მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმები ამბობდნენ, რომ ის იცხოვრებდა, როგორც მცენარე" - 12 წლის ბრიტანელი ბიჭის ისტორია, რომელიც ტვინის 2 პროცენტით დაიბადა: რთული დიაგნოზი და ჯიუტი მშობლების საუკეთესო არჩევანი
"ექიმები ამბობდნენ, რომ ის იცხოვრებდა, როგორც მცენარე" - 12 წლის ბრიტანელი ბიჭის ისტორია, რომელიც ტვინის 2 პროცენტით დაიბადა: რთული დიაგნოზი და ჯიუტი მშობლების საუკეთესო არჩევანი

ეს იყო ყვე­ლა­ზე ცუდი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ მშობ­ლებს შე­იძ­ლე­ბო­დათ გა­ე­გოთ. ბრი­ტა­ნელ წყვილს, შე­ლის და რობს უთხრეს, რომ მათ შვილს ტვი­ნი არ ჰქონ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. იმ შემ­თვე­ვა­ში, თუ ბავ­შვის და­ბა­დე­ბას მა­ინც გა­და­წყვეტ­დნენ, შეს­თა­ვა­ზეს ახალ­შო­ბი­ლი სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ქალს ასე­ვე ნა­ყო­ფის მო­შო­რე­ბას სთხოვ­დნენ, მაგ­რამ ქალ­მა მტკი­ცედ გა­და­წყვი­ტა, რომ ბავ­შვი აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ბა­დე­ბო­და, რო­გო­რიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ის. მხარს უჭერ­და ქმა­რიც.

ახლა ნოა 12 წლის არის, ის არის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ტვი­ნის ორი პრო­ცენ­ტით და­ი­ბა­და. ბიჭი ვიგ­ტონ­თან ახ­ლოს, კუმბრი­ა­ში (ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ინ­გლი­სი) დე­დას­თან და მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ნოა თა­ვად გა­და­ად­გილ­დე­ბა (თუმ­ცა ჯერ არც ისე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად), ლა­პა­რა­კობს, წერს, კი­თხუ­ლობს და მშობ­ლე­ბის­თვის შემ­ზა­რა­ვია იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ ბავ­შვი მო­ე­შო­რე­ბი­ნათ ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

ნოა გვი­ა­ნი ბავ­შვი იყო: რო­დე­საც ის და­ი­ბა­და, შელი 40 წლის იყო, ხოლო მისი ქმა­რი, რობი 47 წლის, თუმ­ცა, გვი­ან ასაკ­ში მშო­ბი­ა­რო­ბა ინ­გლის­ში იშ­ვი­ა­თი არაა. მთა­ვა­რია, შვი­ლი სა­სურ­ვე­ლი და ნა­ნატ­რი იყო.

რო­დე­საც ნოა და­ი­ბა­და, ექი­მებ­მა დე­დას და მა­მას აჩ­ვე­ნეს მისი ტვი­ნის რენტგე­ნი და და­არ­წმუ­ნეს, რომ მათი შვი­ლი რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ის არა­სო­დეს ივ­ლი­და და ისა­უბ­რებ­და. "ის იცხოვ­რებს რო­გორც მცე­ნა­რე", - უთხრეს ექი­მებ­მა. თუმ­ცა, რობ­მა და შე­ლიმ არ და­უ­ჯე­რეს მათ.

რა­ტომ არ გან­ვი­თარ­და ბავ­შვის ტვი­ნი? - ამ კი­თხვა­ზე ექი­მებს ერთი პა­სუ­ხი აქვთ, იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ბავ­შვი ჯერ კი­დევ საშ­ვი­ლოს­ნო­ში იყო, ტვინ­მა ზრდა შე­წყვი­ტა მას­ში წარ­მოქ­მნი­ლი ფო­რენ­ცე­ფა­ლუ­რი კის­ტის გამო.

"ხუთ­ჯერ მა­ინც მი­თხრეს, რომ ორ­სუ­ლო­ბა შე­მე­წყვე­ტი­ნა", - იხ­სე­ნებს დედა. რო­დე­საც მშო­ბი­ა­რო­ბა და­ი­გეგ­მა, წყვილს შეს­თა­ვა­ზეს, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ე­გეგ­მათ მისი დაკ­რძალ­ვა. "მარ­თა­ლი გი­თხრათ, თა­ვი­დან ექი­მებს და­ვუ­ჯე­რე და მე და ჩემ­მა ქმარ­მა პა­ტა­რა სა­სახ­ლეც კი შე­ვუკ­ვე­თეთ ჩვე­ნი და­უ­ბა­დე­ბე­ლი ბი­ჭის­თვის. ბო­ლოს და ბო­ლოს, ექი­მე­ბი არც კი იყ­ვნენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, და­ი­ბა­დე­ბო­და თუ არა ის ცო­ცხა­ლი. მაგ­რამ რო­დე­საც ის და­ი­ბა­და, გა­დავ­წყვი­ტე, რომ იმე­დი არ უნდა და­მე­კარ­გა“ - ამ­ბობს ქალი.

