ზამთრის საკურორტო სეზონი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა მანამდე დამსვენებლები როგორც ბაკურიანს, ასევე გუდაურს უკვე სტუმრობენ.
"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია ინტერესი საკურორტო ზონებში, ამ შემთხვევაში ბაკურიანში და რამდენიმე საოჯახო სასტუმროს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით საოჯახო სასტუმროების მიმართ დამსვენებლების ინტერესი დაბალია და ჯავშნებიც, ფაქტობრივად, არ აქვთ.
"ამ ეტაპზე არცერთი დღეს არ გვაქვს ჯავშანი, ახალ წლების დღეებიც კი არ არის ჯერ დაჯავშნილი. სიტუაცია უკონტროლოა, ახალი წლების პერიოდში 30 დეკემბრიდან 5 იანვრამდე შეიძლება კარგად გაქირავდეს, მაგრამ შემდეგ ძალიან იკლებს მოთხოვნა. მაგალითად, შარშან საერთოდ არ გაქირავდა, წელს რა იქნება, ველოდებით.
ზოგადად, სეზონი გახსნა ძირითადად თოვლზეა დამოკიდებული, მაგრამ სულ რომ სეზონი არ გაიხსნას, ვფიქრობ, ახალი წლის პერიოდში დამსვენებლები მაინც ჩამოვლენ“, - საუბრისას აღნიშნა ბაკურიანის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელმა.
ჩვენთან საუბრისას საოჯახო სასტუმროს მფლობელები აღნიშნავენ, რომ მათი ბიზნესისთვის ყველაზე დიდ "საფრთხესა“ და კონკურენციას კოტეჯები და აპარტამენტები ქმნიან. მათი თქმით, დამსვენებლები უპირატესობას მსგავსი ტიპის სასტუმროებს ანიჭებენ, ხოლო სტუმრების გარეშე დარჩენილი საოჯახო სასტუმროების მფლობელებს მხოლოდ ერთი გზა რჩებათ - დაბალი ფასით მოიზიდონ დამსვენებლები. განაგრძეთ კითხვა
ბაკურიანში სასტუმროების კლიენტები აშკარად შემცირდა, რადგან ბევრმა ადამიანმა, ვინც ადრე სასტუმროებში ჩერდებოდა, ახალ აშენებულ კორპუსებში ბინები შეიძინა, ან ქირაობს. კომენტარებში ზოგი წერს, თითქოს იმავე, ან ოდნავ მეტ ფასად ევროპის ზამთრის კურორტებზე დაისვენებს, თანაც მეტად ხარისხიან მომსახურებას მიიღებს, რაც რეალობასთან სრულიად შეუსაბამოა. იმ ფასად მგზავრობის(ფრენა, გადაჯდომა, შემდეგ კურორტამდე მატარებლით, ან ავტობუსით მგზავრობა) თანხას თუ დაფარავთ, ეგეც კარგია. ხარისხიან მომსახურებას(ეკიპირების დაქირავება, კონსულტანტი, ტრასამდე მისვლა, გადასახადი), კვებას და სასტუმროს რაც შეეხება, მინიმუმ, 3-ჯერ ძვირი ღირს. ასე რომ, სიმართლე წერეთ.
მაგ ფულად წავალ ევროპაში და ვიგულავებ თქვენ რატო მოგცემთ მაგ ფულს :