაბ­რა­ზებ­და - არ ვარ­გა, არ ვარ­გაო - მიყ­ვი­რო­და. ერთხელ მი­თხრა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან რომ გა­მომ­ყავ­ხარ, მერე იწყებ აზ­როვ­ნე­ბა­სო. თურ­მე ამი­ტომ მაბ­რა­ზებ­და და იმ კონ­დი­ცი­ამ­დე მივ­ყავ­დი, რაც უნ­დო­და, რომ შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. ერთხელ რამ­დენ­ჯერ­მე ტრა­დი­ცი­უ­ლად მი­თხრა - არ ვარ­გა, თა­ვი­დან შე­მო­დი, რით ვერ გა­ი­გე, ახლა გაჩ­ვე­ნებ და მიხ­ვდე­ბიო. კა­მე­რის უკან მე მო­მი­წია დად­გო­მამ, თვი­თონ კარი შე­მო­ა­ღო და მე და­ვუ­ძა­ხე, - ზაზა, არ ვარ­გა!.. ძა­ლი­ან დიდი იყო, უბ­რა­ლოდ ამ ყვე­ლა­ფერს იმ დროს, იქ ვერ აღ­ვიქ­ვამ­დით... კაცი რომ აღარ არის, ხვდე­ბი, რამ­დე­ნად მა­გა­რი იყო. და­აკ­ლდა ქარ­თულ კი­ნოს, ხე­ლოვ­ნე­ბას, კი­დევ რამ­დენ რა­მეს შექ­მნი­და“.

  • თა­ვად რე­ჟი­სო­რის­თვის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არას­დროს ავი­წყდე­ბო­და და მას შემ­დგომ "მან­და­რი­ნე­ბით“ "ძეგლიც“ კი და­უდ­გა თა­ვი­სი ბა­ბუა იყო. ეს წლე­ბის წინ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩემ­თან გა­ამ­ხი­ლა:

"ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს და­მა­ვი­წყე­ბა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მეა, მაგ­რამ მათ­გან ალ­ბათ, უპირ­ვე­ლე­სად ბა­ბუ­ას გა­მოვ­ყოფ... ის დე­დის მამა - ივა­ნე იმ­ნა­ძე გახ­ლდათ, 90-იან წლებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა... რაც დრო გა­დის, ვრწმუნ­დე­ბი, რომ არ მა­ვი­წყდე­ბა და ყო­ველ­დღე მახ­სოვს იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის მა­გა­ლი­თი იყო... მინ­და, მას ვგავ­დე. თუმ­ცა მგო­ნია, რომ ვერ "ვქა­ჩავ"... ყვე­ლა ას­პექ­ტში სრულ­ყო­ფი­ლი, მი­სა­ბა­ძი და ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ. ექი­მი იყო... სხვა­თა შო­რის, ჩემი ბოლო ფილ­მის - "მან­და­რი­ნე­ბი" მთა­ვა­რი გმი­რი - ივო სა­ოც­რად ჰგავს და ამ პერ­სო­ნა­ჟის შექ­მნის ინ­სპი­რა­ცი­აც ბა­ბუ­ა­ჩე­მის პი­როვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რად­გა­ნაც ღრმად არის ჩემ­ში აღ­ბეჭ­დი­ლი... ივოც ისე­თი­ვე ღირ­სე­უ­ლი კა­ცია, რო­გო­რიც ვანო ბა­ბუა იყო.

რო­დე­საც ფილ­მს უყუ­რე­ბენ, ვერც კი იჯე­რე­ბენ, რომ მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბო­ბენ, თუმ­ცა, მი­სით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან... იდე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გმი­რია. მყა­რად ატა­რებს მის­თვის მთა­ვარ პრინ­ცი­პებს და უნდა, ისი­ნი მო­მა­ვალ თა­ო­ბა­საც გა­დას­ცეს... ივო ქარ­თულ მი­წა­ზე მცხოვ­რე­ბი ეს­ტო­ნე­ლია, რო­მე­ლიც მას­თან სახ­ლში მოხ­ვედ­რილ დაჭ­რილ ქარ­თველ­სა და ჩე­ჩენ მე­ო­მარს (მო­სის­ხლე მტრებს) შე­ა­რი­გებს და და­ა­მე­გობ­რებს! ზნე­ო­ბის სა­ო­ცარ მა­გა­ლითს აჩ­ვე­ნებს... დიახ, ზუს­ტად მის­ნა­ი­რი იყო ბა­ბუა. ბავ­შვო­ბა­ში მო­რალ­ზე, ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე, მა­მა­კა­ცის­თვის სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბელ თვი­სე­ბებ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­თაც და­ამ­ტკი­ცა, რომ ამ­ქვეყ­ნად სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით უნდა იცხოვ­რო... რაც სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან აკ­ლი­ათ".

შე­მოქ­მე­დე­ბით მთლი­ა­ნად იყო მო­ცუ­ლი, ყვე­ლა ვინც მას იც­ნობ­და, აღ­ნიშ­ნავს, რომ რაც კი შექ­მნა, მხო­ლოდ გუ­ლი­ა­ნი მიდ­გო­მით და ალ­ბათ სიმ­ბო­ლუ­რიც არის, რომ გუ­ლით გარ­და­იც­ვა­ლა...

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

მართლა მაგარი რეჟისორი.აქაც კარგი კაცი იყო იქ ნათელი დაადგების

ქეთი
0

ზაზა ურუშაძის ფილმი "სამი სახლი" არის საუკეთესო ფილმი და საერთოდ როგორც რეჟისორი საუკეთესოა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ძალიან დიდი იყო, უბრალოდ ამ ყველაფერს იმ დროს ვერ აღვიქვამდით... კაცი რომ აღარ არის, ხვდები, რამდენად მაგარი იყო" - ზაზა ურუშაძე, კაცი, რომელიც დააკლდა კინოს

"ძალიან დიდი იყო, უბრალოდ ამ ყველაფერს იმ დროს ვერ აღვიქვამდით... კაცი რომ აღარ არის, ხვდები, რამდენად მაგარი იყო" - ზაზა ურუშაძე, კაცი, რომელიც დააკლდა კინოს

2019 წლის 7 დეკემბერს მოულოდნელი და დაუჯერებელი ინფორმაცია გავრცელდა, ნიჭიერი და წარმატებული რეჟისორის, ზაზა ურუშაძის გარდაცვალების შესახებ.

ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გული დასახელდა. რეჟისორი ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა, ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო...

საქართველომ, და არა მარტო ჩვენმა ქვეყანამ, დიდი რეჟისორი დაკარგა და მაშინ, როცა მას ძალიან ბევრი კარგი პროექტის განხორციელება შეეძლო. ის იყო ადამიანი, რომელმაც შეძლო და თავისი "მანდარინებით" მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

  • 30 ოქტომბერს მას 57 წელი შეუსრულდებოდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ, 7 დეკემბერს გარდაცვალებიდან 4 წელი შესრულდა. ჩვენ მისი გახსენება გადავწყვიტეთ.

"მამა - რამაზ ურუშაძე ფეხბურთელი იყო. თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე გახლდათ. დედა პროფესიით ქიმიკოსია, ექიმების ოჯახიდანაა... არჩევანში თავისუფალი ვიყავი. სხვათა შორის, დედა ახლახან გამომიტყდა, რომ თურმე მასაც რეჟისორობა ნდომებია, მაგრამ მაშინ საქართველოში ასეთი ფაკულტეტი არ იყო. სასწავლებლად მოსკოვში უნდა წასულიყო, მამამისს უთხოვია, - არ წასულიყო. ასე რომ, რეჟისორობა მის აუხდენელ ოცნებად დარჩა. დედამ მითხრა: კარგია, რომ ჩემი ოცნება შენ მაინც ამიხდინეო. ამ ნათქვამმა ჩემზე ძალიან იმოქმედა... რაც შეეხება ფეხბურთს: შეიძლება ითქვას, რომ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვიზრდებოდი. სპორტის ამ საოცარ სახეობას ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავები: მიშა მესხი, ბორია სიჭინავა, მამაჩემი მასწავლიდნენ. პატარაობიდანვე ვეზიარე მის საიდუმლოებებს, მაგრამ ისე მოხდა, იმდენად ბევრი ინფორმაცია მივიღე, რომ რაღაც პროტესტის გრძნობის მსგავსი გამიჩნდა და ფეხბურთელობა აღარ მოვინდომე“ - ჰყვებოდა წლების წინ ჩემთან ინტერვიუში ზაზა ურუშაძე.

  • ისე მოხდა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე 16 წლისამ ჩააბარა. მისი ჯგუფის ხელმძღვანელი ლანა ღოღობერიძე იყო.

