ავტორი:

დანგრეული სახლები, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა - ტორნადო აშშ-ს ტენესის შტატსა და ირლანდიაში

დანგრეული სახლები, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა - ტორნადო აშშ-ს ტენესის შტატსა და ირლანდიაში

აშშ-ში, ტენესის შტატის რამდენიმე ქალაქს საზარელი ტორნადო დაატყდა თავს, რომლის შედეგადაც სულ ცოტა, 6 ადამიანია გარდაცვლილი შტატის დედაქალაქ ნეშვილსა და ქალაქ კლარკსვილში. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 23-ს შეადგენს და ყველანი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

დედაქალაქის მერმა, ჯო პიტსმა საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადა და საღამოს 9 საათზე კომენდანტის საათი დააწესა. ამასთანავე, შტატის 60 000-მდე მაცხოვრებელს შეუჩერდა ელექტროენერგიის მიწოდება, დაუზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომანქანები.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ამოტრიალებული ავტომობილები, ამოძირკვული ხეები და დანგრეული შენობები ჩანს.

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/67673627/vpid/p0gyp09f"></iframe>

ტორნადო იყო ირლანდიაშიც, კერძოდ, ლიტრიმის საგრაფოში, რამაც არაერთი შენობა გაანადგურა, ზოგიერთ მოსახლეს ახალი თავშესაფრის ძიებაც კი დასჭირდა.

"ქარბორბალა დაახლოებით 1 წუთი გაგრძელდა. როცა ქარიშხალი დაიწყო, ამ დროს მანქანით ვმგზავრობდი. სულ რამდენიმე წამით ამცდა, ძალიან გამიმართლა. ვცადე, მანქანით სწრაფად მევლო, რომ ქარბორბალას ტერიტორიას მოვცილებოდი, თორემ მანქანას ძალიან დამიზიანებდა",- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

ტორნადოს გამო ლიტრიმის ოლქის მთავარი გზაც გადაიკეტა. ხელისუფლების თქმით, ის მანამ იქნება ჩაკეტილი, ვიდრე დაზიანებები შეკეთდება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა