საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წიგნები წარმატებულ ადამიანებზე მოზარდებს არწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია" - "ჰეფი მილის" ჯადოსნური ყუთი კიდევ უფრო შემეცნებითი და თავგადასავლებით სავსე გახდა
"წიგნები წარმატებულ ადამიანებზე მოზარდებს არწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია" - "ჰეფი მილის" ჯადოსნური ყუთი კიდევ უფრო შემეცნებითი და თავგადასავლებით სავსე გახდა

„მაკ­დო­ნალდსი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 24 წე­ლია ოპე­რი­რებს და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნდო­ბა და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­პო­ვა. 90-ია­ნე­ბის ბო­ლოს, რო­დე­საც ნაც­რის­ფერ თბი­ლის­ში მაკ­დო­ნალდსის ფე­რე­ბი შე­მო­ვი­და, მა­ლე­ვე რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნის და ჯგუ­ფის საყ­ვა­რელ ად­გი­ლად იქცა.

„მაკ­დო­ნალდსის“ ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ მე­ნი­უ­ზე, „ჰეფი მილ­ზე“, თა­ო­ბე­ბი გა­ი­ზარ­დნენ. ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა და ისი­ნი, ვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­დათ „მაკ­დო­ნალდსის“ სი­ურპრი­ზე­ბით სავ­სე ჯა­დოს­ნუ­რი ყუთი, ახლა თა­ვი­ანთ შვი­ლებ­თან ერ­თად და­დი­ან და მათი ბედ­ნი­ე­რი ემო­ცი­ე­ბით ტკბე­ბი­ან.

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი Happy Meal-ი 1979 წელ გა­მო­იშ­ვა, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ცირ­კის თე­მას და მო­ი­ცავ­და ბურ­გერს, კარ­ტო­ფილ ფრის, გა­მაგ­რი­ლე­ბელ სას­მელს და სა­თა­მა­შო­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტს, რო­გო­რი­ცაა "McDoodler" სტენ­ცი­ლი ან "McWrist"-ის სა­ფუ­ლე. 1987 წელს ჰეფი მილ­ში დის­ნე­ის თე­მა­ტი­კის სა­თა­მა­შო­ე­ბი და­ე­მა­ტა - რო­გო­რი­ცაა მიკი მა­უ­სი და მისი ეკი­პა­ჟი. 1990 წელს მაკ­დო­ნალდსმა ჰეფი მი­ლის სა­თა­მა­შო­ებს Super Mario Brothers და­ა­მა­ტა. სა­თა­მა­შო­თა ეს კო­ლექ­ცია მა­ლე­ვე იქცა ბავ­შვე­ბის­თვის პო­პუ­ლა­რულ კო­ლექ­ცი­ად. ჰეფი მი­ლის ის­ტო­რია ისე­თი­ვე ჯა­დოს­ნუ­რი და მიმ­ზიდ­ვე­ლია, რო­გო­რიც მისი ის­ტო­რია.

2019 წლი­დან ჰეფი მილი კი­დევ უფრო შე­მეც­ნე­ბი­თი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რად­გან და­ე­მა­ტა წიგ­ნის არ­ჩე­ვა­ნი. წიგ­ნე­ბის პირ­ვე­ლი სე­რია „რო­გორ მო­ვათ­ვი­ნი­ე­როთ დრა­კო­ნის“ ავ­ტო­რის, ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მწერ­ლის კრე­სი­და კო­უ­ე­ლის შექ­მნი­ლია. სე­რია ფე­რა­დი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ილუსტრა­ცი­ე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. წიგ­ნებ­ში შეხ­ვდე­ბო­დით სა­ხა­ლი­სო რჩე­ვებს, თა­მა­შებს, და­ვა­ლე­ბებ­სა და სხვა აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის კი­თხვის პრო­ცესს კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო­სა და ამა­ღელ­ვე­ბელს ხდი­და, ამას­თან, მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ თე­მა­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წიგ­ნე­ბი ბავ­შვებ­ში ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბას უწყობ­და ხელს.

წიგ­ნე­ბის ახალ, მიმ­დი­ნა­რე სე­რი­ა­ში „პა­ტა­რე­ბი დიდი ოც­ნე­ბე­ბით“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი ბავ­შვე­ბი­სათ­ვის გა­სა­გე­ბი ფორ­მით არის მი­წო­დე­ბუ­ლი და მათ მო­ტი­ვი­ა­ცი­ას აძ­ლევს თა­ვა­დაც იშ­რო­მონ და მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას. ჯა­დოს­ნურ ყუთ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წიგ­ნის ეფექ­ტი ასე­ვე ჯა­დოს­ნუ­რია. გემ­რი­ელ მე­ნი­უს­თან ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის გაც­ნო­ბა ბავ­შვებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის შე­ნე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რე­ბათ.