"იგი არაჩვეულებრივი პედაგოგია, გემოვნებიანი ადამიანია და საინტერესოდ გვასწავლიდა. სტუდენტების მიმართ საინტერესო მიდგომა ჰქონდა, - თავისუფლებას არ გვართმევდა, მაგრამ ძალიან ფრთხილად გვაძლევდა რჩევას, მიმართულებას. მახსოვს, ლექციებზე არა მხოლოდ კინოზე, არამედ სხვა ბევრ თემაზეც ვსაუბრობდით. ქალბატონი ლანა ერუდირებული ადამიანია და ბევრი რამ მასწავლა. მეორე ხელმძღვანელი, ასევე არაჩვეულებრივი პიროვნება, რეჟისორი ომარ გვასალია გახლდათ. მონტაჟს კი ორი წლის განმავლობაში ოთარ იოსელიანი გვასწავლიდა... სტუდენტობისას ფირზე სამი ფილმი გადავიღე. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, უკვე სრულყოფილად ვიცოდი ხელობა“, - ესეც ნაწყვეტია მისი ინტერვიუდან...

  • რეჟისორი ლანა ღოღობერიძე და კი ზაზა ურუშაძის გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა (ქალბატონმა ლანამ ის პირველად "თეატრალურში“ მისაღებ გამოცდაზე ნახა, რომელიც შემდგომში მისი კოლეგა და უმცროსი მეგობარი გახდა)

"ჩემი ზაზა! ჩემი უმცროსი მეგობარი! ჩემთვის მუდამ პატარა ბიჭი! რა სიტყვებით გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი, არ ვიცი... შენ ჩემთვის ბოლომდე ის პატარა ბიჭი იყავი, პირველად რომ გნახე სარეჟისორო სახელოსნოს მისაღებ გამოცდებზე. ყველაზე ახალგაზრდა. 15 თუ 16 წლის ხუჭუჭა ბიჭი (ასეთი დამამახსოვრდი). თვალები რაღაცნაირი, მძლავრი ენერგიით გიელავდა. ლადო ასათიანის ლექსი წაიკითხე: "რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ“… ახლაც თვალწინ მიდგას, როგორი გზნებით ამბობდი ამ სიტყვებს: სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ! (თუმცა მაშინ, ალბათ, ამ სიტყვის არსიც არ გესმოდა). რაღაც ძალიან ნაღდი დავინახე მაშინ ამ ბიჭში... უყოყმანოდ ამოვარჩიე რეჟისორობის მრავალრიცხოვან მსურველთა შორის...მერე, წლების მანძილზე, ზაზა ჩემთვის ნამდვილი ახლობელი გახდა. მართლა ახლობელი. მეგობარი. ხშირად მირეკავდა, მოდიოდა. ბევრს ვსაუბრობდით. ყველა თავის ჩანაფიქრზე მელაპარაკებოდა. ყველა სცენარს მაკითხებდა. მის კაბინეტში, კომპიუტერში, ბოლო ფილმის მასალაც მაჩვენა და მეც ვუზიარებდი ჩემ ჩანაფიქრებს, ფილმის გადაღებულ მასალასაც კი ვაჩვენებდი. ბოლო ფილმიც ნახა, ერთ-ერთი მონტაჟის ეტაპზე. ახლაც მახსოვს, რამ დააეჭვა და მე, ბევრი ფიქრის მერე, მისი შენიშვნებიც გავითვალისწინე. ეს რომ ვუთხარი, ბევრი იცინა, რატომაც არა, ხომ შეიძლება მეც რაღაცა გასწავლოთო! ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი არნახული საერთაშორისო წარმატებით! თვითონ ისე გულღიად და ამაყად მიყვებოდა ამ წარმატების ამბებს და ისევე, როგორც ამ 40 წლის წინ, ბავშვურად უელავდა თვალები“.

***

"ადრე ვხატავდი და არქიტექტორობა მინდოდა, მაგრამ უეცრად ვიგრძენი და მივხვდი, რომ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. კარგადაც ვწერდი... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მივედი. 90-იანი წლების დასაწყისი იყო და ცხადია, მუშაობისთვის რთული პერიოდი გახლდათ. ფულიც აღარ გვქონდა, ყველაფერი აირია. არადა, წარმოებაში ბევრი პროექტი იყო ჩაშვებული. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი რომ გადავიღე, მერე მახსოვს, რამდენიმე წელი პაუზა მქონდა, რაც ფსიქოლოგიურად რთული გადასატანი იყო“ - იხსენებდა ზაზა ურუშაძე.

აღნიშნავდა, რომ ფილმის გადაღებისას მოედანზე მუშაობისას ცოცხლდებოდა, ბედნიერების შეგრძნება ეუფლებოდა:

"შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ასე რომ, "კინოდან კინომდე" ვცოცხლობ! საოცარი პროფესიაა. რა თქმა უნდა, შედეგით ტკბობაც კარგია და არავინ თქვას, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ფილმზე მუშაობას რომ დაამთავრებ და მას მსოფლიოს კინემატოგრაფისტები დადებითად შეგიფასებენ, სიამაყის შეგრძნება გეუფლება“.

