სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს, მათ შორის არის დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა - შსს
9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს, მათ შორის არის დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა - შსს

მიმ­დი­ნა­რე წლის 9 თვე­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში 52 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს. ამას­თან, დე­დის მიერ ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის 5 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ასა­ხუ­ლი.

კერ­ძოდ, სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, 2023 წლის 1-ელი იან­ვრი­დან 30 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში, ქვე­ყა­ნა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის 27 და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის 25 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. მათ­გან უმე­ტე­სო­ბა - 47 შემ­თხვე­ვა გახ­სნი­ლია. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის 8 შემ­თხვე­ვით ნაკ­ლე­ბი და­ფიქ­სირ­და, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბამ კი 4-ით მო­ი­მა­ტა.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე წლის 9 თვე­ში, დე­დის მიერ ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის 5 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. გა­სულ წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის 3 ფაქ­ტი აღი­რი­ცხა.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ცო­ცხლის წი­ნა­აღ­მდეგ სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბებს - უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის 44 ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის კი - 36.

ამას­თან, და­რე­გის­ტრირ­და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის 982 შემ­თხვე­ვა და გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის 141 ფაქ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კნიაზ იმერეტინსკი
0

მტერი ᲨემოგვეᲭრა Თუ Ჩვენივე ხელიᲗ დავხოცეᲗ Თანამემამულენი? 

იმერელი
0

ბომბების და რაკეტების გარეᲨე 52 ?? ვაი Ჩვენი ცოდვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს, მათ შორის არის დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა - შსს

9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს, მათ შორის არის დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა - შსს

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს. ამასთან, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული.

კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან უმეტესობა - 47 შემთხვევა გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა.

დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს აღნიშნული დანაშაულის 3 ფაქტი აღირიცხა.

რაც შეეხება სიცოცხლის წინააღმდეგ სხვა დანაშაულებებს - უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მკვლელობის მცდელობის 44 ფაქტი გამოვლინდა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის კი - 36.

ამასთან, დარეგისტრირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის 982 შემთხვევა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 141 ფაქტი.