ავტორი:

ფრენა რუსული გამანადგურებლების თანხლებით და "ფერადი მიღება" აქლემების ფონზე - რატომ წავიდა პუტინი შეიხებთან: არაბული ვიზიტის დეტალები

ფრენა რუსული გამანადგურებლების თანხლებით და "ფერადი მიღება" აქლემების ფონზე - რატომ წავიდა პუტინი შეიხებთან: არაბული ვიზიტის დეტალები

ვლადიმერ პუტინი შეიხებს სტუმრობს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა პირველად გააფართოვა უცხოეთში მოგზაურობის არეალი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტით. პუტინი ნავთობის ორ ქვეყანას ესტუმრა, რომლებთანაც ახლო ურთიერთობაშია მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყების გამო დასავლეთთან ურთიერთობა გაწყვიტა.

პუტინის მოგზაურობას ოთხი რუსული გამანადგურებელი Su-35S იცავდა. პრეზიდენტი ოთხშაბათს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაფრინდა, საიდანაც საღამოს საუდის არაბეთში გაემგზავრა. ორივე ქვეყანა არ ცნობს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას, რომელმაც მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინაში ომის დანაშაულის ბრალდებით.

  • პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ქვეყანა მაშინ დატოვა, როდესაც ირანში გაემგზავრა, სადაც კრემლი კამიკაძე თვითმფრინავებს უკრაინის ქალაქების დასაბომბად ყიდულობს და ჩინეთში, რომელზეც რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული დასავლეთის სანქციების გამო.

პუტინი არ წასულა BRICS+-ის სამიტზე სამხრეთ აფრიკაში. ჩინეთის ფრთის ქვეშ მყოფი "ანტი-დასავლეთის" ლიდერების ოჯახურ ფოტოზე რუსეთის პრეზიდენტის ადგილი მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაიკავა.

მოგვიანებით პუტინი გაემგზავრა ჩინეთში, ახლა კი - მისი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში შედგა, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ მსოფლიოსთვის დაენახებინათ, რუსეთს ჰყავს გამოჩენილი პარტნიორები. ტრადიციული მეგობრების გარდა ჩინეთსა და ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და ბელარუსში.

რუსეთი ახლო აღმოსავლეთში გამოჩენილი მოთამაშეა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სირიის ომში და დღემდე მხარს უჭერს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, ასევე კონტაქტებს პალესტინის ჯგუფ ჰამასთან და რეგიონში ისლამისტური ჯგუფების მთავარ სპონსორთან, ირანთან.

რუსეთის ურთიერთობები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან და საუდის არაბეთთან ნაკლებად ეხება ომს. უფრო მეტად ეკონომიკას, ნავთობსა და ფინანსებზეა ორიენტირებული.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ემირატები გახდა რუსული ბიზნეს საქმიანობისა და საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი. რუსი ნავთობის მოვაჭრეები იქ ევროპიდან გადმოვიდნენ. ომის დაწყების შემდეგ ბევრი ბიზნესმენი ოჯახებით დუბაიში დასახლდა.

სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეშფოთებულნი იყვნენ ორმაგი დანიშნულების საქონლის მზარდი მიწოდებით არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან რუსეთში. რის გამოც, გაგზავნეს წარმომადგენლობითი დელეგაცია ემირატებში. ხოლო ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანიის წინააღმდეგ რუსული ნავთობის ფასის ზღვრის დარღვევის გამო.

ოთხშაბათს პუტინს აბუ დაბიში სამხედრო აქლემები ელოდნენ გზის პირას, ასევე ცერემონიას ახლდა საპატიო მცველი და რუსული დროშის ფერი ცა. მიუხედავად იმისა, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი არ წასულა აეროპორტში სტუმრის შესახვედრად, პუტინმა მადლობა გადაუხადა მას „ფერადი და მეგობრული მიღებისთვის“.

შეიხმა პუტინს "ძვირფასი მეგობარი" უწოდა, ქებით აღნიშნა საერთო კავშირების გაძლიერებისა და ვაჭრობის გაზრდის ფაქტები, რითაც შეხვედრის ღია ნაწილი დასრულდა.

ეს ვიზიტი მხოლოდ პუტინს არ სჭირდებოდა, რადგან არაბეთის გაერთიანებული საემიროები ცდილობს უზრუნველყოს თავისი სტატუსი, როგორც ახალი შვეიცარია - ნეიტრალური და მდიდარი ქვეყანა, ვაჭრების, მაგნატებისა და ფინანსისტებისთვის მთელ მსოფლიოში. ის ყველას მიმართ მეგობრულია და ამიტომ არის შესანიშნავი ადგილი საერთაშორისო შეხვედრებისთვის, ბაზრობებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

სწორედ ამ დღეებში დუბაიში იმართება გაეროს კლიმატის მთავარი ყოველწლიური სამიტი, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ამ ყურადღების ნაწილი კი პუტინისკენ იქნება მიმართული, თუმცა მისი ვიზიტი არანაირად არ არის დაკავშირებული COP28-თან.

შეიხთან საუბრის შემდეგ პუტინი საუდის არაბეთში გაფრინდა, სადაც მას ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი ელოდება. დიდი ალბათობით ძირითადად ნავთობზე ისაუბრებენ.

საუდის არაბეთი და რუსეთი შეერთებული შტატების შემდეგ ნავთობის მწარმოებელი ორი უმსხვილესი ქვეყანაა მსოფლიოში. ისინი შეადგენენ OPEC+-ის კარტელის მთლიანი წარმოების თითქმის ნახევარს და ერთად მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ნედლეულის მიწოდებაზე მსოფლიო ბაზარზე, რასაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში აკეთებენ.

საუდის არაბეთიდან პუტინი თავისი მოიერიშე თვითმფრინავების თანხლებით მოსკოვში დაბრუნდება...წყარო