მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

ფიზიკური დაპირისპირება "საბურთალოსა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის ბოლოს - რა მოხდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (ვიდეო)

ფიზიკური დაპირისპირება "საბურთალოსა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის ბოლოს - რა მოხდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (ვიდეო)

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დავით ყიფიანი სახელობის თასის ფინალში ერთმანეთს "საბურთალო" და ბათუმის "დინამო" დაუპირისპირდნენ. მატჩი "საბურთალომ ანგარიშით 1-0 მოიგო.

თამაშის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება იყო.

  • ბოლო წუთებზე ბათუმის "დინამოს" ჰქონდა შანსი - საჯარიმოში მათი ფეხბურთელი წაიქცა და პენალტს ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა არ დანიშნა და თამაშიც მალევე დასრულდა.

ამის შემდეგ, ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები და გუნდის ხელმძღვანელობა მსაჯებს ეჩხუბებოდა, შემდეგ გულშემტკივრები შევიდნენ სტადიონზე და ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ "საბურთალომ" მატჩის ერთადერთი გოლი 95-ე წუთზე გაიტანა. გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესული სიხარულიძის ანგარიშზეა.

ცნობისთვის, ამ მატჩს წინ უძღოდა სკანდალური ვიდეორგოლი, სადაც "საბურთალოს" მხარდაჭერისკენ გულშემატკივარს ცნობილი ადამიანები მოუწოდებდნენ და ისინი ამბობდნენ ფრაზად "აჭარა აჭარლებს, თასი კი თბილისში რჩება". ამ ვიდეორგოლის გამო "საბურთალოს" ბოდიშის მოხდა მოუწია.

ფიზიკური დაპირისპირება "საბურთალოსა" და ბათუმის დინამოს მატჩის ბოლოს - რა მოხდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე