პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის" - NDI
"ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის" - NDI

ათი­დან ერთ მო­ქა­ლა­ქეს საკ­ვე­ბის ფული არ აქვს, ხოლო ოთხი­დან ერთს ფული მხო­ლოდ საკ­ვებ­ზე ჰყოფ­ნის. ამის შე­სა­ხებ „ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის"(NDI) სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბის 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მი.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის და­სახ­ლე­ბებ­ში ოთხი­დან ერთ მო­ქა­ლა­ქეს საკ­ვე­ბის ყიდ­ვის­თვის საკ­მა­რი­სი ფული არ აქვს. სხვებ­თან შე­და­რე­ბით, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­უძ­ლია საკ­ვე­ბის, ტან­საც­მლი­სა და უფრო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა.

კი­თხვა­ზე, ბა­რათ­ზე ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან, რა უფრო კარ­გად აღ­წერს თქვე­ნი ოჯა­ხის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, 2023 წლის ოქ­ტომ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, პა­სუ­ხი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

12% - ფული არ გვყოფ­ნის საკ­ვებ­ზე;

28% - ფული გვყოფ­ნის მხო­ლოდ საკ­ვებ­ზე, მაგ­რამ არ გვყოფ­ნის ტან­საც­მელ­ზე;

45% - ფული გვყოფ­ნის საკ­ვებ­ზეც და ტან­საც­მელ­ზეც, მაგ­რამ არ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­ვი­ძი­ნოთ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი;

10% - სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს შე­ვი­ძი­ნოთ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი, რო­გო­რი­აა მა­ცი­ვა­რი ან სა­რე­ცხი მან­ქა­ნა;

3%- სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს შე­ვი­ძი­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც გვჭირ­დე­ბა;

1%- არ ვიცი.

1%- უარი პა­სუხზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­გა­რი­ში 14 ოქ­ტომ­ბრი­დან 4 ნო­ემ­ბრამ­დე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბულ, სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით პი­რის­პი­რი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებს ემ­ყა­რე­ბა (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვა სულ 2,068 დას­რუ­ლე­ბულ ინ­ტერ­ვი­უს მო­ი­ცავს. სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი კვლე­ვა­ში +/- 2,2 პრო­ცენ­ტია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

აბდლობაა ამის გულისათვის , რომ ეს მართლა მართალია , ქოცი გაუშვა ნაცის მოსაბრუნებლად, ეს ერთია, მოქკავშირია, კომკავშირი და კომპარტია ჯალაბობითა და მამაპაპით ! დაბრუნდება ნაცი , აი ეს ციფრები გაორმაგდება და არ მოიკლებს ! ნებისმიერის მოსვლა მოქკავშირულ კომკავშირულ ფესვებიანის ეს ასწლოვანი წყვდიადის გაგრძელება იქნება! კეთილინებეთ და მოიყვანეთ ძალა საკუთარი წიაღიდან და ამართინეთ ქვეყანა, არადა, ხმა კრინტი არ გავიგო თქვენი!

ვაჟა-ს
4

პარტ-აქტივზე არაა საუბარი,ხალხზეა საუბარი (ანუ ადამიანებზე)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის" - NDI

"ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის" - NDI

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა.

კითხვაზე, ბარათზე ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:

12% - ფული არ გვყოფნის საკვებზე;

28% - ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე;

45% - ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები;

10% - საშუალება გვაქვს შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა;

3%- საშუალება გვაქვს შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება;

1%- არ ვიცი.

1%- უარი პასუხზე.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.