„ჩემი და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის ლი­ლის­თვის მაკ­დო­ნალდსი დღე­სას­წა­ულ­თან, სი­ურპრიზ­თან და სი­ხა­რულ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ძა­ლი­ან მოგ­ვწონს მაკ­დო­ნალდსის ეს და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბავ­შვე­ბის­თვის - წიგ­ნე­ბი ჰეფი მილ­ში. ვფიქ­რობ, ასე­თი წიგ­ნე­ბი წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე მო­ზარ­დებს კი­დევ ერთხელ არ­წმუ­ნებთ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ყვე­ლას შე­უძ­ლია, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს“ _ „მაკ­დო­ნალდსში“ შექ­მნილ და­დე­ბით გან­წყო­ბებ­ზე სა­უბ­რობს მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ელე­ნე კა­ლან­და­ძე.

„მგო­ნია რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ას და გა­ნათ­ლე­ბას კი არა, ნი­შან­დობ­ლი­ვად წიგნს და­შორ­და. „ჰეფი მილ­ში“ არ­სე­ბუ­ლი ამ პა­ტა­რა წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ემო­ცი­უ­რი ბმა იქ­მნე­ბა და ეს უფრო აახ­ლო­ებს მო­ზარდს წიგნ­თან. ამი­ტომ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, გარ­და იმი­სა, რომ ამ წიგ­ნებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტე­ბია გენ­დერ­ზე, რა­სიზ­მზე თუ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მებ­ზე, კი­დევ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა წიგნ­თან, ქა­ღალდთან, რო­მე­ლიც ჯა­დოს­ნურ დრო­სა და სივ­რცე­ში გა­მოგ­ზა­უ­რებს, რო­მე­ლიც სუ­ლი­ე­რე­ბის­თვის, სი­ტყვა­თა მა­რა­გის­თვის და ყვე­ლაფ­რის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ ვთვლი, რომ „მაკ­დო­ნალდსში“ წიგ­ნე­ბის შე­ტა­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა ოჯა­ხის­თვის და ზო­გა­დად, ბავ­შვე­ბის­თვის,“ - აღ­ნიშ­ნავს თე­ატრმ­ცოდ­ნე და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე.

პე­და­გო­გი ლადო აფხა­ზა­ვა სა­უბ­რობს სი­ურპრი­ზის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მის გავ­ლე­ნა­ზე მო­ზარ­დის­თვის: „რო­დე­საც ბავ­შვი საკ­ვე­ბად მი­დის და იქ სი­უპ­რიზს ელო­დე­ბა, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. ბავ­შვის­თვის ეს ახალ აღ­მო­ჩე­ნებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და თუ ამ სი­ურპრიზ­ში წიგნ­საც აღ­მო­ა­ჩენს, ის ამას აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კი­თხავს. ამ დროს მას გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, რომ ეს წიგ­ნი სა­ჩუქ­რის სა­ხით მას ეკუთ­ვნის და დიდი ინ­ტე­რე­სით კი­თხუ­ლობს. ასე­თი წიგ­ნე­ბის კი­თხვი­სას, ბავ­შვი სა­კუ­თარ თავ­შიც ეძებს იმ ძა­ლას, რომ თა­ვა­დაც გახ­დეს მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან კარ­გი ჟეს­ტია, რო­დე­საც ბავ­შვებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას ვაც­ნობთ. მი­თუ­მე­ტეს, თუ ეს ის­ტო­რია მის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე და ილუსტრა­ცი­ე­ბით არის მი­წო­დე­ბუ­ლი. ამ­გვა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის კი­თხვა ბავ­შვს აუ­ცი­ლებ­ლად წა­იყ­ვანს წარ­მა­ტე­ბი­სა­კენ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის წა­კი­თხვა, ბავ­შვე­ბის­თვი­საც შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ხდე­ბა. მისი ის­ტო­რი­ე­ბი შემ­დეგ ქმე­დით ქცე­ვა­ში გა­და­აქვთ“.

