სამხედრო
მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და ე.წ. "დიდი ჯიბეების" დაკერება თეთრ ხალათებზე" - ასოციაცია სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლაზე
"ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და ე.წ. "დიდი ჯიბეების" დაკერება თეთრ ხალათებზე" - ასოციაცია სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლაზე

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მშო­ბი­ა­რო­ბა და სა­კე­ის­რო კვე­თა, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­ცავს არ­ჩე­ვით ექი­მის აყ­ვა­ნი­სა და გა­უტ­კი­ვა­რე­ბის სა­ფა­სურს, ასე­ვე, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, კვე­ბის, პა­ლა­ტის, სხვა პირ­და­პირ და არა­პირ­და­პირ ხარჯს. შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენტს თან­ხის გა­დახ­და არ მო­უ­წევს.

"DRG მო­დე­ლით მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და სა­კე­ის­რო კვე­თის მომ­სა­ხუ­რე­ბის ტა­რი­ფე­ბი, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, 1 222 ლა­რით გან­სა­ზღვრა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნე­ბის გა­რე­შე, პა­ცი­ენ­ტის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ სა­კე­ის­რო კვე­თას, ან ე.წ. VIP პა­ლა­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ არ ფი­ნანსდე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ექიმ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცია აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს მალე მოჰ­ყვე­ბა მრა­ვა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის და­ხურ­ვა და ე.წ. "დიდი ჯი­ბე­ე­ბის" და­კე­რე­ბა თეთრ ხა­ლა­თებ­ზე.

ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლე­ბის DRG სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გვსურს მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია: მშო­ბი­ა­რო­ბა და სა­კე­ის­რო კვე­თა სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 1 221.92 ლა­რით.

და­ფი­ნან­სე­ბის თან­ხა გა­ი­ზარ­და, რად­გან აქამ­დე 500 ლა­რით ფი­ნანსდე­ბო­და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა და 800-ით სა­კე­ის­რო კვე­თა. ეს და­დე­ბი­თი და პო­ზი­ტი­უ­რი სა­კი­თხია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, თუმ­ცა ამას თან მოჰ­ყვა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რაც იპყრობს ჩვენს ყუ­რა­დღე­ბას. მა­გა­ლი­თად, გა­უქ­მდა პერ­სო­ნა­ლუ­რი ექი­მის აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ყვე­ლა ორ­სუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია იმ­შო­ბი­ა­როს ან გა­ი­კე­თოს სა­კე­ის­რო კვე­თა მო­რი­გე ბრი­გა­და­ში.

პერ­სო­ნა­ლუ­რი ექი­მის აყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი მშო­ბი­ა­რე იხ­სნე­ბა DRG სის­ტე­მი­დან, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს:

მშო­ბი­ა­რო­ბის სრუ­ლი სა­ფა­სუ­რის თა­ვად გა­დახ­დას ( კლი­ნი­კა­ში შიდა სტან­დარ­ტით გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, ფიზ. მშო­ბი­ა­რო­ბა და სა­კე­ი­რო კვე­თა გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი ღირს, ვიდ­რე 1221 ლა­რია) + ექი­მის აყ­ვა­ნის თან­ხა+ თუ მოხ­და და გარ­თულ­და შემ­თხვე­ვა, სა­ხელ­მწი­ფო უარს ამ­ბობს ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ნან­სურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე (ამ თან­ხის გა­დახ­დაც მო­უ­წევს პა­ცი­ენტს).

თუ მოხ­და და კლი­ნი­კა­ში ამ ყვე­ლაფ­რის გვერ­დის ავ­ლით ექიმ­მა გა­ბე­და და აიღო ანა­ზღა­უ­რე­ბა ( ჰო­ნო­რა­რი, რაც ადრე იბეგ­რე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 20%-ით), დგე­ბა ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი..

ამას გარ­და, ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლია, ყო­ველ­წლი­უ­რად ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოს და მი­ი­ღოს უწყვე­ტი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა, და­აგ­რო­ვოს ე.წ. კრე­დიტ ქუ­ლე­ბი.

მრა­ვა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი 1 221.92 ლა­რი­დან თეთ­რს არ უხ­დის ექიმს, მხო­ლოდ მო­რი­გე­ო­ბის თან­ხას (და მრა­ვა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი უკვე მო­უ­წო­დებს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, ხელ­ზე თან­ხის აღე­ბის­კენ)!!!! აქ დას­კვნე­ბი თქვენ გა­ა­კე­თეთ.

ამ ყვე­ლა­ფერს, სრუ­ლი­ად მალე მოჰ­ყვე­ბა მრა­ვა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის და­ხურ­ვა…(შემ­დეგ პოს­ტში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მოვ­თვლით ამ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლებს)

და ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი " დიდი ჯი­ბე­ე­ბის” და­კე­რე­ბა თეთრ ხა­ლა­თებ­ზე!

რო­გორ გგო­ნი­ათ, ექი­მი რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წელი სწავ­ლობ­და, შრო­მობ­და, მო­რი­გე­ობ­და, გა­დი­ო­და სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო კურსს, ვალ­დე­ბუ­ლია არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში, უხელ­ფა­სოდ მი­ვი­დეს სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში და ამ­შო­ბი­ა­როს პა­ცი­ენ­ტი ან გა­უ­კე­თოს სა­კე­ის­რო კვე­თა?!,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

უფასოდ რას ნიშნავს? ხელფასი ხომ აქვს? არა სამუშაო დროს რატომ უნდა მივიდეს? რას ბოდავენ? 

ჯჯჯ
2

ექიმს ხელფასი ხომ აქვს? სამუშაო საათებში თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს. ხოლო ხელფასი თუ დაბალი აქვს , უნდა დაისვას მომატების საკითხი, რომ დიდ ჯიბის მიკერება არ მოუნდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და ე.წ. "დიდი ჯიბეების" დაკერება თეთრ ხალათებზე" - ასოციაცია სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლაზე

"ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და ე.წ. "დიდი ჯიბეების" დაკერება თეთრ ხალათებზე" - ასოციაცია სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლაზე

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს.

"DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 1 222 ლარით განსაზღვრა. რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და ე.წ. "დიდი ჯიბეების" დაკერება თეთრ ხალათებზე.

ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია: მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 1 221.92 ლარით.

დაფინანსების თანხა გაიზარდა, რადგან აქამდე 500 ლარით ფინანსდებოდა ფიზიოლოგიური მშობიარობა და 800-ით საკეისრო კვეთა. ეს დადებითი და პოზიტიური საკითხია სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამას თან მოჰყვა გარკვეული საკითხები, რაც იპყრობს ჩვენს ყურადღებას. მაგალითად, გაუქმდა პერსონალური ექიმის აყვანის საშუალება. ყველა ორსული ვალდებულია იმშობიაროს ან გაიკეთოს საკეისრო კვეთა მორიგე ბრიგადაში.

პერსონალური ექიმის აყვანის შემთხვევაში კი მშობიარე იხსნება DRG სისტემიდან, რაც ავტომატურად ნიშნავს:

მშობიარობის სრული საფასურის თავად გადახდას ( კლინიკაში შიდა სტანდარტით გადახდის შემთხვევაში, ფიზ. მშობიარობა და საკეირო კვეთა გაცილებით უფრო მეტი ღირს, ვიდრე 1221 ლარია) + ექიმის აყვანის თანხა+ თუ მოხდა და გართულდა შემთხვევა, სახელმწიფო უარს ამბობს ყველანაირი ფინანსურ პასუხისმგებლობაზე (ამ თანხის გადახდაც მოუწევს პაციენტს).

თუ მოხდა და კლინიკაში ამ ყველაფრის გვერდის ავლით ექიმმა გაბედა და აიღო ანაზღაურება ( ჰონორარი, რაც ადრე იბეგრებოდა სახელმწიფოს მიერ 20%-ით), დგება ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი..

ამას გარდა, ექიმი ვალდებულია, ყოველწლიურად ფინანსურად უზრუნველყოს და მიიღოს უწყვეტი სამედიცინო განათლება, დააგროვოს ე.წ. კრედიტ ქულები.

მრავალი სამშობიარო სახლი 1 221.92 ლარიდან თეთრს არ უხდის ექიმს, მხოლოდ მორიგეობის თანხას (და მრავალი ხელმძღვანელი პირი უკვე მოუწოდებს სამედიცინო პერსონალს, ხელზე თანხის აღებისკენ)!!!! აქ დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

ამ ყველაფერს, სრულიად მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა…(შემდეგ პოსტში აუცილებლად ჩამოვთვლით ამ სამშობიარო სახლებს)

და ეგრეთ წოდებული ,, დიდი ჯიბეების” დაკერება თეთრ ხალათებზე!

როგორ გგონიათ, ექიმი რომელიც მრავალი წელი სწავლობდა, შრომობდა, მორიგეობდა, გადიოდა სხვადასხვა სასწავლო კურსს, ვალდებულია არასამუშაო საათებში, უხელფასოდ მივიდეს სამშობიარო სახლში და ამშობიაროს პაციენტი ან გაუკეთოს საკეისრო კვეთა?!,“- აღნიშნულია განცხადებაში.