ავტორი:

თეა ზაქარეიშვილი: ქოუჩინგი არის ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება განაახლონ თავიანთი ცხოვრება, ფორმა და  შინაარსი შეუცვალონ სურვილებს და ისინი გარდაქმნან მიზნებად

თეა ზაქარეიშვილი: ქოუჩინგი არის ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება განაახლონ თავიანთი ცხოვრება, ფორმა და  შინაარსი შეუცვალონ სურვილებს და ისინი გარდაქმნან მიზნებად

ჩვენ - ადამიანები ნამდვილად ვსწავლობთ სხვის გამარჯვებაზე და სხვის მაგალითზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის ისტორია, რომლთა ცხოვრებაც ლამაზი, აწყობილი და მყუდრო გვეჩვენება შორიდან, თუმცა ხშირად არ ვიცით ის, რომ ამ ლამაზად დასანახი ვიზუალის უკან, დგას გზა - პიროვნული განვითარების, სიძნელეების დაძლევის და ბედნიერების შენების.

გვინდა გაგაცნოთ თეა ზაქარეიშვილი - რეალიზებული იურისტი, ბედნიერი დედა და მეუღლე ახლა უკვე ქოუჩი, ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის წევრი - ადამიანი, რომელმაც თავისი პრობლემები მიზნებად აქცია და მათი გადაჭრის გზებიც იპოვა, ახლა კი სხვებს ეხმარება ოცნებების ასრულებაში.

თეა - როგორ აღმოჩნდი ქოუჩინგში და რა შედეგს მიაღწიეთ?

- სულ ვფიქრობდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში, რადგან მუდმივად ვგრძნობდი, რომ უფრო დიდი და საინტერესო მისია მქონდა დაკისრებული. ეტაპობრივად ვანვითარებდი ჩემს რესურსებს, მუდმივად ვიღრმავებდი ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით და ვცდილობდი მიმეღწია იმ მაქსიმუმისთვის როდესაც ჩავთვლიდი, რომ მზად ვიყავი ცვლილებებისთვის. გაცნობიერების და ცვლილებებისკენ მიმავალ ამ გზაზე სულ ვაკვირდებოდი ჩემს შინაგან პიროვნულ მოთხოვნილებებს და იმას თუ რა მიმართულებით შემეძლო შემეცვალა ჩემი ცხოვრება.

- ვინაიდან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ძალიან კარგად გამომდის ადამიანებთან ურთიერთობა, მუდმივად მსურდა, რომ მემუშავა მათთან, დავხმარებოდი მყარი ნაბიჯებით ევლოთ წინ!!! ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩემი თავი დავინახე ქოუჩინგში დადავიწყე ინფორმაციის მოძიება, სად იყო ის ადგილი სადაც შემეძლო ჩემი უნარების დახვეწა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება.- ინტერნეტ სივრცეში, აღმოვაჩინე ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაცია, მოვიძიე მათ შესახებ ინფორმაცია და მივხვდი, რომ ეს იყოს ის ადგილი და ის ადამინები ვისაც ვანდობდი, ჩემს შემდგომ განვითარებას...

რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?

სწავლის პროცესშივე დავრწმუნდი, რომ არ შევმცდარვარ, ეს არის პროფესიონალთა და უმაღლესი პიროვნული თვისებებით დაჯილბოვებულ ადამიანთა გუნდი, რომლებიც იძლევიან იმ საჭირო ცოდნას და უნარებს რაც მე მჭირდებოდა. ზუსტად იმ გარემოში ვიყავი სადაც მინდოდა ვყოფილიყავი. ეს იყო ძალიან სასიამოვნო მოგზაურობა ახალ მიმართულებაში და სიკეთით და ღირსებით სავსე ადამიანებთან ურთიერთობა. უღრმესი მადლობა ასოციაციას ამ ემოციებისთვის და გაწეული შრომისთვის.

რა არის თქვენთვის ქოუჩინგი?

ჩემთვის ქოუჩინგი შემდეგნაირად განიმარტება: - ეს არის ინსტრუმენტი, ადამიანებს ეხმარება განაახლონ თავიანთი ცხოვრება, ფორმა და შინაარსი შეუცვალონ სურვილებს და ისინი გარდაქმნან მიზნებად, აღმოაჩინონ თავიანთი ძლიერი მხარეები და შეუდგნენ მათ გამოყენებას. ვინაიდან ქოუჩინგი ეხება ადამიანის სიღრმისეულ გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ სურვილებს, მისი დახმარებით შესაძლებელია იმ დაბრკოლებების აღმოჩენაც, რომელიც მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქოუჩინგის დახმარებით ადამიანები მარტივად ახერხებენ იმოქმედონ აქ და ახლა და არ გადადონ დრო!

რას საქმიანობდით მანამდე?

მე პროფესიით იურისტი ვარ. დამთავრებული მაქვს ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტი და პირველივე კურსიდან დავიწყე მუშაობა სასამართლოში. ჩემი მაშინდელი სურვილი იყო მოსამართლე გავმხდარიყავი და საკმაოდ წარმატებულად მივიწევედი წინ, იმ ასაკის და გამოცდილების შესაბამისად რასაც ეტაპობრივად ვიღებდი. ვიყავი სამართლებრივი განათლების ასოციაციის ,,ალპე“-ს წევრი, სასამართლო მოხელეთა ეთიკის კოდექსის შემუშავების ჯგუფის წევრი , წარმატებით ვაბარებდი პროფესიული განვითარების სხვადასხვა გამოცდებს... 2005 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ლოგისტიკური კომპანიის DHL-ის იურისტი. ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო გზა გავიარე ამ მიმართულებით და საკმაოდ წარმატებული ვარ ჩემს პროფესიაში.

