Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისრაელმა ღაზაში თავდასხმების დროს ამერიკული წარმოების იარაღი გამოიყენა, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა" - Amnesty International
"ისრაელმა ღაზაში თავდასხმების დროს ამერიკული წარმოების იარაღი გამოიყენა, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა" - Amnesty International

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, Amnesty International-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ის­რა­ელ­მა ოქ­ტომ­ბერ­ში, ღა­ზა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ორი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის დროს ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის ია­რა­ღის მარ­თვის სის­ტე­მა გა­მო­ი­ყე­ნა, რა­საც 43 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე ემსხვერ­პლა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ღა­ზის სექ­ტო­რის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის ნან­გრე­ვებ­ში ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის პირ­და­პი­რი თავ­დას­ხმის საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის მარ­თვის სის­ტე­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

Amnesty International-ის მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი თავ­დას­ხმის შე­დე­გად 19 ბავ­შვი, 14 ქალი და 10 მა­მა­კა­ცი და­ი­ღუ­პა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს რა­ი­მე მი­ნიშ­ნე­ბა, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის ად­გი­ლებ­ში რა­ი­მე სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბი არ­სე­ბობ­და, ან რომ სახ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბი ლე­გი­ტი­მუ­რი სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ე­ბი იყ­ვნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საოცარია, არა?
0

ყოველ წელს 5 მილიარდის იარაღს აძლევს ამერიკა ისრაელს და აბა, სადაური იარაღი უნდა გამოეყენებინათ ახლა?

ტატო
2

ამ პალესტინელების ვერაფერი გავიგე. რა უნდათ? ნგრევა და სიკვდილი თუ მშვიდობიანი თანაცხოვრება ებრაელებთან!!

ავტორი:

"ისრაელმა ღაზაში თავდასხმების დროს ამერიკული წარმოების იარაღი გამოიყენა, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა" - Amnesty International

"ისრაელმა ღაზაში თავდასხმების დროს ამერიკული წარმოების იარაღი გამოიყენა, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა" - Amnesty International

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის, Amnesty International-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ისრაელმა ოქტომბერში, ღაზაში განხორციელებული ორი საჰაერო თავდასხმის დროს ამერიკული წარმოების იარაღის მართვის სისტემა გამოიყენა, რასაც 43 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში განადგურებული სახლების ნანგრევებში ამერიკული წარმოების პირდაპირი თავდასხმის საბრძოლო მასალების მართვის სისტემა აღმოაჩინეს.

Amnesty International-ის მტკიცებით, აღნიშნული ორი თავდასხმის შედეგად 19 ბავშვი, 14 ქალი და 10 მამაკაცი დაიღუპა. უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ვერ აღმოაჩინეს რაიმე მინიშნება, რომ საჰაერო თავდასხმების ადგილებში რაიმე სამხედრო მიზნები არსებობდა, ან რომ სახლებში მცხოვრები პირები ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები იყვნენ.