მსოფლიო
საზოგადოება

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს 21-ე საუკუნის ბინა?! – „მეტროპოლის“ ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია და კონცეპტუალური მიდგომები მშენებლობაში
რას ნიშნავს 21-ე საუკუნის ბინა?! – „მეტროპოლის“ ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია და კონცეპტუალური მიდგომები მშენებლობაში

ფო­კუ­სი ცხოვ­რე­ბა­ზე, - ამ იდე­ას და­ა­შე­ნა დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნია "მეტ­რო­პოლ­მა“ მისი კონ­ცეფ­ცია და მომ­ხმა­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზა თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ან­ზე მორ­გე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და „სახ­ლი, რო­მე­ლიც ჩა­ი­ფიქ­რეს”.

პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი დე­ვე­ლო­პე­რი, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, სა­ინ­ვეს­ტი­ციო და სუ­ბურ­ბა­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორს გა­სულ წელს შე­ე­მა­ტა. საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ უმ­სხვი­ლეს ფრან­გულ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰოს­ფი­თა­ლი­თი ბრენდ Louvre Hotels Group-თან პარტნი­ო­რო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა, სას­ტუმ­როს 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი ბრენ­დის Royal Tulip-ის ექ­სკლუ­ზი­უ­რად შე­მოყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა მი­ი­ღო და სა­კუ­თა­რი სი­ტყვა თქვა ქარ­თულ სამ­შე­ნებ­ლო ინ­დუსტრი­ა­ში.

რო­გო­რია გლო­ბა­ლუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი სექ­ტორ­ში, რა სურს თა­ნა­მედ­რო­ვე მომ­ხმა­რე­ბელს და რა გეგ­მე­ბი აქვს დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ას, - "მეტ­რო­პო­ლის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს.

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი დამ­კვე­თის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცის შექ­მნაა, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა და მო­თხოვ­ნე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაა გან­ხი­ლუ­ლი. ჩვენ­თვის მთა­ვა­რია შევ­ქმნათ ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­რე­მო ახა­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბით. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია, რო­გორც მშე­ნებ­ლო­ბის წე­სე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, ასე­ვე მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლე­ბის კუ­თხით. ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის კვად­რა­ტუ­ლო­ბა თუ უსაფრ­თხო­ე­ბა, არა­მედ გა­რე­მო, სა­დაც მათ ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი უნდა გა­ა­ტა­რონ. სწო­რედ ჩვე­ნი ფო­კუ­სით ცხოვ­რე­ბა­ზე შერ­ჩე­ულ ლო­კა­ცი­ას და მის შე­მო­გა­რენს ვა­ნი­ჭებთ სტრა­ტე­გი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბას. მა­გა­ლი­თად იმას, თუ რო­გო­რია ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სივ­რცე­ში, რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მია სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სივ­რცე­ე­ბი და არის თუ არა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო ურ­ბა­ნუ­ლი კომ­ფორ­ტი. მეტ­რო­პო­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თი­ა­ნო­ბაა“, - ამ­ბობს მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი.

ამ­ჟა­მად „მეტ­რო­პოლს“ ოთხი მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი აქვს თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში, ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც ახალ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია. მშე­ნებ­ლო­ბის ბოლო ეტაპ­ზეა „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი“, რო­მელ­საც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი 2024 წლის ბო­ლოს ჩა­ი­ბა­რე­ბენ. 2026-ში დას­რულ­დე­ბა „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძის“ პრო­ექ­ტი. „მეტ­რო­პო­ლის“ დე­და­ქა­ლა­ქის პრო­ექ­ტე­ბი გა­მიზ­ნუ­ლია რო­გორც სა­ცხოვ­რებ­ლად, ასე­ვე სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ. 2027 წელს დას­რულ­დე­ბა ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში, ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“.

თბი­ლი­სუ­რი კომ­პლექ­სე­ბი სამ­შე­ნებ­ლო ინ­დუსტრი­ის უახ­ლე­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბით და­ი­გეგ­მა, რომ­ლის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა, მწვა­ნე არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ჭკვი­ა­ნი სახ­ლის სის­ტე­მა, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გია

„მეტ­რო­პო­ლის“ მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბის ჯა­მუ­რი ფარ­თო­ბი 516 200 M2-ია და მათ­ზე 500 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი და­ი­ხარ­ჯე­ბა.

"აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს მო­მა­ვა­ლი წლის ბო­ლოს უნდა ჩა­ვა­ბა­როთ. მალე ვა­კი­სა და წყნე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე 14-სარ­თუ­ლი­ა­ნი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე გაჩ­ნდე­ბა. წყნე­თი­სა და ნა­ფეტვრე­ბის სი­ახ­ლო­ვე კომ­პლექსს კი­დევ უფრო მიმ­ზიდ­ველს ხდის. რაც შე­ე­ხე­ბა მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძეს, ის ორ 25-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუსს აერ­თი­ა­ნებს. სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსს, ერთი ჰექ­ტა­რი ბა­ღით, დიდი სა­რეკ­რე­ა­ციო ზონა გა­მო­არ­ჩევს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ტი­პის მო­სას­ვე­ნე­ბელ სივ­რცეს მო­ი­ცავს, - აქ შეხ­ვდე­ბით ბავ­შვე­ბის სა­თა­მა­შო მო­ედ­ნებს, სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­დანს, ვე­ლო­ბი­ლი­კებს. კომ­პლექ­სი აღ­ჭურ­ვი­ლია 334 ავ­ტო­მო­ბილ­ზე გათ­ვლი­ლი პარ­კინ­გით. ამას­თან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სდე­ბა სა­ბავ­შვო ბაღი, სპორტდარ­ბა­ზი, ასე­ვე სა­ო­ფი­სე და კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი.

„მეტ­რო­პოლ­ში“ გვინ­და შევ­ქმნათ უბ­ნე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზეა, სა­დაც წი­ნას­წარ ნა­ფიქ­რია ჩვე­ნი მცხოვ­რებ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, სა­დაც ფო­კუ­სი - ცხოვ­რე­ბა­ზეა“, - "მეტ­რო­პო­ლის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი.

თბი­ლი­სის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბის­გან, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბია ბა­თუ­მის „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ და „მეტ­რო­პოლ კუბი“, რომ­ლე­ბიც Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შენ­დე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დი, რო­მე­ლიც 54 ქვე­ყა­ნა­ში 1600-ზე მეტ სას­ტუმ­როს აერ­თი­ა­ნებს, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი მსხვი­ლი მო­თა­მა­შეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრე­მი­უ­ლი სას­ტუმ­რო ბრენ­დია, რომ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოყ­ვა­ნის ექ­სკლუ­ზი­ვიც "მეტ­რო­პოლს“ ეკუთ­ვნის.

"მეტ­რო­პოლ კუ­ბი­სა და მეტ­რო­პოლ ოვა­ლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჯამ­ში 260 მი­ლი­ო­ნი ლა­რია და ჯამ­ში 1000-მდე აპარ­ტა­მენ­ტის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­ვე, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ორი 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო სულ 180 ნომ­რით. მშე­ნებ­ლო­ბა ბა­თუ­მის ცენ­ტრში, გმირ­თა ხე­ი­ვან­ზე, ზღვი­დან 200 მეტ­რის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ექ­ტე­ბის სა­ხე­ლე­ბი მათი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფორ­მე­ბი­და­ნაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი. ვფიქ­რობთ, გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლუ­ე­ტით და პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით, ვი­ზი­ტო­რებს უნი­კა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას შევ­თა­ვა­ზებთ. ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის ერთი მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ რო­გორც კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სი­ლა­მა­ზით ბა­თუ­მის ამ ნა­წილს მო­ერ­გოს პრო­ექ­ტე­ბი და ამა­ვე დროს, წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ აჭა­რის რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

პრო­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­საქმდე­ბა 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, ხოლო 2027 წელს, სას­ტუმ­როს გახ­სნის შემ­დეგ, 300 მუდ­მი­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა. თა­ვის მხრივ, 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბი უფრო მეტ ტუ­რისტს მო­ი­ზი­დავს, გაზ­რდის კონ­კუ­რენ­ცი­ას, რაც ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ჩე­ნას შე­უ­წყობს ხელს“, - "მეტ­რო­პო­ლის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი.

ექ­სკლუ­ზი­ურ პარტნი­ო­რებ­თან და მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ პრო­ექ­ტებ­თან ერ­თად, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან მიდ­გო­მას უს­ვა­მენ ხაზს, რაც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრაქ­ტი­კის დამ­კვიდ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ნახ­შირ­ბა­დის ემი­სი­ის შემ­ცი­რე­ბა "მეტ­რო­პო­ლის“ სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლია, - იქ­ნე­ბა ეს შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ნარ­ჩე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა თუ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მოს შე­თა­ვა­ზე­ბა თა­ნა­ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სა თუ მო­ბი­ნად­რე­ე­ბი­სათ­ვის.

