სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუდის მოედანი – ქართული "პაბი" გემრიელი კერძებითა და საუკეთესო ლუდით
ლუდის მოედანი – ქართული "პაბი" გემრიელი კერძებითა და საუკეთესო ლუდით

გემ­რი­ე­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი გრი­ლის კერ­ძე­ბი და ქარ­თუ­ლი ავ­თენ­ტუ­რი გე­მო­ე­ბი, გერ­მა­ნუ­ლი, ავ­სტრი­უ­ლი, ჰო­ლან­დი­უ­რი და ჩე­ხუ­რი ლუ­დის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სერ­ვი­სი, გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რე­მო და ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა – თუ გსურთ, ამ ყვე­ლაფ­რის კომ­ბი­ნა­ცია ერთ სივ­რცე­ში გა­მო­ცა­დოთ, მა­შინ „ლუ­დის მო­ე­დანს“ უნდა ეს­ტუმ­როთ. ის ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე „წის­ქვი­ლის“ კომ­პლექსში შე­მა­ვა­ლი რეს­ტო­რა­ნია, რო­მე­ლიც სხვა სივ­რცე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კლა­სი­კუ­რი პა­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბის სინ­თეზს წარ­მო­ად­გენს.

ხინ­კა­ლი, მწვა­დი, ქა­ბა­ბი და სხვა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი,ასე­ვე გრი­ლის მე­ნიუ– ასე­თია „ლუ­დის მო­ედ­ნის“ კერ­ძე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლებ­საც მზა­რე­უ­ლე­ბი თქვენ თვალ­წინ, ღია გრილ­ზე და­ამ­ზა­დე­ბენ. შე­უძ­ლე­ბე­ლია აქ ვერ მი­აგ­ნოთ თქვენს საყ­ვა­რელ გე­მო­ებს ან არ აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ახა­ლი სა­უ­ცხოო არო­მა­ტე­ბი. რაც მთა­ვა­რია, ამ პრო­ცესს კი­დევ უფრო მეტ ხიბლს შეს­ძენს სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის ლუდი, რომ­ლის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტსაც რეს­ტო­რა­ნი და­გახ­ვედ­რებთ. მათ შო­რი­საა, გერ­მა­ნუ­ლი ვარშტა­ი­ნე­რი, ბე­ნე­დიქ­ტი­ნე­რი და შო­ფერ­ჰო­ფე­რი, ჰო­ლან­დი­უ­რი გროლ­ში და ჩე­ხუ­რი პილ­სნე­რი.

„ლუ­დის მო­ე­და­ნი“ 2004 წელს შე­იქ­მნა. იმ დროს თბი­ლის­ში არ არ­სე­ბობ­და სივ­რცე, სა­დაც კულ­ტუ­რუ­ლად და­ლევ­დი ლუდს და შე­ჭამ­დი ხინ­კალს ან სხვა ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს. ამი­ტომ ასე­თი ად­გი­ლი თბი­ლისს მა­შინ ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და. ამან გა­დაგ­ვა­წყვე­ტი­ნა შეგ­ვექ­მნა რეს­ტო­რა­ნი, რო­მე­ლიც გას­ცდე­ბო­და დუქ­ნის სტილს და სტუმ­რებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას შეს­თა­ვა­ზებ­და. დღეს „ლუ­დის მო­ე­და­ნი“ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ერთ-ერთი რჩე­უ­ლი სივ­რცეა და ად­გი­ლი, სა­დაც სი­ა­მა­ყით მოჰ­ყავთ უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და რეს­ტორ­ნის მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი მა­მუ­კა ჩხა­ი­ძე.

„ლუ­დის მო­ე­დან­ზე“ იპო­ვით სხვა­დას­ხვა ტი­პის დარ­ბაზს, ღია და და­ხუ­რულ სივ­რცე­ებს, სა­დაც ოჯახ­თან, მე­გობ­რებ­თან ან ბიზ­ნეს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად მყუდ­როდ შეძ­ლებთ მო­კა­ლა­თე­ბას. რეს­ტო­რან­ში ხში­რად უმას­პინ­ძლდე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და სხვა სა­პა­ტიო სტუმ­რებს, რად­გან აქ ყვე­ლა­ფე­რია, რაც ასეთ დრო­საა სა­ჭი­რო – კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო სა­სა­უბ­როდ, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა და გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი.

