პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 თვის მონაცემებით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 8364 პირია რეგისტრირებული
11 თვის მონაცემებით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 8364 პირია რეგისტრირებული

მიმ­დი­ნა­რე წლის 11 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე 8364 პი­რია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან სა­ჯა­რო წე­სით გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სუ­ხად აც­ნო­ბეს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს, მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სტა­ტუ­სის მქო­ნე 8207 ქა­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ხოლო მარ­ტო­ხე­ლა მა­მის სტა­ტუ­სი 142 კაცს აქვს.

ამას­თან, დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, 2023 წლის 1-ელი იან­ვრი­დან 24 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში ბა­ზა­ში 14 მშვი­ლე­ბე­ლი ქალი და­რე­გის­ტრირ­და, ხოლო მშვი­ლე­ბე­ლი კაცი - ერთი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი­სა და შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მარ­ტო­ხე­ლა დე­დის/მა­მის სტა­ტუ­სი ენი­ჭე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში სტა­ტუ­სის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე იმ პირს, რომ­ლის ბავ­შვის და­ბა­დე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და დედა/მამა არ იმ­ყო­ფე­ბა ქორ­წი­ნე­ბა­ში, ჰყავს 18 წლამ­დე ასა­კის შვი­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მო­მენ­ტი­სათ­ვის ბავ­შვის და­ბა­დე­ბის აქ­ტის ჩა­ნა­წერ­ში არ არის შე­ტა­ნი­ლი ბავ­შვის მა­მის/დე­დის მო­ნა­ცე­მე­ბი. ხოლო მშვი­ლე­ბე­ლი ქალი/კა­ცის სტა­ტუ­სი ენი­ჭე­ბა პირს, რო­მელ­საც ჰყავს შვი­ლად აყ­ვა­ნი­ლი 18 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვი და რო­მე­ლიც ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნის მო­მენ­ტში არ იმ­ყო­ფე­ბა ქორ­წი­ნე­ბა­ში. სტა­ტუ­სის დად­გე­ნის და­მაბ­რკო­ლე­ბელ გა­რე­მო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს ბავ­შვის და­ბა­დე­ბის აქ­ტში მა­მის/დე­დის მო­ნა­ცე­მე­ბის არ­სე­ბო­ბა, აგ­რეთ­ვე მშვი­ლე­ბე­ლი ჩა­წე­რი­ლია თუ არა მშობ­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

11 თვის მონაცემებით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 8364 პირია რეგისტრირებული

11 თვის მონაცემებით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 8364 პირია რეგისტრირებული

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 8364 პირია რეგისტრირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროს, სერვისების განვითარების სააგენტოდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წელს, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე 8207 ქალია რეგისტრირებული, ხოლო მარტოხელა მამის სტატუსი 142 კაცს აქვს.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ბაზაში 14 მშვილებელი ქალი დარეგისტრირდა, ხოლო მშვილებელი კაცი - ერთი.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, მარტოხელა დედის/მამის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში და დედა/მამა არ იმყოფება ქორწინებაში, ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები. ხოლო მშვილებელი ქალი/კაცის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ბავშვის დაბადების აქტში მამის/დედის მონაცემების არსებობა, აგრეთვე მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"