ავტორი:

"ჩემს შვილს მადა არ აქვსო, ხშირად მესმის თქვენგან... თუ ამ პრინციპს მიჰყვებით, კვების რეჟიმი გამოსწორდება" - ცნობილი პედიატრის რჩევა მშობლებს

"ჩემს შვილს მადა არ აქვსო, ხშირად მესმის თქვენგან... თუ ამ პრინციპს მიჰყვებით, კვების რეჟიმი გამოსწორდება" - ცნობილი პედიატრის რჩევა მშობლებს

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ბავშვების სწორი კვების თაობაზე პოსტს აქვეყნებს. ექიმი მშობლებს ურჩევს, თავი შეიკავონ ბავშვებისთვის .ე.წ. სნექების მიცემისგან.

"ჩემს შვილს მადა არ აქვს", ხშირად მესმის თქვენგან ეს პრეტენზია, ღრმა ჩაკითხვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ დღის განმავლობაში ბავშვი უხვად იღებს ცომეულს და სხვადასხვა სნექებს კვებათა შორის, ამიტომ თუ დღის მენიუზე უარს ამბობს, ეს სულაც არ ნიშნავს უმადობას და არც გასაკვირია, პატარა დანაყრებულია, შეეცადეთ არ მისცეთ ეს ორგანიზმისთვის უსარგებლო პროდუქტები კვებათა შორის, თუ ამ პრინციპს განახორციელებთ, თანდათან გამოსწორდება კვების რეჟიმიც, თუმცა თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ შედეგი აუცილებლად დადგება" - წერს პედიატრი.