მსოფლიო
სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი სამ­შა­ბათს თეთრ სახ­ლში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის უმას­პინ­ძლებს.

თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კე­რის, კა­რინ ჟან-პი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნია, ხაზი გა­ეს­ვას შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ურ­ყევ ერ­თგუ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად, რო­დე­საც ისი­ნი თავს იცა­ვენ რუ­სე­თის სას­ტი­კი შეჭ­რის­გან.

„იმ ფონ­ზე, როცა რუ­სე­თი აძ­ლი­ე­რებს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­რა­კე­ტო და დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დარ­ტყმებს, ლი­დე­რე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ უკ­რა­ი­ნის გა­და­უ­დე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და ამ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა კა­რინ ჟან-პი­ერ­მა.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის აშშ-ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც და აცხა­დებს, რომ პრე­ზი­დენ­ტე­ბი თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მხარ­და­ჭე­რის სა­კი­თხზე აშშ-ს, ევ­რო­პა­სა და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს შო­რის ერ­თი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­ლენ­სკი და ბა­ი­დე­ნი ასე­ვე გა­ნი­ხი­ლა­ვენ მო­მა­ვა­ლი წლის თავ­დაც­ვი­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებს, მათ შო­რის ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებს ია­რა­ღი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზე­ლენ­სკის აშშ-ში ვი­ზი­ტი იმ ფონ­ზე ხდე­ბა, რო­დე­საც კონ­გრეს­ში უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა ჩაკ შუ­მერ­მა და „რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის“ ლი­დერ­მა მიჩ მა­კკო­ნელ­მა ზე­ლენ­სკი სე­ნატ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლის­თვის მი­იწ­ვი­ეს.

ზე­ლენ­სკი ვა­შინგტონს უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ მე­სა­მედ ეწ­ვე­ვა. ის აშშ-ს ბო­ლოს სექ­ტემ­ბერ­ში ეწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სურენა
35

ჩოთქზე ჩამოყარეს ვის რამდენი ერგება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულიდან?)))

taso
10

ამ ქეშმა არ მოიკლო ვოიაჟები.დაიარა გასტროლებით მთელი მსოფლიოს ცირკის არენები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სამშაბათს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, შეხვედრის მიზანია, ხაზი გაესვას შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსეთის სასტიკი შეჭრისგან.

„იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონების გამოყენებით დარტყმებს, ლიდერები განიხილავენ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებსა და ამ კრიტიკულ მომენტში შეერთებული შტატების მხარდაჭერის სასიცოცხლო მნიშვნელობას“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და აცხადებს, რომ პრეზიდენტები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ.

მათივე ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხზე აშშ-ს, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ერთიანობის უზრუნველყოფაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკი და ბაიდენი ასევე განიხილავენ მომავალი წლის თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ერთობლივ პროექტებს იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაზე.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი იმ ფონზე ხდება, როდესაც კონგრესში უკრაინის დახმარების შესახებ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა და „რესპუბლიკელების“ ლიდერმა მიჩ მაკკონელმა ზელენსკი სენატში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს.

ზელენსკი ვაშინგტონს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მესამედ ეწვევა. ის აშშ-ს ბოლოს სექტემბერში ეწვია.