პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალბედა დიპლომატი, რომელიც საჯაროობას გაურბის და რუსული გენერალიტეტის ჩინოსნები - ვინ ცვლის პრიგოჟინის ხალხს აფრიკაში?
ახალბედა დიპლომატი, რომელიც საჯაროობას გაურბის და რუსული გენერალიტეტის ჩინოსნები - ვინ ცვლის პრიგოჟინის ხალხს აფრიკაში?

ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, გაჩ­ნდა კი­თხვა, რო­გორ შეძ­ლებ­და რუ­სე­თი აფ­რი­კულ ქვეყ­ნებ­ში ყოფ­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ekhokavkaza პრო­ექტ All Eyes On Wagner-ზე დაყ­რდნო­ბით იმ დიპ­ლო­მატ­ზე წერს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო ევ­რო­კავ­შირ­ში, ახლა კი ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში მი­ავ­ლი­ნეს, რათა ამ ქვეყ­ნის პო­ლი­ცი­ას­თან აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლოს.

ევ­რო­კავ­შირს წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ეს ადა­მი­ა­ნი რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. სა­ნამ მას­ზე მოვ­ყვე­ბით, გე­ტყვით, რომ პრი­გო­ჟი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, აფრი­კულ ქვეყ­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რა­საც რუ­სე­თი აქამ­დე "ვაგ­ნე­რის" ხე­ლით აკე­თებ­და, ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, სერ­გეი შო­ი­გუს მო­ად­გი­ლეს, იუ­ნუს-ბეკ ევ­კუ­როვ­სა და გენშტა­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გე­ნე­რალ-მა­ი­ორს ან­დრეი ავე­რი­ა­ნოვს და­ე­ვა­ლა.

ამ უკა­ნას­კნე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რუ­სე­თის აგენ­ტებ­მა ევ­რო­პა­ში რამ­დე­ნი­მე ხმა­მა­ღა­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს, მა­გა­ლი­თად, სერ­გეი სკრი­პა­ლის მო­წამ­ვლა, სოლსბე­რი­ში ან ჩე­ხე­თის ქა­ლაქ ვრბე­ტიც­ში საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­წყო­ბის აფეთ­ქე­ბა. ევ­კუ­რო­ვი, ავე­რი­ა­ნო­ვი და სხვა რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აფ­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პრო­ტო­კო­ლე­ბის ფო­ტო­ებ­ზე ხში­რად ფი­გუ­რი­რე­ბენ - რუ­სე­თი აღარ მა­ლავს თა­ვის სამ­ხედ­რო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ხოლო ავე­რი­ა­ნო­ვი სა­ჯა­რო სახე გახ­და.

რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცია ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, 2023 წლის 1 სექ­ტემ­ბე­რი

რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ და პრო­ექ­ტმა All Eyes On Wagner-მა კი­დევ ერთი რუ­სის შე­სა­ხებ გა­ი­გეს, რო­მე­ლიც ავე­რი­ა­ნო­ვი­სა და ევ­კუ­რო­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნას გა­ურ­ბის. AEOW-ის ცარ-ის (ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუ­ბი­კა) წყა­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ო­ბენ და იცი­ან ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­თის მზარ­დი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ, ყვე­ბი­ან, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ბან­გი­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩა­მო­ვი­და, რომ თა­ვის ხელ­ში აეღო ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ას­თან კო­ორ­დი­ნა­ცია. ბოლო წლებ­ში ამ საქ­მეს პრი­გო­ჟი­ნის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ვი­ტა­ლი პერ­ფი­ლი­ე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. პერ­ფი­ლი­ე­ვის "შემ­ცვლელს" დე­ნის პავ­ლო­ვი ჰქვია.