"ჩვენ­თვის მთა­ვა­რი ხა­რის­ხი­ა­ნი და ეკო­ლო­გი­უ­რი მშე­ნებ­ლო­ბაა. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, ქავ­თა­რა­ძის პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გერ­მა­ნუ­ლი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის YTONG-ის სამ­შე­ნებ­ლო ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი სა­ფა­სა­დე ბლო­კე­ბი და მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სიც ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის ჭრილ­ში სრუ­ლად მიჰ­ყვე­ბა YTONG-ის სტან­დარ­ტებს.

"მეტ­რო­პო­ლი“ ზედ­მი­წევ­ნით ით­ვა­ლის­წი­ნებს ყვე­ლა იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რაც ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ ახ­ლად­მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბე­ბით და წე­სე­ბით საქ­მი­ა­ნობს კომ­პა­ნია შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხი­თაც. ჩვენ­თვის და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. "მეტ­რო­პო­ლის“ შიდა პო­ლი­ტი­კის მი­ხედ­ვით მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე და ასე­ვე პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ობი­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე მთელ პერ­სო­ნალს ყვე­ლა სა­ჭი­რო ტრე­ნინ­გი და სწავ­ლე­ბა უტარ­დე­ბა. ამას­თან, ცხა­დია, მა­რაგ­დე­ბი­ან შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით. უსაფრ­თხო­ე­ბის კომ­პო­ნენ­ტის სრულ­ფა­სოვ­ნად შეს­რუ­ლე­ბას კი მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით ვუ­წევთ მო­ნი­ტო­რინგს“, - ამ­ბობს მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი.

მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბებ­თან ერ­თად, მეტ­რო­პო­ლის ფო­კუს­შია სა­ა­გა­რა­კე პრო­ექ­ტი შინ­დის­ში, სა­დაც დუ­ბა­ის წამ­ყვა­ნი დე­ვე­ლო­პე­რე­ბის პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი შე­იქ­მნე­ბა. შინ­დი­სის პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი კონ­ცეფ­ცია მსოფ­ლიო სტან­დარ­ტის, თა­ნა­მედ­რო­ვე და კომ­ფორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის სტან­დარ­ტებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი. კერ­ძო სახ­ლებ­ზე გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია სრუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­თა და ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტით აღ­ჭურ­ვილ უბან­ში, მომ­ხმა­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზებს სახ­ლს, რო­მე­ლიც ჩა­ი­ფიქ­რეს, რა თქმა უნდა, უც­ვლე­ლი კონ­ცეფ­ცი­ით - ფო­კუ­სი ცხოვ­რე­ბა­ზე.

მას­შტა­ბუ­რი და ამ­ბი­ცი­უ­რია სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც. “მეტ­რო­პო­ლი” მომ­დევ­ნო წლი­დან 6 ახა­ლი პრო­ექ­ტის და­წყე­ბას გეგ­მავს, რაც კი­დევ უფრო მეტ ადა­მი­ანს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას იცხოვ­რონ ისეთ სახ­ლში, რო­გო­რიც ჩა­ი­ფიქ­რეს.

„მეტ­რო­პო­ლის“ შე­სა­ხებ - დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 4 პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლის­ში ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის „მე­ტო­პო­ლი ბა­გე­ბი­სა“ და „მეტ­რო­პო­ლი ქავ­თა­რა­ძის“ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­თუმ­ში კი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პოლ კუბ­სა“ და „მეტ­რო­პოლ ოვალს“ აშე­ნებს, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნია Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რას ნიშნავს 21-ე საუკუნის ბინა?! – „მეტროპოლის“ ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია და კონცეპტუალური მიდგომები მშენებლობაში

რას ნიშნავს 21-ე საუკუნის ბინა?! – „მეტროპოლის“ ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია და კონცეპტუალური მიდგომები მშენებლობაში

ფოკუსი ცხოვრებაზე, - ამ იდეას დააშენა დეველოპერულმა კომპანია ,,მეტროპოლმა“ მისი კონცეფცია და მომხმარებელს შესთავაზა თანამედროვე ადამიანზე მორგებული ინფრასტრუქტურა და „სახლი, რომელიც ჩაიფიქრეს”.

პირველი ქართული დეველოპერი, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტების განხორციელებას გეგმავს, საქართველოს სამშენებლო სექტორს გასულ წელს შეემატა. საქმიანობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, დეველოპერულმა კომპანიამ უმსხვილეს ფრანგულ, საერთაშორისო ჰოსფითალითი ბრენდ Louvre Hotels Group-თან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა, სასტუმროს 5-ვარსკვლავიანი ბრენდის Royal Tulip-ის ექსკლუზიურად შემოყვანის უფლება მიიღო და საკუთარი სიტყვა თქვა ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში.

