ბრიანსკში, მე-5 გიმნაზიაში სროლის შედეგად ხუთი მოსწავლე დაშავდა, ერთ-ერთი მოსწავლე ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 დეკემბერს განაცხადა.
"გასროლის შემდეგ თავდამსხმელმა გოგონამ თავი მოიკლა. მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა ერთ-ერთი დაჭრილი თანაკლასელიც“, - ნათქვამია განცხადებაში.
"იზვესტიას“ ინფორმაციით, გიმნაზიაში ცეცხლი 14 წლის გოგონამ გახსნა. წინასწარი მონაცემებით, მან მამამისის იარაღი სკოლაში მიიტანა. ამ დროისთვის პოლიცია სკოლის მოსწავლის მოტივს იძიებს.