სამხრეთ ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შედეგად, 8 ოქტომბრის შემდეგ, ლიბანში სულ მცირე 94 ადამიანი დაიღუპა და 406 დაშავდა, - ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებულთა 92% მამაკაცია.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის მიმართულებით ბოლო 2 თვის მანძილზე ცეცხლი არაერთხელ გახსნა. ისრაელში აცხადებენ, რომ ისინი „ჰეზბოლას“ მხრიდან სარაკეტო თავდასხმების გამო საპასუხო ცეცხლს ხსნიან. ამასთან, ისრაელმა, ლიბანის ტერიტორიიდან გახშირებული სარაკეტო თავდასხმების გამო, საზღვართან ახლომდებარე დასახლებების ევაკუაცია განახორციელა.
ჰამასთან ერთად ლიბანმა რომ დაბომბვა დაიწყო ისრაელის ტერიტორიის ის არ იყო აგრესია? და ესენი რომ პასუხობენ ეს აგრესიაა?
იქ აქვთ.
Პატივისცემით ლიბანელი ხალხისადმი:ჰესბოლა აღარაა საჭირო, უკვე თქვენს წინააღმდეგაა და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. Მაგათი ბრალია 50%-ზე მეტი.