ავსტრალიელი მამაკაცი ქუინსელნდის სანაპიროზე ქვიშაში ცოცხლად დამარხვის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამართალდამცავები ავრცელებენ.
23 წლის ჯოშ ტეილორი ქუინსლენდის კუნძულ ბრიბიზე დასაბანაკებელ ტერიტორიაზე ოჯახსა და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როცა ის მათსავე გათხრილ ორმოში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორმო მათ ღორის ხორცის შესაწვავად გათხარეს. ჯოში მთლიანად ჩაეფლა ქვიშაში და მისი მეგობრები თითქმის 1 საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის ამოყვანას. თვითმხილველების თქმით, ბიჭი იმდენად ღრმად იყო ორმოში ჩაფლული, რომ სხეულის არცერთი ნაწილი აღარ უჩანდა.
მედიკოსები მძიმედ დაშავებული მამაკაცის პულსის აღდგენას 45 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ.
მას შემდეგ, რაც ბიჭს გულის ცემა განუახლდა, ის ეგრევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიცია ამ დრომდე იძიებს ჯოშ ტეილორის გარდაცვალების გარემოებებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვიშიდან მის ამოყვანას დაახლოებით 15 ადამიანი ცდილობდა: "სამწუხაროდ, დაზიანებები, რომელიც მან მიიღო, ძალიან მძიმე აღმოჩნდა",- ნათქვამია გარდაცვლილის ოჯახის განცხადებაში. "გვიყვარხარ და ყოველ დღე და ყოველ წუთს მოგვენატრები, ჯოშ".
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
მოძებნეთ, ხო, ამბავი!
რაცხა ვერ გავიგე, ღორის ხორცის შეწვას ორმო რად უნდა?