დე­ნის პავ­ლო­ვი

ადრე ის რუ­სულ მი­სი­ებ­ში მუ­შა­ობ­და, იუ­ნეს­კოს, გა­ე­რო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ფარ­გლებ­ში - პა­რიზ­ში, ჟე­ნე­ვა­სა და ბრი­უ­სელ­ში. მას­თან მო­მუ­შა­ვე დიპ­ლო­მა­ტი­ურ წრე­ებ­ში სა­უბ­რო­ბენ, რომ პავ­ლო­ვი ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო და თვლი­ან, რომ ის რუ­სე­თის შიდა დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ზოგ­მა მისი წო­დე­ბაც - პოლ­კოვ­ნი­კიც და­ა­სა­ხე­ლა. გა­მო­ძი­ე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ პავ­ლო­ვი ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში ევ­კუ­რო­ვი­სა და ავე­რი­ა­ნო­ვის ვი­ზი­ტის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და. ასე­ვე, მისი ცოლი ФСБ-ს სპე­ცი­ა­ლურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და, მისი მამა, ФСБ-ს „ვიმ­პე­ლის“ გან­ყო­ფი­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნია. მისი სა­ხე­ლია ალექ­სან­დრ მე­რი­ნო­ვი, რო­მე­ლიც 2002 წელს დუბ­როვ­კის თე­ატ­რის შტურ­მი­სას მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის ხალ­ხი არამ­ხო­ლოდ ავარ­ჯი­შებ­და აფ­რი­კელ სამ­ხედ­რო­ებს, პო­ლი­ცი­ას ან უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, არა­მედ მჭიდ­როდ შე­აღ­წი­ეს უსაფრ­თხო­ე­ბის სტრუქ­ტუ­რე­ბის "ეკო­სის­ტე­მა­შიც". მათ შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე შე­ეძ­ლოთ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შეს­ვლა, ბლოკპოს­ტე­ბის და­კა­ვე­ბა და ყა­ზარ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

  • AEOW-ის წყა­რო­ე­ბი ანო­ნი­მუ­რო­ბის დათ­ქმით ყვე­ბი­ან, რომ სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში, ბან­გი­ში ვი­ტა­ლი პერ­ფი­ლი­ე­ვის ჩა­სა­ნაც­ვლებ­ლად ჩა­მო­ვი­და დე­ნის პავ­ლო­ვი. წყა­რო­ე­ბის თქმით, მისი ოფი­სი რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში მდე­ბა­რე­ობს.

2 სექ­ტემ­ბერს ცა­რის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და არ­მი­ის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ Facebook-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც რუ­სე­თის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა იყო ასა­ხუ­ლი ად­გი­ლობ­რივ კო­ლე­გებ­თან. კად­რებ­ზე ჩან­და იუ­ნუს-ბეკ ევ­კუ­რო­ვი და ან­დრე ავე­რი­ა­ნო­ვი. ასე­ვე იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ხში­რად ჩა­დი­ან რუ­სე­თის­თვის აფ­რი­კულ მე­გობ­რულ ქვეყ­ნებ­ში, ერთ-ერთი იყო კერ­ძო სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია „რე­დუ­ტის“ და­მა­არ­სე­ბე­ლი კონ­სტან­ტინ მირ­ზა­ი­ან­ცი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მას­შტა­ბით ხალ­ხის სი­რი­ა­სა და აფ­რი­კა­ში მსა­ხუ­რო­ბის­თვის და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ზე მუ­შა­ობს. სუ­რა­თებ­ში ჩან­და ასე­ვე, სუ­დან­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში მო­მუ­შა­ვე სამ­ხედ­რო ატა­შე ვა­ლე­რი გო­ლუბ­ცო­ვი. ერ­თა­დერ­თი რუსი, რომ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ შეძ­ლო, - იყო ადა­მი­ა­ნი ლურჯ პი­ჯაკ­ში, რო­მე­ლიც მა­გი­დას­თან და­ძა­ბუ­ლი მზე­რით იჯდა და ბლოკ­ნოტ­ში ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებ­და. სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა დე­ნის პავ­ლო­ვი.

გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, "რუ­სუ­ლი პას­პორ­ტის" სის­ტე­მი­დან მათ მო­ი­პო­ვეს სუ­რა­თი. ეს სუ­რა­თი შე­ა­და­რეს სა­ხის ამომცნობ რამ­დე­ნი­მე სერ­ვის­ში და და­დას­ტურ­და, რომ ლურჯ პი­ჯაკ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, ნამ­დვი­ლად პავ­ლო­ვია. დე­ნის პავ­ლოვს მცი­რე ციფ­რუ­ლი კვა­ლი აქვს, ის იყე­ნებს მე­სენ­ჯე­რებს, მაგ­რამ არც ერთ მათ­გან­ში არ აქვს პრო­ფი­ლის სუ­რა­თი ან მისი გვა­რი. ერ­თა­დერ­თი სოცქსე­ლი რაც გა­აჩ­ნია და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი "ოდ­ნოკ­ლას­ნი­კია", სა­დაც არც და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. უც­ნო­ბია, სად სწავ­ლობ­და. ქმრის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ევ­გე­ნია პავ­ლოვს რამ­დე­ნი­მე ან­გა­რი­ში ჰქონ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და სუ­რა­თე­ბი „ოდ­ნოკ­ლას­ნი­კებ­ზეც“, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში, ქმრის ხან­გრძლივ მივ­ლი­ნე­ბე­ბის დროს იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. სუ­რა­თებ­ზე ჩანს ევ­გე­ნი­აც, ბავ­შვე­ბიც, მაგ­რამ დე­ნი­სი არც ერთ სუ­რათ­ში არაა.

ევ­გე­ნია პავ­ლო­ვა

რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიერ „ვაგ­ნე­რე­ლე­ბის“ ახ­ლობ­ლე­ბის ჩა­ტე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის აფ­რი­კა­ში გაგ­ზავ­ნა ისევ გრძელ­დე­ბა, ამ­ჯე­რად - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეგი­დით. დე­ნის პავ­ლო­ვის შემ­თხვე­ვა გვაჩ­ვე­ნებს: აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე კრემლს ისევ ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლი სტრა­ტე­გია აქვს, საქ­მეს, რო­მე­ლიც ადრე „ვაგ­ნე­რის“ ხე­ლით აკე­თებ­და, ახლა სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. AEOW-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, აფ­რი­კუ­ლი კამ­პა­ნია ახლა უფრო ღია და სწორ­ხა­ზო­ვა­ნია. რუ­სე­თი აღარ მა­ლავს თა­ვის სამ­ხედ­რო ძა­ლას აფ­რი­კა­ში და ამ მი­სი­ას სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

ქართველი
2

ყველა (ქვეყანა) წყალს წაუღია, ჩვენსას მივხედოთ, რაღაცაში მაინც (თუნდაც მშვიდობის შენარჩუნებაში) დავუდგეთ გვერდით მთავრობას. სანამ ევროკავშიღის დროშას ,,ვკერავთ" უნდა გვახსოვდეს, რომ ინგლისელებს მუდმივი მეგობრები არ ყავთ, აქვთ მუდმივი ინტერესები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ახალბედა დიპლომატი, რომელიც საჯაროობას გაურბის და რუსული გენერალიტეტის ჩინოსნები - ვინ ცვლის პრიგოჟინის ხალხს აფრიკაში?

ახალბედა დიპლომატი, რომელიც საჯაროობას გაურბის და რუსული გენერალიტეტის ჩინოსნები - ვინ ცვლის პრიგოჟინის ხალხს აფრიკაში?

ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, გაჩნდა კითხვა, როგორ შეძლებდა რუსეთი აფრიკულ ქვეყნებში ყოფნის უზრუნველყოფას. ekhokavkaza პროექტ All Eyes On Wagner-ზე დაყრდნობით იმ დიპლომატზე წერს, რომელიც რუსეთის წარმომადგენლობაში იყო ევროკავშირში, ახლა კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიავლინეს, რათა ამ ქვეყნის პოლიციასთან აქტიურად ითანამშრომლოს.