როგორია გლობალური ტენდენციები სექტორში, რა სურს თანამედროვე მომხმარებელს და რა გეგმები აქვს დეველოპერულ კომპანიას, - ,,მეტროპოლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მამუკა იმედაშვილი საუბრობს.

,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი სივრცის შექმნაა, სადაც თითოეული მომხმარებლის გამოცდილება და მოთხოვნები ინდივიდუალურადაა განხილული. ჩვენთვის მთავარია შევქმნათ ხელმისაწვდომი გარემო ახალი, ინოვაციური პროდუქტებით. ბოლო წლების განმავლობაში სამშენებლო სექტორში მკვეთრი ცვლილებებია, როგორც მშენებლობის წესებისა და ვალდებულებების, ასევე მომხმარებლის სურვილების კუთხით. ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართის კვადრატულობა თუ უსაფრთხოება, არამედ გარემო, სადაც მათ ცხოვრების დიდი ნაწილი უნდა გაატარონ. სწორედ ჩვენი ფოკუსით ცხოვრებაზე შერჩეულ ლოკაციას და მის შემოგარენს ვანიჭებთ სტრატეგიულ მნიშვნელობას. მაგალითად იმას, თუ როგორია ეკოლოგიური მდგომარეობა სივრცეში, რამდენად ხელმისაწვდომია სოციალიზაციის სივრცეები და არის თუ არა უზრუნველყოფილი ყველა საჭირო ურბანული კომფორტი. მეტროპოლის მთავარი მიზანი, სწორედ ამ ყველაფრის ერთიანობაა“, - ამბობს მამუკა იმედაშვილი.

ამჟამად „მეტროპოლს“ ოთხი მიმდინარე პროექტი აქვს თბილისსა და ბათუმში, ქალაქებში, სადაც ახალ საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია. მშენებლობის ბოლო ეტაპზეა „მეტროპოლ ბაგები“, რომელსაც მომხმარებლები 2024 წლის ბოლოს ჩაიბარებენ. 2026-ში დასრულდება „მეტროპოლ ქავთარაძის“ პროექტი. „მეტროპოლის“ დედაქალაქის პროექტები გამიზნულია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ. 2027 წელს დასრულდება ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში მიმდინარე მასშტაბური პროექტები „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“.

თბილისური კომპლექსები სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომლის მთავარი პრიორიტეტები ენერგოეფექტურობა, მწვანე არქიტექტურა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია

„მეტროპოლის“ მიმდინარე პროექტების ჯამური ფართობი 516 200 M2-ია და მათზე 500 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

,,აქტიურ ფაზაშია მეტროპოლ ბაგები, რომელიც მომხმარებელს მომავალი წლის ბოლოს უნდა ჩავაბაროთ. მალე ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე 14-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცე გაჩნდება. წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვე კომპლექსს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. რაც შეეხება მეტროპოლ ქავთარაძეს, ის ორ 25-სართულიან კორპუსს აერთიანებს. საცხოვრებელ კომპლექსს, ერთი ჰექტარი ბაღით, დიდი სარეკრეაციო ზონა გამოარჩევს, რომელიც სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელ სივრცეს მოიცავს, - აქ შეხვდებით ბავშვების სათამაშო მოედნებს, საფეხბურთო მოედანს, ველობილიკებს. კომპლექსი აღჭურვილია 334 ავტომობილზე გათვლილი პარკინგით. ამასთან ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო ბაღი, სპორტდარბაზი, ასევე საოფისე და კომერციული ფართები.

„მეტროპოლში“ გვინდა შევქმნათ უბნები, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა, სადაც წინასწარ ნაფიქრია ჩვენი მცხოვრებლების ყველა საჭიროებებზე, სადაც ფოკუსი - ცხოვრებაზეა“, - ,,მეტროპოლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მამუკა იმედაშვილი.

თბილისის საცხოვრებელი სივრცეებისგან, კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ბათუმის „მეტროპოლ ოვალი“ და „მეტროპოლ კუბი“, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი, რომელიც 54 ქვეყანაში 1600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს, მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიც ,,მეტროპოლს“ ეკუთვნის.