თქვენი სლოგანია სიძლიერიდან ბედნიერებამდე...რომ განგვიმარტოთ რას გულისხმობთ?

პირველ რიგში იმას, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყო, თუ არ მიდიხარ წინ, ვერ აღწევ მიზნებს და არ განიცდი ბედნიერებას, შენს სიძლიერეს უბრალოდ აზრი ეკარგება და შემდეგ ამ სიძლიერესაც კარგავ... მე დაოჯახებული ვარ და თითქმის ორი ათეული წელია, ვცხოვრობ საოცარ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი და გულშემატკივარია.. ჩვენ ერთობლივად დავამტკიცეთ, რომ ვართ ძლიერიწყვილი, რომელსაც შეუძლია ერთად სიარული მიზნებისკენ. აქვე გაგიზიარებთ ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებას:

- ჩვენ 15 წელზე მეტი არ გვყავდა შვილი, რომელიც ძალიან გვინდოდა. ამ დიდმა სურვილმა და მოლოდინმა სხვა ბევრი წარმატება და მიღწევა გააუფერულა და ძლიერი სურვილიდან გარდაიქმნა ყველაზე სასურველ მიზნად.დღეს საბედნიეროდ გვყავს არაჩვეულებრივი ,,სანი ბიჭი“ ჩვენ მას ასე ვეძახით - მისი სახელიც მზიანი უნდა ყოფილიყო, როგორც თავად მზესავით შემოანათა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა არ ვიქნები მართალი თუ ვიტყვი, რომ ამ გზის გავლა მარტივი იყო. უამრავი ბედნიერება, ლამაზი ემოცია, წუთი და შეგრძნება განვიცადეთ სანის მობრძანებასთან ერთად, თუმცა მათ ჩამოთვლას ეს სივრცე ვერ დაიტევს. მთავარი ის არის, რომ მიზნის მიღწევამ ცნობიერება შეგვიცვალა და გაგვაძლიერა. ზუსტად ამიტომ მინდა გავუსვა ხაზი ქოუჩინგს, როგორც მიზნის მიღწევის უძლიერეს ინსტრუმენტს - როცა თქვენ აღწევთ თქვენს მიზნებს, ცხოვრება ფერადდება და მეტად თავდაჯერებული ხდებით, დასახული მიზნების მიღწევა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის - ადამიანებისთვის, რომ ხანგრძლივი წარუმატებლობა რიგი დაავადებების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.

ამიტომ მოვუწოდებ ყველას - იარეთ თქვენი მიზნებისაკენ და თუ დახმარება გჭირდებათ გამოიყენეთ ქოუჩინგი. ჩვენ ეს შევძელით თქვენც აუცილებლად შეძლებთ!

რა შეგიძლიათ თქვათ ამჟამინდელ მიზნებზე და აქტივობებზე?

პირველ რიგში რასაც ვაკეთებ და არასდროს შევწყვიტავ ეს არის ჩემი თავის თვითგანვითარება, თვითანალიზი და თვითრეალიზაცია. შესაბამისად ისევ ვსწავლობ ახალ მიმართულებებს ქოუჩინგის კუთხით. ამჟამად ძალიან გამიტაცა ნეირო ლინგვისტურმა პროგრამირებამ (NLP) და ვცდილობ მაქსიმუმი ვისწავლო ამ მიმართულებით. ვკითხულობ წიგნებს და ვესწრები ტრენინგებს, ფსიქოლოგიის და ქოუჩინგის მიმართულებით. ასევე საკმაოდ წარმატებულად დაიწყო პრაქტიკული გზაც, შემიძლია ვთქვა მოულოდნელადაც ჩემთვის. ვატარებ პერსონალურ სესიებს, როგორც მამაკაცებთან ისე ქალბატონებთან. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც საერთოდ სხვა სურვილით ან მიზნით მოსული კლიენტი, რაპორტინგში (ჩემი თავის გაცნობის ნაწილი) ჩემი ისტორიის მოსმენის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მისთვის იმ ეტაპზე დედობა ან მამობა უფრო მნიშვნელოვანი სურვილია და ცვლის სამუშაო მიზანს. ეს კიდევ უფრო მაბედნიერებს, როდესაც კლიენტი ირჩევს ისეთ მიზანს, როგორიც ჩემი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი იყო. ვიცი რა გზა აქვს გასავლელი და როგორ იბრწყინებს მისი მიღწევის შემდეგ.

როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, ქოუჩნგი ახალი უნარების აღმოჩენაშიც დაგეხმარათ?

დიახ. როგორც ზემოთ ვთქვი პირველში რიგში უდიდესი ძალა და თავდაჯერებულება შემმატა ჩემი სანუკვარი მიზნის მიღწევამ, თუმცა ქოუჩინგმა სამყაროს კანონზომიერების თვალით დამანახა ეს პროცესი. აღმოვაჩინე საკმაოდ ბევრი რესურსი, სურვილი ვიყო უკეთესი ვიდრე გუშინ ვიყავი. მიხარია, რომ შემიძლია ადამიანების დახმარება ზუსტად იმაში, რაც ჰარმონიულს გახდის მათ ურთიერთობას.მინდა მივმართო ყველას, ვინც ახლა ჩემს ისტორიას კითხულობს - „დაიწყე ახლავე! არ გადადო მომავლისთვის ის რისი შეცვლაც ახლა შეგიძლია!! „

NS