"უდანაშაულოდ იქნას ცნობილი ბრალდებული კახა კობერიძე და გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან", - ეს სიტყვები ცოტა ხნის წინ გაისმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები სოციალურ ქსელში ახლობლებმა გაავრცელეს კიდეც.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქმე, რომელიც მსაჯულებმა განიხილეს, მიმდინარე წლის 11 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. იმ საბედისწერო დღეს 21 წლის ბიჭმა 50 წლის მამა დანით მოკლა. ბრალდებული ძალოვნებმა იმავე დღეს დააკავეს და მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. მთელი სასამართლო პროცესის მსვლელობისას პროკურატურა არწმუნებდა ნაფიც მსაჯულებს, რომ დანაშაული შორისძიების მოტივით იყო ჩადენილი, რომ ბიჭმა მამა განზრახ მოკლა და მის დასჯას ითხოვდა, თუმცა საპირისპირო პოზიციაზე იყო ბრალდებულის ადვოკატი - ზურაბ როსტიაშვილი. ის თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ ბრალდებულის გამართლებას შეძლებდა. სწორედ ამიტომ აირჩია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ძალიან დიდხანს არჩევდნენ ამ საქმისთვის ნაფიც მსაჯულებს, რომლებმაც დღეს უპრეცედენტო ვერდიქტი დადეს, ბიჭი სრულად ერთხმად გაამართლეს.
ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი:
- ემოციებში ვართ ახლა ყველანი, რადგან სამართალმა იზეიმა და დამტკიცდა, რომ კახა კობერიძეს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად სცნო უდანაშაულოდ ჩემი დასაცავი და ის თავისუფალია. ბრალდებულ კახა კობახიძეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. არადა, მთელმა სოფელმა პირველივე დღიდან იცის, რომ კახა არის უდანაშაულო. დღეს პროკურატურა ერთი საათის განმავლობაში საუბრობდა ბრალის ირგვლივ. თავის დასკვნით სიტყვაში ირწმუნებოდა, თითქოს ეს იყო შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ითხოვდა ბრალდებულის დასჯას. მე, მისი ადვოკატი კი ვამტკიცებდი, რომ ეს ასე არ იყო და მოვითხოვე მისი სრულად გამართლება. თითქმის 2 საათის განმავლობაში ვსაუბრობდი საქმის დეტალებზე. ცალსახად ჩანდა, რომ კახა კობერიძეს მამის მოკვლა არ უნდოდა. მომხდარი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაული იყო და საბოლოოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა კიდეც ჩვენი პოზიცია და 12-ვე მსაჯულმა გაამართლა ის.
ჩემი დასაცავი და მისი ძმა მამის ტერორის ქვეშ იზრდებოდნენ. მამამისი ჯოხით სასტიკად სცემდა შვილებს ბავშვობიდან. პრობლემა იყო სიმთვრალე, რომ დათვრებოდა ყველანაირად აგრესიული ხდებოდა. მიზეზი არ სჭირდებოდა ჩხუბის დასაწყებად. სცემდა ცოლს, სახლში ნივთებს ამტვრევდა, ხშირად ხმარობდა დანას და კობახიძეების სახლში გაუთავებლად იყო დავიდარაბა. ქუჩაში სხვებთანაც ჰქონდა კონფლიქტები, ეს ყველამ იცის. სიმთვრალეში იყო ძალიან აგრესიული, სიფხიზლეში კი - რადიკალურად განსხვავებული. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე გაბრაზებულმა წალდით სახლში სამზარეულოს ავეჯი დაჩეხა. მისი ყოველი დალევა ოჯახისთვის ტრაგედია იყო, რადგან აწიოკებულები იყვნენ. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა ცოლმა, რომელიც შიშით ელოდებოდა მის ყოველ დალევას და როგორც კი ის მთვრალი გამოჩნდებოდა, რომ არ ეცემა, ხან ერთ მეზობელთან იმალებოდა, ხან - მეორესთან...წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ამ თემაზე:
ღმერთო, ისე როჰორ უნდა გაცხოველდე, საკუთარ თავს ვერ მოერიო და შვილი მკვლელი არ გახადო - თამაც საკუთარი მამის მკვლელი(((((( რამხელა სინანულში ამაინც ეს ბიჭი და როგორ მენანება;(( რამხელა ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფრის გონებიდან ამოსარეცხად!......., სიმოვნებით გამოვცემდი ,,მშრალ" კანონს,თუმცქ უშველის?!
არც უპრეცედენტო უნდა იყოს და არც ერთადერთია ეგ ადამიანი, რომელიც მსგავს დანაშაულზე იხდის სასჯელს, თუ მოიძიებთ ნახავთ ხალხს მდუმარეს საკნებში, უდანაშაულოებს!!!