ავტორი:

"დატოვა წერილი და ყველანაირი კავშირი გაწყვიტა ახლობლებთან" - თბილისში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ

"დატოვა წერილი და ყველანაირი კავშირი გაწყვიტა ახლობლებთან" - თბილისში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ

თბილისში ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ. როგორც AMBEBI.GE-ს დაკარგული ახალგაზრდას დამ, ქეთი ლებანიძემ განუცხადა, მისი ძმა სახლიდან გუშინ გავიდა და ამ დრომდე არ ჩანს. როგორც ამბობს, ერთადერთი ვერსია, რაც ოჯახს აქვს, არის ის, რომ ნოდარი შესაძლოა რომელიმე მონასტერში წასულიყო. მომხდართან დაკავშირებით ოჯახმა უკვე აცნობა პოლიციას.

"ჩემო მეგობრებო, ჩემი ძმა გავიდა სახლიდან საღამოს 8-9 საათისთვის და დატოვა წერილი, 10-ის ნახევრიდან წყვეტს ყველანაირ კავშირს ახლობლებთან, თუ სადმე შენიშნავთ, ან დაგიკავშირდებათ მეგობრებს, ან რაიმე სახის ინფორმაციას გაიგებთ, გთხოვთ დამიკავშირდეთ, გააზიარეთ, ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ, იქნებ ქუჩაში შეგხვდეთ და იცნოთ", - ამბობს ქეთი ლებანიძე.

ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 592140809