„სი­ურპრიზს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბავ­შვის­თვის, მი­თუ­მე­ტეს რო­დე­საც ბავ­შვი მი­დის თა­ვის საყ­ვა­რელ მაკ­დო­ნალდსში, და ამ დროს იქ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა ხვდე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ სი­ურპრი­ზის ყუთი ბავ­შვმა თვი­თონ გახ­სნას. მაკ­დო­ნალდსის ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ბავ­შვებს წიგ­ნებს უფრო შე­აყ­ვა­რებს. ბავ­შვებს რა უყ­ვართ? მოქ­მე­დე­ბა, თავ­გა­და­სა­ვა­ლი, სი­ურპრი­ზე­ბი. რო­დე­საც ბავ­შვს უბ­რა­ლოდ აძ­ლევ წიგნს და ეუბ­ნე­ბი წა­ი­კი­თხე, ის ნაკ­ლებ ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტავს. მის­თვის გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ის წიგ­ნი რო­მე­ლიც სი­ურპრი­ზით, თავ­გა­და­სა­ვა­ლით აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. რო­დე­საც ის რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ას კი­თხუ­ლობს, თვი­თო­ნაც უნდა რომ წა­რამ­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. ბავ­შვი სწავ­ლობს სხვა ადა­მი­ა­ნის ყუ­რე­ბით, მი­ბაძ­ვით. მაკ­დო­ნალდსის გა­რე­მო ბავ­შვე­ბის­თვის პირ­ველ რიგ­ში არის კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამ სივ­რცე­ში ბავ­შვებს იმ დო­ზით თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ, რაც ხში­რად სხვა სივ­რცე­ებ­ში არ აქვთ,“ – „ჰეფი მილ­ში“ წიგ­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას ფსი­ქო­ლო­გი ლალი ბად­რი­ძე მნიშ­ვნე­ლო­ვანს უწო­დებს და მი­აჩ­ნია, ბავ­შვი სიყ­ვა­რულს სწო­რედ ამ თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­თა­ვა­ზე­ბით სწავ­ლობს.

და ბო­ლოს, „ჰეფი მილ­ში“ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­თა­მა­შო­ე­ბი ეკო­მე­გობ­რუ­ლი მა­სა­ლე­ბის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰეფი მი­ლის წლე­ვან­დელ კო­ლექ­ცი­ებ­ში უკვე გვხვდე­ბა 100% მუ­ყა­ოს და ქა­ღალ­დის სა­თა­მა­შო­ე­ბი. 2023 წლის დე­კემ­ბრი­დან ჰეფი მილ­ში შეხ­ვდე­ბით მცე­ნა­რე­უ­ლი მა­სა­ლე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ სა­თა­მა­შო­ებ­საც, მა­გა­ლი­თად შაქ­რის ლერ­წმის­გან დამ­ზა­დე­ბულს. ასე­თი სა­თა­მა­შო­ე­ბის პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია 1 დე­კემ­ბერს გა­ეშ­ვა, კო­ლექ­ცი­ის სა­ხე­ლია „Adopt me”, და სა­თა­მა­შო­ებს ექ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­წე­რა: მე „დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვარ მცე­ნა­რუ­ლი პლასტმა­სის­გან (ოღონდ არ შემ­ჭა­მო!)“, რო­მე­ლიც შაქ­რის ლერ­წმის­გა­ნაა მი­ღე­ბუ­ლი. მაკ­დო­ნალდსი მეც­ნი­ე­რებ­თან, ინ­ჟინ­რებ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბით ცდი­ლობს ჰეფი მი­ლის­თვის შექ­მნას ისე­თი სა­თა­მა­შო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უსაფრ­თხოა რო­გორც ბავ­შვის­თვის, ასე­ვე გა­რე­მოს­თვის. 2025 წლის­თვის მთელ მსოფ­ლი­ო­ში ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მაკ­დო­ნალდსის ჰეფი მილ­ში იქ­ნე­ბა გა­და­მუ­შა­ვე­ბა­დი, მდგრა­დი, ეკო­მე­გობ­რუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"წიგნები წარმატებულ ადამიანებზე მოზარდებს არწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია" - "ჰეფი მილის" ჯადოსნური ყუთი კიდევ უფრო შემეცნებითი და თავგადასავლებით სავსე გახდა

"წიგნები წარმატებულ ადამიანებზე მოზარდებს არწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია" - "ჰეფი მილის" ჯადოსნური ყუთი კიდევ უფრო შემეცნებითი და თავგადასავლებით სავსე გახდა

„მაკდონალდსი“ საქართველოში 24 წელია ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებაში ნდობა და დიდი სიყვარული მოიპოვა. 90-იანების ბოლოს, როდესაც ნაცრისფერ თბილისში მაკდონალდსის ფერები შემოვიდა, მალევე რესტორნების ქსელი საზოგადოების ყველა ფენის და ჯგუფის საყვარელ ადგილად იქცა.

