მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 13 დეკემბერს გადასცემს
კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 13 დეკემბერს გადასცემს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 13 დე­კემ­ბერს, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს კამ­პა­ნი­ის "ჩვე­ნი ხმა ევ­რო­პას" ფარ­გლებ­ში შეგ­რო­ვილ ხელ­მო­წე­რებს გა­დას­ცემს.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ქარ­თულ დი­ას­პო­რას­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, იმე­დოვ­ნებს, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას ასე­ვე და­ეს­წრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პრე­მი­ე­რე­ბი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის­კენ სვლა­ში და სწო­რედ ეს არის კონ­სენ­სუ­სი, დე­პო­ლა­რი­ზა­ცია და ერ­თო­ბა, რაც გვჭირ­დე­ბა.

"13 დე­კემ­ბერს, 2 - 3 დღე­ში აქ მოვ­ლენ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ 14-ში, თუ 15-ში მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღონ და მე მათ [ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში] შეგ­რო­ვილ ხელ­მო­წე­რებს გა­დავ­ცემ, გა­დავ­ცემ ჩვენს ხმას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხმას, მათ შო­რის, თქვენს ხმა­საც, რათა მათ­მაც და­ი­ნა­ხონ, რომ ის ემიგ­რა­ცია, რო­მე­ლიც დღეს მათ ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რობს, რო­გორც უცხო­ე­ლი, ან მათი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, ისი­ნიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი არი­ან ამ სა­ყო­ველ­თაო კამ­პა­ნი­ა­ში. მე მგო­ნი, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას ასე­ვე და­ეს­წრე­ბი­ან (და ესეც გზავ­ნი­ლია) და ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამის იმე­დი მაქვს, რად­გან მოწ­ვე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, დღე­ვან­დე­ლი, გუ­შინ­დე­ლი და გუ­შინ­წინ­დე­ლი: პრე­მი­ე­რე­ბი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის­კენ სვლა­ში. ეს არის ის კონ­სენ­სუ­სი, ის დე­პო­ლა­რი­ზა­ცია და ის ერ­თო­ბა, რაც ჩვენ გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი გზა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. ეს არ ნიშ­ნავს, იმას, რომ უცებ, რა­ღაც ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხით ყვე­ლა ერთ აზ­რზე შე­ჯერ­დე­ბა - არა! ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა იმ დო­ნე­ზე, რომ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ამ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მის ირ­გვლივ, ერ­თმა­ნეთს კი არ შე­ვე­ჯიბ­როთ ვინ მეტი, თუ ვინ ნაკ­ლე­ბი გა­ა­კე­თა, ვინ და­ა­შა­ვა, თუ ვინ არ და­ა­შა­ვა, ცო­ტახ­ნით, თუნ­დაც ამ სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში, გავ­ჩუმ­დეთ და შე­ვირ­გოთ ალ­ბათ და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ესაა ჩვე­ნი რწმე­ნა, ჩვე­ნი იმე­დი, ჩვენ ამა­ზე არ გვაქვს სხვა წვდო­მა, რად­გა­ნაც ეს არის ევ­რო­პულ საბ­ჭოს წევ­რი, თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვენც ვი­სურ­ვებ­დით, რომ ძა­ლი­ან მალე იმ მა­გი­დის ირ­გვლივ დავ­მსხდა­რი­ყა­ვით და იქაც - ევ­რო­პა­შიც გვქო­ნო­დეს ჩვე­ნი ხმა. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა ევ­რო­პუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში - "ჩვე­ნი ხმა ევ­რო­პას“, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ტელე­ხი­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

რამსიღრმე ფესვები გვაქვს, გვითხრიან , გვითხრიან და ვერ გამოგვითხარეს !?

ხაბე
0

ამას თავი უკვე პრემიერი ჰგონი დაიწყო წინასაარჩევნო ფხარკალი ფეხი არ ჩაგივათ სექტანტებოო რაც გინდათ აფრიალეთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 13 დეკემბერს გადასცემს

კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 13 დეკემბერს გადასცემს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს.

როგორც პრეზიდენტმა ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა, იმედოვნებს, რომ ამ ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში და სწორედ ეს არის კონსენსუსი, დეპოლარიზაცია და ერთობა, რაც გვჭირდება.

"13 დეკემბერს, 2 - 3 დღეში აქ მოვლენ დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ 14-ში, თუ 15-ში მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მე მათ [ამ კამპანიის ფარგლებში] შეგროვილ ხელმოწერებს გადავცემ, გადავცემ ჩვენს ხმას, საზოგადოების ხმას, მათ შორის, თქვენს ხმასაც, რათა მათმაც დაინახონ, რომ ის ემიგრაცია, რომელიც დღეს მათ ქვეყნებში ცხოვრობს, როგორც უცხოელი, ან მათი ქვეყნის მოქალაქე, ისინიც გაერთიანებულნი არიან ამ საყოველთაო კამპანიაში. მე მგონი, ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან (და ესეც გზავნილია) და ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს, რადგან მოწვეულია საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი: პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში. ეს არის ის კონსენსუსი, ის დეპოლარიზაცია და ის ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული გზა წარმატებული იყოს. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ უცებ, რაღაც ჯადოსნური ჯოხით ყველა ერთ აზრზე შეჯერდება - არა! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის პატივისცემა იმ დონეზე, რომ მთელი საზოგადოების მიერ გაზიარებული ამ კონკრეტული გეგმის ირგვლივ, ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ ვინ მეტი, თუ ვინ ნაკლები გააკეთა, ვინ დააშავა, თუ ვინ არ დააშავა, ცოტახნით, თუნდაც ამ საახალწლო პერიოდში, გავჩუმდეთ და შევირგოთ ალბათ დადებითი გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში, ესაა ჩვენი რწმენა, ჩვენი იმედი, ჩვენ ამაზე არ გვაქვს სხვა წვდომა, რადგანაც ეს არის ევროპულ საბჭოს წევრი, თითოეული თავისუფალი ქვეყნის გადაწყვეტილება. ჩვენც ვისურვებდით, რომ ძალიან მალე იმ მაგიდის ირგვლივ დავმსხდარიყავით და იქაც - ევროპაშიც გვქონოდეს ჩვენი ხმა. ძალიან დიდი მადლობა ყველას დღევანდელი დღისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა ევროპული კამპანიის ფარგლებში - ,,ჩვენი ხმა ევროპას“, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე.