მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელექტრონული არჩევნებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეები მორიგ სიცრუეს ავრცელებენ
ელექტრონული არჩევნებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეები მორიგ სიცრუეს ავრცელებენ

სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა კვლავ ხდე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან არა­არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი და უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბის ობი­ექ­ტი. ბოლო პე­რი­ოდ­ში სულ უფრო ხში­რად კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დაკ­ნი­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის გა­ჩე­ნის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

ამ­ჯე­რად გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ წა­ლენ­ჯი­ხის მე­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის - ივა­ნე ბურ­დუ­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ არა­არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ და რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტილ გან­ცხა­დე­ბას. ერთ-ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში გა­სულ რე­პორ­ტაჟ­ში, სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, ბურ­დუ­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ „ამ აპა­რა­ტე­ბის მცი­რე­დი მო­დი­ფი­კა­ცია ნიშ­ნავს იმას, რომ ძა­ლი­ან მცი­რე, პა­ტა­რა ჩი­პის ჩად­გმა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად საკ­მა­რი­სი, რომ პროგ­რა­მუ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ პლან­შე­ტი, ხმის დათ­ვლის აპა­რა­ტი და ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტი ერ­თმა­ნეთს და პლან­შე­ტის ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ეს მო­ნა­ცე­მე­ბი გა­და­იგ­ზავ­ნოს სხვა­გან“.

ეს გან­ცხა­დე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას და მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ რეს­პონ­დენტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეჰ­ყავს შეც­დო­მა­ში ან არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია იმ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს. ამ გან­ცხა­დე­ბის უსა­ფუძ­ვლო­ბას ადას­ტუ­რებს 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Pro V&V-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აუ­დი­ტის დას­კვნა, რომ­ლი­და­ნაც იკი­თხე­ბა, რომ:

  • არც ვე­რი­ფი­კა­ცი­ის და არც ხმის მთვლელ აპა­რა­ტებს არ აქვთ პროგ­რა­მუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ინ­ტერ­ნე­ტით მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ი­ღონ ან გა­აგ­ზავ­ნონ;
  • პლან­შეტს შე­უძ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­დაგ­ზავ­ნა მხო­ლოდ ცეს­კო­ში და არ­სად სხვა­გან;
  • პლან­შეტს არ შე­უძ­ლია არა­ნა­ი­რი ფა­ი­ლის გაგ­ზავ­ნა გარ­და ხმის მთვლე­ლი აპა­რა­ტე­ბის შე­დე­გე­ბი­სა.

აუ­დი­ტი ადას­ტუ­რებს, რომ ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რა და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და ტექ­ნი­კურ სპე­ცი­ფი­კა­ცი­ებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია. ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტე­ბი მუ­შა­ობს გა­მარ­თუ­ლად, უსაფრ­თხოდ და ზუს­ტად.

მათ­თვის ვინც აუ­დი­ტის დას­კვნას არ იც­ნობს, გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ არც ვე­რი­ფი­კა­ცი­ის და არც ხმის მთვლელ აპა­რა­ტებს ინ­ტერ­ნეტ­თან კავ­ში­რი არ აქვს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვის პირ­ველ ეტაპ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის მო­თხოვ­ნაც სწო­რედ ის გახ­ლდათ რომ აპა­რა­ტებს არ ჰქო­ნო­დათ კავ­ში­რი ინ­ტერ­ნეტ­თან. ამ პრო­ცე­სე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ის კრი­ტი­კი­სას ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ გან­ცხა­დე­ბებს/შე­ფა­სე­ბებს აკე­თე­ბენ. ერ­თის მხრივ ისი­ნი ითხო­ვენ ინ­ტერ­ნე­ტით ხმის მი­ცე­მას, ხოლო მე­ო­რეს მხრივ თა­ვად­ვე ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა საფრ­თხე­ებს შე­ი­ცავს. ამ­დე­ნად ნა­თე­ლია, რომ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის და ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა და არ ეფუძ­ნე­ბა არა­ნა­ირ დას­კვნას ან არ­გუ­მენტს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კაა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვოს ელექტრო­ნულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, ვი­ნა­ი­დან ამ პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე თუ რამ­დე­ნად სწო­რად იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლის შე­სა­ხებ.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩარ­თულ მხა­რე­ებს კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ ნუ და­ა­ზი­ა­ნე­ბენ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს და ელექტრო­ნულ არ­ჩევ­ნებს, რო­მე­ლიც 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს ამომ­რჩევ­ლის თით­ქმის 90%- თვის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. არ­ჩევ­ნე­ბი სა­ერ­თო საქ­მეა და ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცეს­ში.