,,მეტროპოლ კუბისა და მეტროპოლ ოვალის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 260 მილიონი ლარია და ჯამში 1000-მდე აპარტამენტის აშენება იგეგმება. ამ ტერიტორიაზე ასევე, წარმოდგენილი იქნება ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო სულ 180 ნომრით. მშენებლობა ბათუმის ცენტრში, გმირთა ხეივანზე, ზღვიდან 200 მეტრის მანძილზე მიმდინარეობს. პროექტების სახელები მათი გეომეტრიული ფორმებიდანაა შთაგონებული. ვფიქრობთ, გამორჩეული სილუეტით და პანორამული ხედებით, ვიზიტორებს უნიკალურ გამოცდილებას შევთავაზებთ. ჩვენი კომპანიისათვის ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია რომ როგორც კონცეპტუალურად, ასევე არქიტექტურული სილამაზით ბათუმის ამ ნაწილს მოერგოს პროექტები და ამავე დროს, წვლილი შევიტანოთ აჭარის რეგიონის განვითარებაში.

პროექტების მშენებლობის პერიოდში, ოთხი წლის განმავლობაში დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 2027 წელს, სასტუმროს გახსნის შემდეგ, 300 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. თავის მხრივ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს, გაზრდის კონკურენციას, რაც ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს“, - ,,მეტროპოლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მამუკა იმედაშვილი.

ექსკლუზიურ პარტნიორებთან და მრავალფუნქციურ პროექტებთან ერთად, სამშენებლო კომპანიაში პასუხისმგებლიან მიდგომას უსვამენ ხაზს, რაც ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკის დამკვიდრებას გულისხმობს. ნახშირბადის ემისიის შემცირება ,,მეტროპოლის“ სტრატეგიის ნაწილია, - იქნება ეს შესაბამისი მასალების გამოყენება, ნარჩენების შემცირება თუ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შეთავაზება თანაინვესტორებისა თუ მობინადრეებისათვის.

,,ჩვენთვის მთავარი ხარისხიანი და ეკოლოგიური მშენებლობაა. მაგალითისათვის, ქავთარაძის პროექტის მშენებლობაში გამოყენებული იქნება გერმანული, უმაღლესი ხარისხის YTONG-ის სამშენებლო ენერგოეფექტური საფასადე ბლოკები და მშენებლობის პროცესიც ენერგოეფექტურობის ჭრილში სრულად მიჰყვება YTONG-ის სტანდარტებს.

,,მეტროპოლი“ ზედმიწევნით ითვალისწინებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც ენერგოეფექტურობის შესახებ ახლადმიღებული კანონით არის გათვალისწინებული.

კანონმდებლობით განსაზღვრული დადგენილებებით და წესებით საქმიანობს კომპანია შრომის უსაფრთხოების კუთხითაც. ჩვენთვის დასაქმებულების კეთილდღეობა და უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. ,,მეტროპოლის“ შიდა პოლიტიკის მიხედვით მშენებლობის დაწყებამდე და ასევე პროცესის მიმდინარეობისას, ობიექტზე მომუშავე მთელ პერსონალს ყველა საჭირო ტრენინგი და სწავლება უტარდება. ამასთან, ცხადია, მარაგდებიან შესაბამისი აღჭურვილობით. უსაფრთხოების კომპონენტის სრულფასოვნად შესრულებას კი მუდმივი მეთვალყურეობით ვუწევთ მონიტორინგს“, - ამბობს მამუკა იმედაშვილი.

მიმდინარე მშენებლობებთან ერთად, მეტროპოლის ფოკუსშია სააგარაკე პროექტი შინდისში, სადაც დუბაის წამყვანი დეველოპერების პრაქტიკის გათვალისწინებით, სრულიად განსხვავებული საცხოვრებელი სივრცეები შეიქმნება. შინდისის პროექტის მთავარი კონცეფცია მსოფლიო სტანდარტის, თანამედროვე და კომფორტული კომპლექსის სტანდარტებზე იქნება მორგებული. კერძო სახლებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, დეველოპერული კომპანია სრული ინფრასტრუქტურითა და ყველანაირი კომფორტით აღჭურვილ უბანში, მომხმარებელს შესთავაზებს სახლს, რომელიც ჩაიფიქრეს, რა თქმა უნდა, უცვლელი კონცეფციით - ფოკუსი ცხოვრებაზე.

მასშტაბური და ამბიციურია სამომავლო გეგმებიც. “მეტროპოლი” მომდევნო წლიდან 6 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას იცხოვრონ ისეთ სახლში, როგორიც ჩაიფიქრეს.

„მეტროპოლის“ შესახებ - დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია საქართველოს მასშტაბით 4 პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტოპოლი ბაგებისა“ და „მეტროპოლი ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი კომპანია „მეტროპოლ კუბსა“ და „მეტროპოლ ოვალს“ აშენებს, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება.

R