ავტორი:

სროლის დროს მკვლელის ტყუპი და კლასში იმყოფებოდა, თუმცა არ დაშავებულა - იცოდა თუ არა გოგონამ ალინას შურისძიების შესახებ: ბრიანსკის ტრაგედიის დეტალები

სროლის დროს მკვლელის ტყუპი და კლასში იმყოფებოდა, თუმცა არ დაშავებულა - იცოდა თუ არა გოგონამ ალინას შურისძიების შესახებ:  ბრიანსკის ტრაგედიის დეტალები

გუშინ რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ტრაგედია დატრიალდა. მე-5 გიმნაზიის 14 წლის მოსწავლე ალინა სკოლაში მამის იარაღით მივიდა და თანაკლასელების მისამართით სროლა დაიწყო, რის შემდეგაც თავი მოიკლა.

ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი 13 წლის მაშა აღმოჩნდა, გოგონა ალინას კლასელი იყო. ამ დროისთვის კიდევ ხუთი ბავშვი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. არსებობს ვარაუდი, რომ ალინამ განზრახ ესროლა მაშას, რადგან მათ ადრე კლასელის გამო, კონფლიქტი ჰქონდათ.

"ჩემი ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენ გოგონას ადრე ჰქონდა კონფლიქტი გარდაცვლილ კლასელთან ბიჭის გამო. ბულინგის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა“, - წერს უსაფრთხო ინტერნეტ ლიგის ხელმძღვანელი ეკატერინა მიზულინა თავის Telegram-ში.

გამომძიებლებმა უკვე რამდენჯერმე გამოკითხეს ალინას მშობლები, ასევე მისი ტყუპისცალი და დარია. აღსანიშნავია, რომ დარია საბედისწერო დილას კლასში იმყოფებოდა, მაგრამ გოგონა გადარჩა.

მეგობრების თქმით, დები მეგობრობდნენ და იმ დღეს ერთად წავიდნენ სკოლაში. გავრცელებული ინფორმაციით, დარიამ იცოდა დის საშინელი გეგმების შესახებ, მაგრამ ჩვენების დროს უარყო.

შოკისმომგვრელ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და საზოგადოება დამნაშავეების დადგენას ცდილობს. კერძოდ, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ოჯახის საკითხებში ნინა ოსტანინა მიიჩნევს, რომ ბრაიანსკის ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბოგომაზი უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

„დღეს ჩვენ ვუგზავნით თხოვნას მიშუსტინს, რომ საზღვრისპირა რეგიონების საგანმანათლებლო ორგანიზაციები სპეციალურად დაცული ორგანიზაციების სიაში შეიტანოს. ახლა მე დავაყენებ კითხვას სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე, გუბერნატორის წინააღმდეგ საკითხს, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება სკოლაში ”- თქვა ოსტანინამ მედიასთან ინტერვიუში.