პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ" - ბაიდენი
"თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ" - ბაიდენი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, "დიდი შვი­დე­უ­ლის" ლი­დე­რე­ბი და აშშ-ის ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი მზად არი­ან უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა გა­ნაგ­რძონ.

მისი თქმით, თუ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნას და­ი­პყრობს, ის იქ არ გა­ჩერ­დე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, ამე­რი­კელ ჯა­რის­კა­ცებს რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა მო­უ­წევთ.

“ცოტა ხნის წინ “დიდი შვი­დე­უ­ლის” პარტნი­ო­რებ­თან შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თე და ამ სა­კითხს გან­ვი­ხი­ლავ­დით. ყვე­ლა ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რი, ჩვენ ყვე­ლა­ნი მზად ვართ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა გა­ვაგ­რძე­ლოთ.

ვინ არის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მზად, რომ უარი თქვას ამა­ზე? გე­უბ­ნე­ბით, მე არ ვარ მზად და არ მგო­ნია, ამე­რი­კე­ლი ხალ­ხიც მზად იყოს. თუ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნას და­ი­პყრობს, ის იქ არ გა­ჩერ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აქ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ხედ­ვა.

ის აპი­რებს გა­აგ­რძე­ლოს. მან ეს საკ­მა­ოდ ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და. თუ პუ­ტი­ნი თავს და­ეს­ხმე­ბა ნატო-ს მო­კავ­ში­რეს - თუ ის გა­აგ­რძე­ლებს და შემ­დეგ თავს და­ეს­ხმე­ბა ნატო-ს მო­კავ­ში­რეს - ჩვენ, რო­გორც ნატო-ს წევ­რი, ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, და­ვიც­ვათ ნატო-ს ტე­რი­ტო­რი­ის ყო­ვე­ლი დუ­ი­მი. მა­შინ ჩვენ გვექ­ნე­ბა ის, რის­კე­ნაც არ ვის­წრაფ­ვით და რაც დღეს არ გვაქვს : ამე­რი­კუ­ლი ჯა­რე­ბი იბ­რძო­ლე­ბენ რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“, - გა­ნა­ცხა­და ჯო ბა­ი­დენ­მა თეთრ სახ­ლში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

რა მოხდება და ბერლინში კედელს აღადგენს, რომელიც ისევ დაიშლება! აი, ეგ მოხდება, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს , "სევ"-სლავური ევროპა, აღსდგება და მოკვდება პუტინის სიკვდილიდან ორ კვირაში !

1234....
2

Არ მოგვატყუოს ბებერმა ჯომ. Ეს მუქარაა მხოლოდ იმათთვის, ვინც უკრაინის დახმარებაზე უარს ამბობს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ" - ბაიდენი

"თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ" - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, "დიდი შვიდეულის" ლიდერები და აშშ-ის ევროპელი მეგობრები მზად არიან უკრაინის მხარდაჭერა განაგრძონ.

მისი თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება და საბოლოოდ, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ.

“ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ.

ვინ არის შეერთებულ შტატებში მზად, რომ უარი თქვას ამაზე? გეუბნებით, მე არ ვარ მზად და არ მგონია, ამერიკელი ხალხიც მზად იყოს. თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება. მნიშვნელოვანია აქ გრძელვადიან პერსპექტივაში ხედვა.

ის აპირებს გააგრძელოს. მან ეს საკმაოდ ნათლად განაცხადა. თუ პუტინი თავს დაესხმება ნატო-ს მოკავშირეს - თუ ის გააგრძელებს და შემდეგ თავს დაესხმება ნატო-ს მოკავშირეს - ჩვენ, როგორც ნატო-ს წევრი, ვალდებული ვართ, დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი დუიმი. მაშინ ჩვენ გვექნება ის, რისკენაც არ ვისწრაფვით და რაც დღეს არ გვაქვს : ამერიკული ჯარები იბრძოლებენ რუსული ჯარების წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.