რთუ­ლი დი­აგ­ნო­ზი და ჯი­უ­ტი მშობ­ლე­ბი

გარ­და თით­ქმის გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ტვი­ნი­სა, ბავ­შვს სხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბიც ჰქონ­და. კერ­ძოდ, ნოას სპი­ნა ბი­ფი­და­სა და იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის - ჰიდ­რო­ცე­ფა­ლი­ი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ამ დროს თა­ვის ტვინ­ში სი­თხე გროვ­დე­ბა (ეს ორი დი­აგ­ნო­ზი ხში­რად თან ახ­ლავს ერ­თმა­ნეთს).

ექი­მე­ბი ახლა ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ნოეს რე­ა­ლუ­რად ტვი­ნი სრუ­ლად ჰქონ­და, მაგ­რამ მისი ტვი­ნის 98%, სი­თხის სა­ხით იყო თავ­ში. ბავ­შის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ექი­მებ­მა შუნ­ტი ჩა­უდ­გეს, რათა ჭარ­ბი სი­თხე ამო­ე­ღოთ.

რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბავ­შვის ტვინ­მა და­იბ­რუ­ნა მო­ცუ­ლო­ბის 80%. ამის შემ­დეგ ნოამ შეძ­ლო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი­ვით ცხოვ­რე­ბა. მისი მშობ­ლე­ბი მუდ­მი­ვად მუ­შა­ობ­დნენ მას­თან, ის­წავ­ლა ლა­პა­რა­კი, კი­თხვა, დათ­ვლა და ცოტა წე­რაც კი.

მისი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, იხ­სე­ნებს დედა. „მის სა­წოლ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი იყო მო­ნი­ტო­რი, რო­მე­ლიც იწერ­და მის სუნ­თქვას. ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სიგ­ნალს გზავ­ნი­და და სპე­ცი­ა­ლურ ხმა­ზე მშობ­ლებს გვეღ­ვი­ძე­ბო­და. მე და ჩემს ქმარს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ გვე­ძი­ნა.

შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის ნა­ყო­ფი

სას­წა­უ­ლი ბი­ჭის და­ბა­დე­ბი­დან ათი წლის შემ­დეგ, მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ არა­სო­დეს ეპა­რე­ბო­დათ ეჭვი, რომ ნოას შე­ეძ­ლო მი­ეღ­წია იმის­თვის, რაც სურ­და - მი­უ­ხე­და­ვად სა­ში­ნე­ლი "პროგ­ნო­ზე­ბი­სა" და ექი­მე­ბის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი­სა.

კატო
0

რწმენა ქმნის რეალობას .ჯანმრთელობა და ბედნიერება ბიჭს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ექიმები ამბობდნენ, რომ ის იცხოვრებდა, როგორც მცენარე" - 12 წლის ბრიტანელი ბიჭის ისტორია, რომელიც ტვინის 2 პროცენტით დაიბადა: რთული დიაგნოზი და ჯიუტი მშობლების საუკეთესო არჩევანი

"ექიმები ამბობდნენ, რომ ის იცხოვრებდა, როგორც მცენარე" - 12 წლის ბრიტანელი ბიჭის ისტორია, რომელიც ტვინის 2 პროცენტით დაიბადა: რთული დიაგნოზი და ჯიუტი მშობლების საუკეთესო არჩევანი

ეს იყო ყველაზე ცუდი ამბავი, რომელიც მომავალ მშობლებს შეიძლებოდათ გაეგოთ. ბრიტანელ წყვილს, შელის და რობს უთხრეს, რომ მათ შვილს ტვინი არ ჰქონდა განვითარებული. იმ შემთვევაში, თუ ბავშვის დაბადებას მაინც გადაწყვეტდნენ, შესთავაზეს ახალშობილი სამშობიაროში დაეტოვებინათ. ქალს ასევე ნაყოფის მოშორებას სთხოვდნენ, მაგრამ ქალმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ბავშვი აუცილებლად დაიბადებოდა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის. მხარს უჭერდა ქმარიც.