„მაკდონალდსის“ ყველაზე საყვარელ მენიუზე, „ჰეფი მილზე“, თაობები გაიზარდნენ. ტრადიცია გრძელდება და ისინი, ვისაც განსაკუთრებით უყვარდათ „მაკდონალდსის“ სიურპრიზებით სავსე ჯადოსნური ყუთი, ახლა თავიანთ შვილებთან ერთად დადიან და მათი ბედნიერი ემოციებით ტკბებიან.

მსოფლიოში პირველი Happy Meal-ი 1979 წელ გამოიშვა, რომელიც ეხებოდა ცირკის თემას და მოიცავდა ბურგერს, კარტოფილ ფრის, გამაგრილებელ სასმელს და სათამაშოების რამდენიმე ვარიანტს, როგორიცაა "McDoodler" სტენცილი ან "McWrist"-ის საფულე. 1987 წელს ჰეფი მილში დისნეის თემატიკის სათამაშოები დაემატა - როგორიცაა მიკი მაუსი და მისი ეკიპაჟი. 1990 წელს მაკდონალდსმა ჰეფი მილის სათამაშოებს Super Mario Brothers დაამატა. სათამაშოთა ეს კოლექცია მალევე იქცა ბავშვებისთვის პოპულარულ კოლექციად. ჰეფი მილის ისტორია ისეთივე ჯადოსნური და მიმზიდველია, როგორიც მისი ისტორია.

2019 წლიდან ჰეფი მილი კიდევ უფრო შემეცნებითი და თავგადასავლებით სავსე გახდა საქართველოშიც, რადგან დაემატა წიგნის არჩევანი. წიგნების პირველი სერია „როგორ მოვათვინიეროთ დრაკონის“ ავტორის, ცნობილი ბრიტანელი მწერლის კრესიდა კოუელის შექმნილია. სერია ფერადი, მაღალი ხარისხის ილუსტრაციებით იყო გაფორმებული. წიგნებში შეხვდებოდით სახალისო რჩევებს, თამაშებს, დავალებებსა და სხვა აქტივობებს, რომელთა შესრულება ბავშვებისთვის კითხვის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და ამაღელვებელს ხდიდა, ამასთან, მოტორული უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებაში ეხმარებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თემატიკიდან გამომდინარე, წიგნები ბავშვებში ახალი აღმოჩენებისადმი ინტერესის გაღვივებას უწყობდა ხელს.

წიგნების ახალ, მიმდინარე სერიაში „პატარები დიდი ოცნებებით“ წარმატებული ადამიანების ისტორიები ბავშვებისათვის გასაგები ფორმით არის მიწოდებული და მათ მოტივიაციას აძლევს თავადაც იშრომონ და მიაღწიონ წარმატებას. ჯადოსნურ ყუთში აღმოჩენილი წიგნის ეფექტი ასევე ჯადოსნურია. გემრიელ მენიუსთან ერთად საინტერესო წიგნების აღმოჩენა და ცნობილ ადამიანებზე წარმატებული ისტორიების გაცნობა ბავშვებს წარმატებული მომავლის შენებაში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ.

„ჩემი და ჩემი ქალიშვილისთვის ლილისთვის მაკდონალდსი დღესასწაულთან, სიურპრიზთან და სიხარულთან ასოცირდება. ძალიან მოგვწონს მაკდონალდსის ეს დამატებითი შესაძლებლობა ბავშვებისთვის - წიგნები ჰეფი მილში. ვფიქრობ, ასეთი წიგნები წარმატებულ ადამიანებზე მოზარდებს კიდევ ერთხელ არწმუნებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ყველას შეუძლია, რომ წარმატებას მიაღწიოს“ _ „მაკდონალდსში“ შექმნილ დადებით განწყობებზე საუბრობს მომღერალი და ტელეწამყვანი ელენე კალანდაძე.

„მგონია რომ საზოგადოება, ინფორმაციას და განათლებას კი არა, ნიშანდობლივად წიგნს დაშორდა. „ჰეფი მილში“ არსებული ამ პატარა წიგნთან ურთიერთობით ემოციური ბმა იქმნება და ეს უფრო აახლოებს მოზარდს წიგნთან. ამიტომ ეს განსაკუთრებული ინიციატივაა, გარდა იმისა, რომ ამ წიგნებში მნიშვნელოვანი აქცენტებია გენდერზე, რასიზმზე თუ სხვადასხვა პრობლემებზე, კიდევ ასევე მნიშვნელოვანია უშუალო შეხება წიგნთან, ქაღალდთან, რომელიც ჯადოსნურ დროსა და სივრცეში გამოგზაურებს, რომელიც სულიერებისთვის, სიტყვათა მარაგისთვის და ყველაფრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვთვლი, რომ „მაკდონალდსში“ წიგნების შეტანა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ოჯახისთვის და ზოგადად, ბავშვებისთვის,“ - აღნიშნავს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.