ევროკავშირს წყაროების მიხედვით, ეს ადამიანი რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია. სანამ მასზე მოვყვებით, გეტყვით, რომ პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, აფრიკულ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რასაც რუსეთი აქამდე "ვაგნერის" ხელით აკეთებდა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილეს, იუნუს-ბეკ ევკუროვსა და გენშტაბის მთავარი სამმართველოს გენერალ-მაიორს ანდრეი ავერიანოვს დაევალა.

ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით, რუსეთის აგენტებმა ევროპაში რამდენიმე ხმამაღალი ოპერაცია ჩაატარეს, მაგალითად, სერგეი სკრიპალის მოწამვლა, სოლსბერიში ან ჩეხეთის ქალაქ ვრბეტიცში საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქება. ევკუროვი, ავერიანოვი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები აფრიკული ქვეყნების პროტოკოლების ფოტოებზე ხშირად ფიგურირებენ - რუსეთი აღარ მალავს თავის სამხედრო მონაწილეობას, ხოლო ავერიანოვი საჯარო სახე გახდა.

რუსეთის დელეგაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე, 2023 წლის 1 სექტემბერი

რადიო თავისუფლებამ და პროექტმა All Eyes On Wagner-მა კიდევ ერთი რუსის შესახებ გაიგეს, რომელიც ავერიანოვისა და ევკუროვისგან განსხვავებით, საჯაროდ გამოჩენას გაურბის. AEOW-ის ცარ-ის (ცენტრალური აფრიკის რესპუბიკა) წყაროები, რომლებიც ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში მუშაობენ და იციან ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ, ყვებიან, რომ ეს ადამიანი ბანგიში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა, რომ თავის ხელში აეღო ადგილობრივ პოლიციასთან კოორდინაცია. ბოლო წლებში ამ საქმეს პრიგოჟინის დაქირავებული ვიტალი პერფილიევი ხელმძღვანელობდა. პერფილიევის "შემცვლელს" დენის პავლოვი ჰქვია.

დენის პავლოვი

ადრე ის რუსულ მისიებში მუშაობდა, იუნესკოს, გაეროსა და ევროკავშირის ფარგლებში - პარიზში, ჟენევასა და ბრიუსელში. მასთან მომუშავე დიპლომატიურ წრეებში საუბრობენ, რომ პავლოვი ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად შეუმჩნეველი ყოფილიყო და თვლიან, რომ ის რუსეთის შიდა დაზვერვის სამსახურთან იყო დაკავშირებული, ზოგმა მისი წოდებაც - პოლკოვნიკიც დაასახელა. გამოძიებით დასტურდება, რომ პავლოვი ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში ევკუროვისა და ავერიანოვის ვიზიტის დროს იმყოფებოდა. ასევე, მისი ცოლი ФСБ-ს სპეციალურ განყოფილებაში მუშაობდა, მისი მამა, ФСБ-ს „ვიმპელის“ განყოფილების ვეტერანია. მისი სახელია ალექსანდრ მერინოვი, რომელიც 2002 წელს დუბროვკის თეატრის შტურმისას მონაწილეობდა.

ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში ევგენი პრიგოჟინის ხალხი არამხოლოდ ავარჯიშებდა აფრიკელ სამხედროებს, პოლიციას ან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, არამედ მჭიდროდ შეაღწიეს უსაფრთხოების სტრუქტურების "ეკოსისტემაშიც". მათ შეფერხების გარეშე შეეძლოთ პოლიციის განყოფილებაში შესვლა, ბლოკპოსტების დაკავება და ყაზარმების გამოყენება.