ახლა ნოა 12 წლის არის, ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ტვინის ორი პროცენტით დაიბადა. ბიჭი ვიგტონთან ახლოს, კუმბრიაში (ჩრდილო-დასავლეთ ინგლისი) დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობს. ნოა თავად გადაადგილდება (თუმცა ჯერ არც ისე თავდაჯერებულად), ლაპარაკობს, წერს, კითხულობს და მშობლებისთვის შემზარავია იმის წარმოდგენა, რომ ბავშვი მოეშორებინათ ან საავადმყოფოში დაეტოვებინათ.

ნოა გვიანი ბავშვი იყო: როდესაც ის დაიბადა, შელი 40 წლის იყო, ხოლო მისი ქმარი, რობი 47 წლის, თუმცა, გვიან ასაკში მშობიარობა ინგლისში იშვიათი არაა. მთავარია, შვილი სასურველი და ნანატრი იყო.

როდესაც ნოა დაიბადა, ექიმებმა დედას და მამას აჩვენეს მისი ტვინის რენტგენი და დაარწმუნეს, რომ მათი შვილი რომ გადარჩენილიყო, ის არასოდეს ივლიდა და ისაუბრებდა. "ის იცხოვრებს როგორც მცენარე", - უთხრეს ექიმებმა. თუმცა, რობმა და შელიმ არ დაუჯერეს მათ.

რატომ არ განვითარდა ბავშვის ტვინი? - ამ კითხვაზე ექიმებს ერთი პასუხი აქვთ, იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ საშვილოსნოში იყო, ტვინმა ზრდა შეწყვიტა მასში წარმოქმნილი ფორენცეფალური კისტის გამო.

"ხუთჯერ მაინც მითხრეს, რომ ორსულობა შემეწყვეტინა", - იხსენებს დედა. როდესაც მშობიარობა დაიგეგმა, წყვილს შესთავაზეს, რომ დაუყოვნებლივ დაეგეგმათ მისი დაკრძალვა. "მართალი გითხრათ, თავიდან ექიმებს დავუჯერე და მე და ჩემმა ქმარმა პატარა სასახლეც კი შევუკვეთეთ ჩვენი დაუბადებელი ბიჭისთვის. ბოლოს და ბოლოს, ექიმები არც კი იყვნენ დარწმუნებული, დაიბადებოდა თუ არა ის ცოცხალი. მაგრამ როდესაც ის დაიბადა, გადავწყვიტე, რომ იმედი არ უნდა დამეკარგა“ - ამბობს ქალი.

რთული დიაგნოზი და ჯიუტი მშობლები

გარდა თითქმის განუვითარებელი ტვინისა, ბავშვს სხვა პათოლოგიებიც ჰქონდა. კერძოდ, ნოას სპინა ბიფიდასა და იშვიათი დაავადების - ჰიდროცეფალიიის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დროს თავის ტვინში სითხე გროვდება (ეს ორი დიაგნოზი ხშირად თან ახლავს ერთმანეთს).

ექიმები ახლა ამბობენ, რომ შესაძლებელია, რომ ნოეს რეალურად ტვინი სრულად ჰქონდა, მაგრამ მისი ტვინის 98%, სითხის სახით იყო თავში. ბავშის დაბადების შემდეგ ექიმებმა შუნტი ჩაუდგეს, რათა ჭარბი სითხე ამოეღოთ.

რამდენიმე წლის განმავლობაში, ბავშვის ტვინმა დაიბრუნა მოცულობის 80%. ამის შემდეგ ნოამ შეძლო ჩვეულებრივი ბავშვივით ცხოვრება. მისი მშობლები მუდმივად მუშაობდნენ მასთან, ისწავლა ლაპარაკი, კითხვა, დათვლა და ცოტა წერაც კი.

მისი ცხოვრების პირველი წლები ძალიან რთული იყო, იხსენებს დედა. „მის საწოლზე დამაგრებული იყო მონიტორი, რომელიც იწერდა მის სუნთქვას. ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, სიგნალს გზავნიდა და სპეციალურ ხმაზე მშობლებს გვეღვიძებოდა. მე და ჩემს ქმარს, ფაქტობრივად, არ გვეძინა.

შრომისმოყვარეობის ნაყოფი

სასწაული ბიჭის დაბადებიდან ათი წლის შემდეგ, მშობლები ამბობენ, რომ მათ არასოდეს ეპარებოდათ ეჭვი, რომ ნოას შეეძლო მიეღწია იმისთვის, რაც სურდა - მიუხედავად საშინელი "პროგნოზებისა" და ექიმების წინასწარმეტყველებისა.