R

სიმართლე
2

დაიდოს მაშინ აუდიტი სრული დასკვნა შესაბამისი მწარმოებლების, ტექნოოგიების და ჩიპების ვერსიების მითითებით და ჩაცუმდება ყველა.

თუ ეს ინფო არ საჯაროვდება, მაშნ აქვთ საფუძველი ეჭვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ელექტრონული არჩევნებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეები მორიგ სიცრუეს ავრცელებენ

ელექტრონული არჩევნებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეები მორიგ სიცრუეს ავრცელებენ

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა კვლავ ხდება დაინტერესებული პირების მხრიდან არაარგუმენტირებული და უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების დაკნინებისა და საზოგადოებაში მის მიმართ უნდობლობის გაჩენისკენ არის მიმართული.

ამჯერად გვინდა გამოვეხმაუროთ წალენჯიხის მერის პირველი მოადგილის - ივანე ბურდულის მიერ გაკეთებულ არაარგუმენტირებულ და რეალობას მოწყვეტილ განცხადებას. ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ რეპორტაჟში, საარჩევნო ტექნოლოგიების შეფასებისას, ბურდული ამტკიცებს, რომ „ამ აპარატების მცირედი მოდიფიკაცია ნიშნავს იმას, რომ ძალიან მცირე, პატარა ჩიპის ჩადგმა არის აბსოლუტურად საკმარისი, რომ პროგრამულად დაუკავშირდნენ პლანშეტი, ხმის დათვლის აპარატი და ვერიფიკაციის აპარატი ერთმანეთს და პლანშეტის ინტერნეტის მეშვეობით ეს მონაცემები გადაიგზავნოს სხვაგან“.

ეს განცხადება არ შეესაბამება რეალობას და მიუთითებს იმაზე, რომ რესპონდენტს საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში ან არ აქვს ინფორმაცია იმ ტექნოლოგიების შესახებ, რომლითაც საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამ განცხადების უსაფუძვლობას ადასტურებს 1 ოქტომბრის არჩევნებზე ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნა, რომლიდანაც იკითხება, რომ:

  • არც ვერიფიკაციის და არც ხმის მთვლელ აპარატებს არ აქვთ პროგრამული შესაძლებლობა, რომ ინტერნეტით მონაცემები მიიღონ ან გააგზავნონ;
  • პლანშეტს შეუძლია ინფორმაციის გადაგზავნა მხოლოდ ცესკოში და არსად სხვაგან;
  • პლანშეტს არ შეუძლია არანაირი ფაილის გაგზავნა გარდა ხმის მთვლელი აპარატების შედეგებისა.

აუდიტი ადასტურებს, რომ ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაშია. ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად.

მათთვის ვინც აუდიტის დასკვნას არ იცნობს, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არც ვერიფიკაციის და არც ხმის მთვლელ აპარატებს ინტერნეტთან კავშირი არ აქვს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პირველ ეტაპზე პოლიტიკური სპექტრის მოთხოვნაც სწორედ ის გახლდათ რომ აპარატებს არ ჰქონოდათ კავშირი ინტერნეტთან. ამ პროცესებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი დაინტერესებული პირები ტექნოლოგიის კრიტიკისას ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს/შეფასებებს აკეთებენ. ერთის მხრივ ისინი ითხოვენ ინტერნეტით ხმის მიცემას, ხოლო მეორეს მხრივ თავადვე ამტკიცებენ, რომ საარჩევნო პროცესში ინტერნეტის გამოყენება საფრთხეებს შეიცავს. ამდენად ნათელია, რომ ასეთი განცხადებები მხოლოდ საარჩევნო პროცესის და ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ემსახურება და არ ეფუძნება არანაირ დასკვნას ან არგუმენტს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკაა რეაგირების გარეშე არ დატოვოს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გავრცელებული ცრუ ინფორმაციები, ვინაიდან ამ პროცესის წარმატებით განხორციელება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწორად იქნება საზოგადოება ინფორმირებული სიახლის შესახებ.

შესაბამისად, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს ამომრჩევლის თითქმის 90%- თვის იქნება ხელმისაწვდომი. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში.

R