  • AEOW-ის წყაროები ანონიმურობის დათქმით ყვებიან, რომ სექტემბრის დასაწყისში, ბანგიში ვიტალი პერფილიევის ჩასანაცვლებლად ჩამოვიდა დენის პავლოვი. წყაროების თქმით, მისი ოფისი რუსეთის საელჩოში მდებარეობს.

2 სექტემბერს ცარის ეროვნული უსაფრთხოებისა და არმიის რეკონსტრუქციის სამინისტრომ Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც რუსეთის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა იყო ასახული ადგილობრივ კოლეგებთან. კადრებზე ჩანდა იუნუს-ბეკ ევკუროვი და ანდრე ავერიანოვი. ასევე იყვნენ ადამიანები, ვინც ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად ჩადიან რუსეთისთვის აფრიკულ მეგობრულ ქვეყნებში, ერთ-ერთი იყო კერძო სამხედრო ორგანიზაცია „რედუტის“ დამაარსებელი კონსტანტინ მირზაიანცი, რომელიც რუსეთის მასშტაბით ხალხის სირიასა და აფრიკაში მსახურობისთვის დაინტერესებაზე მუშაობს. სურათებში ჩანდა ასევე, სუდანში რუსეთის საელჩოში მომუშავე სამხედრო ატაშე ვალერი გოლუბცოვი. ერთადერთი რუსი, რომლის იდენტიფიცირება "რადიო თავისუფლებამ" თავდაპირველად ვერ შეძლო, - იყო ადამიანი ლურჯ პიჯაკში, რომელიც მაგიდასთან დაძაბული მზერით იჯდა და ბლოკნოტში ჩანაწერებს აკეთებდა. სწორედ ეს ადამიანი აღმოჩნდა დენის პავლოვი.

გამოძიების მიხედვით, "რუსული პასპორტის" სისტემიდან მათ მოიპოვეს სურათი. ეს სურათი შეადარეს სახის ამომცნობ რამდენიმე სერვისში და დადასტურდა, რომ ლურჯ პიჯაკში გამოწყობილი ადამიანი, ნამდვილად პავლოვია. დენის პავლოვს მცირე ციფრული კვალი აქვს, ის იყენებს მესენჯერებს, მაგრამ არც ერთ მათგანში არ აქვს პროფილის სურათი ან მისი გვარი. ერთადერთი სოცქსელი რაც გააჩნია დაცარიელებული "ოდნოკლასნიკია", სადაც არც დაბადების თარიღი აქვს მითითებული. უცნობია, სად სწავლობდა. ქმრისგან განსხვავებით, ევგენია პავლოვს რამდენიმე ანგარიში ჰქონდა სოციალურ ქსელებში. გამოქვეყნებული ჰქონდა სურათები „ოდნოკლასნიკებზეც“, რომელიც შვეიცარიასა და საფრანგეთში, ქმრის ხანგრძლივ მივლინებების დროს იყო გადაღებული. სურათებზე ჩანს ევგენიაც, ბავშვებიც, მაგრამ დენისი არც ერთ სურათში არაა.

ევგენია პავლოვა

რადიო თავისუფლების მიერ „ვაგნერელების“ ახლობლების ჩატების შესწავლის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ დაქირავებული ჯარისკაცების აფრიკაში გაგზავნა ისევ გრძელდება, ამჯერად - თავდაცვის სამინისტროს ეგიდით. დენის პავლოვის შემთხვევა გვაჩვენებს: აფრიკის კონტინენტზე კრემლს ისევ ისეთი აგრესიული სტრატეგია აქვს, საქმეს, რომელიც ადრე „ვაგნერის“ ხელით აკეთებდა, ახლა სამინისტროს დახმარებით ახორციელებს. AEOW-ის ჟურნალისტების თქმით, აფრიკული კამპანია ახლა უფრო ღია და სწორხაზოვანია. რუსეთი აღარ მალავს თავის სამხედრო ძალას აფრიკაში და ამ მისიას სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით ახორციელებს.

ავტორი: ანრი კურტანიძე