ღაზას სექტორში მცხოვრები ბავშვების სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება, - ამის შესახებ განცხადებას პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის ოფისი ავრცელებს.
"პრეზიდენტმა ამერიკის პოზიცია აღწერა როგორც აგრესიული და ამორალური, როგორც ყველა ჰუმანიტარული პრინციპისა და ღირებულების უხეში დარღვევა და ღაზის სექტორში მცხოვრები ბავშვების, ქალებისა და მოხუცების სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს“, - ნათქვამია მაჰმუდ აბასის ოფისის განცხადებაში.
პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განცხადება აშშ-ის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ვეტოს დადების შემდეგ გაავრცელა.
გაზაში უკრაინაში სირიაში ავღანეთში ბელგრადში ვიეტნამში ერაყში იაპონიაში და მრავალი ქვეყანა სადაც ომი მოხდა ამერიკის ჩარევით ან უშუალოდ მონაწილეობით დაიხოცა მშვიდობიანუ მოსახლეობა
ისრაელში ხალხის დახოცვისთვი ვინ არის პასუხისმგებელი პირველი ისრაელი დაესხა თავს გაზას?