მისმა "მანდარინებმა“ მაინც გამორჩეული წარმატება მოიპოვა, რაზეც ამას ამბობდა:

"ხალხის რეაქციით ვხვდები, რომ ეს ფილმი ლოკალური სივრცისთვის არ შემიქმნია. მას ერთნაირად აღიქვამს: ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი, იაპონელი... ყველასთვის მისაღებია და ეს მახარებს. ჯილდოებიც მახარებს, რა თქმა უნდა. ასეთი წარმატება ჯერ არ მქონია. სასიამოვნოა, რომ კარგი რევიუები გაკეთდა. იშტვან საბო ჩემთვის გამორჩეული რეჟისორია. ჰოდა, როდესაც ის გამოდის და "მანდარინებს" წლის "კინოდ" ასახელებს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმასაც გეტყვით, რომ ფილმი არ არის პროპაგანდისტული. რაკი მასზე ყველა ადამიანს ეტირება, ვფიქრობ, რომ რაღაც ისე გავაკეთე, როგორც უნდა გამეკეთებინა, ანუ ყველასთვის გასაგები და მისაღები "კინო" გადავიღე. ზაზა ურუშაძე სერიალს - "ცხელი ძაღლი" 5 წლის განმავლობაში იღებდა, რაც მის შემოქმედებაში ასევე წარმატებული და საეტაპო ნამუშევარი აღმოჩნდა, რაზეც თავად ასე ჰყვებოდა:

"ამ ცხელი ძაღლის“ ერთ-ერთი ნაწილი აიკრძალა, - ანუ ის, სადაც პრემიერ-მინისტრის მკვლელობაზეა ლაპარაკი. აკრძალული ნაწილი განადგურებას მე გადავარჩინე, "იმედიდან" გავიტაცე... ტელეკომპანია "იმედის" დარბევამდე, ცოტა ხნით ადრე ვიგრძენი, რომ სიტუაცია დაიძაბებოდა და ვთქვი, - ორიგინალების ასლები გავაკეთოთ-მეთქი. 7 ნოემბერს, როდესაც "იმედში" შეცვივდნენ და ყველაფერი დაამტვრიეს, ფილმის ორიგინალები, დამონტაჟებული ფირებიც გააქრეს. ორი წლის წინ კი, "იმედში" ვიღაცები ისევ მივიდნენ და მემონტაჟე აიძულეს, იმ 70-საათიან ფირზე შავი ფონი გადაეწერა. მერე ისხდნენ და ელოდებოდნენ ამ პროცესის დასრულებას. საბოლოო ჯამში, გაანადგურეს მთელი მასალა: როგორც დამონტაჟებული, ასევე დუბლებიც, დასამონტაჟებელი, სამუშაო ვარიანტებიც... ახალი მთავრობა რომ მოვიდა, "იმედში" სიტუაცია შეიცვალა. მათ ჩემი მეგობრებისგან შეიტყვეს, რომ ფილმის ასლი მქონდა და დამიკავშირდნენ. მივეცი და ეთერში გაუშვეს... "ცხელ ძაღლზე" მუშაობისას შემევსო ყველა ის დანაკლისი და შემოქმედებითი პაუზა, რაც მქონდა. ეს სერიალი არ იყო საპნის ოპერა, რომელსაც ერთ ოთახში ვიღებდით. მასზე ჩვეულებრივი კინოგადაღების პრინციპით ვმუშაობდით. მსახიობებს როლიდან გამომდინარე ვირჩევ, მაგრამ ძირითადად, პროფესიონალებს ვიწვევ... მუშაობის დროს ძალიან მომთხოვნი ვარ. როცა ვმუშაობ, არ ვიღლები. კინოში კომპრომისზე არ უნდა წახვიდე; თუ წახვედი, დაღუპული ხარ. ეს სფერო დიდ ყურადღებას მოითხოვს. თუ რომელიმე რგოლი ჩავარდა, შეიძლება, ფილმი მთლიანად გაფუჭდეს. ამიტომ ყოველთვის კარგი ჯგუფი მყავს და გადასაღებ მოედანზე პრობლემაც არ მექმნება“...

  • მსახიობმა ვასიკო ბახტაძემ "ცხელ ძაღლში“ მთავარი როლი ითამაშა. დაუვიწყარია მისი რეზო ქათამაძე. ნიჭიერი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მის მოგონებებში ასე გაცოცხლდა:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ახალგაზრდა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების დღეს გამოვთვალეთ, - ამ სერიალს სადღაც 34-35 წლის ასაკში იღებდა. ჩავთვალოთ, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმის 65 სერია გადაიღო. მასაც ჩვენამდე უბრალოდ, მშვიდად მოჰქონდა ის, რის გაკეთებასაც ჩვენგან ითხოვდა, მარტივად გიხსნიდა. მე მაბრაზებდა - არ ვარგა, არ ვარგაო - მიყვიროდა. ერთხელ მითხრა, მდგომარეობიდან რომ გამომყავხარ, მერე იწყებ აზროვნებასო. თურმე ამიტომ მაბრაზებდა და იმ კონდიციამდე მივყავდი, რაც უნდოდა, რომ შემესრულებინა. ერთხელ რამდენჯერმე ტრადიციულად მითხრა - არ ვარგა, თავიდან შემოდი, რით ვერ გაიგე, ახლა გაჩვენებ და მიხვდებიო. კამერის უკან მე მომიწია დადგომამ, თვითონ კარი შემოაღო და მე დავუძახე, - ზაზა, არ ვარგა!.. ძალიან დიდი იყო, უბრალოდ ამ ყველაფერს იმ დროს, იქ ვერ აღვიქვამდით... კაცი რომ აღარ არის, ხვდები, რამდენად მაგარი იყო. დააკლდა ქართულ კინოს, ხელოვნებას, კიდევ რამდენ რამეს შექმნიდა“.

  • თავად რეჟისორისთვის ადამიანი, რომელიც არასდროს ავიწყდებოდა და მას შემდგომ "მანდარინებით“ "ძეგლიც“ კი დაუდგა თავისი ბაბუა იყო. ეს წლების წინ ინტერვიუში ჩემთან გაამხილა:

"ადამიანი, რომელიც არასოდეს დამავიწყება, ჩემს ცხოვრებაში რამდენიმეა, მაგრამ მათგან ალბათ, უპირველესად ბაბუას გამოვყოფ... ის დედის მამა - ივანე იმნაძე გახლდათ, 90-იან წლებში გარდაიცვალა... რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ არ მავიწყდება და ყოველდღე მახსოვს იმიტომ, რომ ჩემთვის მაგალითი იყო... მინდა, მას ვგავდე. თუმცა მგონია, რომ ვერ "ვქაჩავ"... ყველა ასპექტში სრულყოფილი, მისაბაძი და ღირსეული პიროვნება გახლდათ. ექიმი იყო... სხვათა შორის, ჩემი ბოლო ფილმის - "მანდარინები" მთავარი გმირი - ივო საოცრად ჰგავს და ამ პერსონაჟის შექმნის ინსპირაციაც ბაბუაჩემის პიროვნების დამსახურებაა, რადგანაც ღრმად არის ჩემში აღბეჭდილი... ივოც ისეთივე ღირსეული კაცია, როგორიც ვანო ბაბუა იყო.

როდესაც ფილმს უყურებენ, ვერც კი იჯერებენ, რომ მსგავსი ადამიანები რეალურად არსებობენ, თუმცა, მისით აღფრთოვანებული რჩებიან... იდეალიზებული გმირია. მყარად ატარებს მისთვის მთავარ პრინციპებს და უნდა, ისინი მომავალ თაობასაც გადასცეს... ივო ქართულ მიწაზე მცხოვრები ესტონელია, რომელიც მასთან სახლში მოხვედრილ დაჭრილ ქართველსა და ჩეჩენ მეომარს (მოსისხლე მტრებს) შეარიგებს და დაამეგობრებს! ზნეობის საოცარ მაგალითს აჩვენებს... დიახ, ზუსტად მისნაირი იყო ბაბუა. ბავშვობაში მორალზე, ადამიანის დანიშნულებაზე, მამაკაცისთვის საჭირო და აუცილებელ თვისებებზე მელაპარაკებოდა. თავისი ცხოვრებითაც დაამტკიცა, რომ ამქვეყნად სიკეთით და სიყვარულით უნდა იცხოვრო... რაც სამწუხაროდ, დღეს ადამიანებს ძალიან აკლიათ".

შემოქმედებით მთლიანად იყო მოცული, ყველა ვინც მას იცნობდა, აღნიშნავს, რომ რაც კი შექმნა, მხოლოდ გულიანი მიდგომით და ალბათ სიმბოლურიც არის, რომ გულით გარდაიცვალა...