რა დრო­საც არ უნდა მოხ­ვი­დეთ „ლუ­დის მო­ე­დან­ზე“ , დი­ლით ნა­ბა­ხუ­სევ­ზე, შუ­ა­დღეს სა­დი­ლის­თვის თუ სა­ღა­მოს სა­ვახ­შმოდ. სულ მოძ­რა­ო­ბაა, უწყვე­ტად ცხვე­ბა პური და გრილ­ზე სა­უ­ცხოო კერ­ძე­ბი შიშ­ხი­ნებს. ასე რომ, თუ გან­ტვირ­თვა და ლუდ­თან ერ­თად გემ­რი­ე­ლად ჭამა გინ­დათ,“ლუ­დის მო­ედ­ნის“ კარი თქვენ­თვის ყო­ველ­თვის ღიაა.

მის: ბე­ლი­აშ­ვი­ლის 99

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ლუდის მოედანი – ქართული "პაბი" გემრიელი კერძებითა და საუკეთესო ლუდით

ლუდის მოედანი – ქართული "პაბი" გემრიელი კერძებითა და საუკეთესო ლუდით

გემრიელად მომზადებული გრილის კერძები და ქართული ავთენტური გემოები, გერმანული, ავსტრიული, ჰოლანდიური და ჩეხური ლუდის ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხის სერვისი, გამორჩეული გარემო და ცოცხალი მუსიკა – თუ გსურთ, ამ ყველაფრის კომბინაცია ერთ სივრცეში გამოცადოთ, მაშინ „ლუდის მოედანს“ უნდა ესტუმროთ. ის ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე „წისქვილის“ კომპლექსში შემავალი რესტორანია, რომელიც სხვა სივრცეებისგან განსხვავებით, კლასიკური პაბისა და თანამედროვე არქიტექტურული დეტალების სინთეზს წარმოადგენს.

ხინკალი, მწვადი, ქაბაბი და სხვა ქართული ტრადიციული კერძები,ასევე გრილის მენიუ– ასეთია „ლუდის მოედნის“ კერძების მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც მზარეულები თქვენ თვალწინ, ღია გრილზე დაამზადებენ. შეუძლებელია აქ ვერ მიაგნოთ თქვენს საყვარელ გემოებს ან არ აღმოაჩინოთ ახალი საუცხოო არომატები. რაც მთავარია, ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ ხიბლს შესძენს საუკეთესო ხარისხის ლუდი, რომლის ფართო ასორტიმენტსაც რესტორანი დაგახვედრებთ. მათ შორისაა, გერმანული ვარშტაინერი, ბენედიქტინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი.

„ლუდის მოედანი“ 2004 წელს შეიქმნა. იმ დროს თბილისში არ არსებობდა სივრცე, სადაც კულტურულად დალევდი ლუდს და შეჭამდი ხინკალს ან სხვა ქართულ ტრადიციულ კერძებს. ამიტომ ასეთი ადგილი თბილისს მაშინ ძალიან სჭირდებოდა. ამან გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა რესტორანი, რომელიც გასცდებოდა დუქნის სტილს და სტუმრებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებდა. დღეს „ლუდის მოედანი“ ადგილობრივების ერთ-ერთი რჩეული სივრცეა და ადგილი, სადაც სიამაყით მოჰყავთ უცხოელი სტუმრები ქართული კერძების დასაგემოვნებლად“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რესტორნის მთავარი არქიტექტორი მამუკა ჩხაიძე.

„ლუდის მოედანზე“ იპოვით სხვადასხვა ტიპის დარბაზს, ღია და დახურულ სივრცეებს, სადაც ოჯახთან, მეგობრებთან ან ბიზნეს პარტნიორებთან ერთად მყუდროდ შეძლებთ მოკალათებას. რესტორანში ხშირად უმასპინძლდებიან საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებსა და სხვა საპატიო სტუმრებს, რადგან აქ ყველაფერია, რაც ასეთ დროსაა საჭირო – კომფორტული გარემო სასაუბროდ, უმაღლესი ხარისხის მომსახურება და გემრიელი ქართული კერძები.

რა დროსაც არ უნდა მოხვიდეთ „ლუდის მოედანზე“ , დილით ნაბახუსევზე, შუადღეს სადილისთვის თუ საღამოს სავახშმოდ. სულ მოძრაობაა, უწყვეტად ცხვება პური და გრილზე საუცხოო კერძები შიშხინებს. ასე რომ, თუ განტვირთვა და ლუდთან ერთად გემრიელად ჭამა გინდათ,“ლუდის მოედნის“ კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა.

მის: ბელიაშვილის 99

NS