პედაგოგი ლადო აფხაზავა საუბრობს სიურპრიზის მნიშვნელობასა და მის გავლენაზე მოზარდისთვის: „როდესაც ბავშვი საკვებად მიდის და იქ სიუპრიზს ელოდება, ეს ძალიან კარგია. ბავშვისთვის ეს ახალ აღმოჩენებთან არის დაკავშირებული და თუ ამ სიურპრიზში წიგნსაც აღმოაჩენს, ის ამას აუცილებლად წაიკითხავს. ამ დროს მას გაცნობიერებული აქვს, რომ ეს წიგნი საჩუქრის სახით მას ეკუთვნის და დიდი ინტერესით კითხულობს. ასეთი წიგნების კითხვისას, ბავშვი საკუთარ თავშიც ეძებს იმ ძალას, რომ თავადაც გახდეს მისაბაძი ადამიანი. ძალიან კარგი ჟესტია, როდესაც ბავშვებს წარმატებული ადამიანების ცხოვრებას ვაცნობთ. მითუმეტეს, თუ ეს ისტორია მისთვის გასაგებ ენაზე და ილუსტრაციებით არის მიწოდებული. ამგვარი წარმატებული ისტორიების კითხვა ბავშვს აუცილებლად წაიყვანს წარმატებისაკენ. წარმატებული ადამიანების ცხოვრების წაკითხვა, ბავშვებისთვისაც შთაგონების წყარო ხდება. მისი ისტორიები შემდეგ ქმედით ქცევაში გადააქვთ“.

„სიურპრიზს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის, მითუმეტეს როდესაც ბავშვი მიდის თავის საყვარელ მაკდონალდსში, და ამ დროს იქ სასიამოვნო მოულოდნელობა ხვდება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სიურპრიზის ყუთი ბავშვმა თვითონ გახსნას. მაკდონალდსის ეს ინიციატივა ბავშვებს წიგნებს უფრო შეაყვარებს. ბავშვებს რა უყვართ? მოქმედება, თავგადასავალი, სიურპრიზები. როდესაც ბავშვს უბრალოდ აძლევ წიგნს და ეუბნები წაიკითხე, ის ნაკლებ ინტერესს გამოხატავს. მისთვის გაცილებით საინტერესოა ის წიგნი რომელიც სიურპრიზით, თავგადასავალით აქვს მოპოვებული. როდესაც ის რეალური ადამიანის წარმატების ისტორიას კითხულობს, თვითონაც უნდა რომ წარამტებას მიაღწიოს. ბავშვი სწავლობს სხვა ადამიანის ყურებით, მიბაძვით. მაკდონალდსის გარემო ბავშვებისთვის პირველ რიგში არის კონტაქტის საშუალება და თავისუფლება. ამ სივრცეში ბავშვებს იმ დოზით თავისუფლებას ვაძლევთ, რაც ხშირად სხვა სივრცეებში არ აქვთ,“ – „ჰეფი მილში“ წიგნების ინტეგრირებას ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე მნიშვნელოვანს უწოდებს და მიაჩნია, ბავშვი სიყვარულს სწორედ ამ თავისუფალი არჩევანის შეთავაზებით სწავლობს.

და ბოლოს, „ჰეფი მილში“ ასევე მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები ეკომეგობრული მასალებისგან არის დამზადებული. საქართველოში ჰეფი მილის წლევანდელ კოლექციებში უკვე გვხვდება 100% მუყაოს და ქაღალდის სათამაშოები. 2023 წლის დეკემბრიდან ჰეფი მილში შეხვდებით მცენარეული მასალებისგან დამზადებულ სათამაშოებსაც, მაგალითად შაქრის ლერწმისგან დამზადებულს. ასეთი სათამაშოების პირველი კოლექცია 1 დეკემბერს გაეშვა, კოლექციის სახელია „Adopt me”, და სათამაშოებს ექნება სპეციალური წარწერა: მე „დამზადებული ვარ მცენარული პლასტმასისგან (ოღონდ არ შემჭამო!)“, რომელიც შაქრის ლერწმისგანაა მიღებული. მაკდონალდსი მეცნიერებთან, ინჟინრებთან ერთად აქტიური მუშაობით ცდილობს ჰეფი მილისთვის შექმნას ისეთი სათამაშოები, რომლებიც უსაფრთხოა როგორც ბავშვისთვის, ასევე გარემოსთვის. 2025 წლისთვის მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყნის მაკდონალდსის ჰეფი მილში იქნება გადამუშავებადი, მდგრადი, ეკომეგობრული სათამაშოები.

R