თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, მისი საფასურის გადახდა ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„როგორც უკვე აღვნიშნე, თუ ფიქრობთ, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის საფასური მაღალია, დაფიქრდით, რამდენის გაღება მოგვიწევს ეროვნული ხაზინიდან და რამდენი ამერიკელის სისხლის ფასი დაჯდება, თუ ჩვენ მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად დავიწყებთ მოქმედებას”, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
როგორც ჯონ კირბიმ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი მოელის იმას, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება.
„თუ თქვენ ზრუნავთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თქვენ უნდა განიხილოთ ბატონი პუტინი ისეთად, როგორიც ის არის და გესმოდეთ, რომ უკრაინის დახმარება, ეს ჩვენი და ევროპის ყველა ჩვენი მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია“, - აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
ამერიკა აფრთხილებდა რუსეთს არ შესულიყვნენ უკრაინაში, გაიხსენეთ. უკრაინის დამარცხებით რუსეთი არ დაკმაყოფილდება და კვლავ წაიწევს წინ, ყოველ შემთხვევაში ეცდება. ერთადერთი ქვეყანა ამჟამად მსოფლიოში, რომელიც სხვა ქვეყნების ტერიტორიებს იპყრობს, აფინანსებს მილიტარისტულ ქვეყნებს, მათ შორის ვენესუელას, ახალი ცხელი წერტილის შესაქმნელად და ტერორისტებს, გაიხსენეთ ვისთან აქვს საქმე. ამ საშიშროებაზე ლაპარაკობს ამერიკა. უკრაინას არავინ მიატოვებს და მიიყვანენ სრულ გამარჯვებამდე, ვინაიდან ომი ახლა შუა საუკუნეებში ჩარჩენილი მთავრობების გარდა, არავის უნდა და არც არის მომგებიანი არცერთ სფერიოში. გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.
არ დამბლოკოთ!
ეს არის თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის ძალზე საშიში განცხადება, რომელიც როგორც წესი აჟღერებს აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას.
ანუ პირდაპირი მინიშნებაა აშშ-ის ჯარების შესაძლო ჩართულობაზე რუსეთ-უკრაინის ომში...
პირდაპირ რომ ვთქვა ეს არის მესამე მსოფლიო ომის დაწყების პრელუდია!
საუბედუროდ თუ ეს მოხდა, მაშინ ურთიერთ დაპირისპირება აუცილებლად გადაიზრდება ომში თერმობირთვული იარაღის გამოყენებით!!!
ომის დაწყების ალბათობა ძალზე მაღალია!!!
აშშ-ის ბატისტვინა პრეზიდენტ ბაიდენის ახირებების გამო მსოფლიო მაგარ შარშია გახვეული!!!