პერის ჰილტონმა Romper-თვის მიცემულ ახალ ინტერვიუში განაცხადა, რომ პანიკური შეტევების გამო ეშინოდა, თავად გაეჩინა შვილები, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ სუროგატი დედის მომსახურებით ესარგებლა. წელს ის და მისი მეუღლე კარტერ რეუმი ორჯერ გახდნენ მშობლები: წლის დასაწყისში მათი ვაჟი ფენიქსი დაიბადა, ხოლო ახლახანს შეეძინათ ქალიშვილი ლონდონი.
პანიკურ შეტევებს ცნობილი სახე თინეიჯერული ტრავმას უკავშირებს, ის რაც იუტაში პროვო კანიონის სკოლაში სწავლისას გადაიტანა. პერისის თქმით, იქ ფიზიკურ, ემოციურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა. მან ასევე აღნიშნა რომ უტარდებოდა იძულებითი გინეკოლოგიური გამოკვლევები.
"ექიმის კაბინეტში პანიკის შეტევა მეწყება და ვეღარ ვსუნთქავ", - ამბობს ქალი. პერისის თქმით, ამან ორსულობის დროს შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას როგორც მას, ასევე ნაყოფს. ”ვიცოდი, რომ ეს საზიანო იქნებოდა ჩემთვის და ბავშვისთვის, რომელიც იზრდება იმ ადამიანის მუცელში, ვისაც ამდენი შფოთვა აქვს.”
ძველ ინტერვიუში პერისმა ასევე აღიარა, რომ ორი ყველაზე დიდი შიში, რაც მას მთელი ცხოვრების მანძილზე აწუხებდა, იყო სიკვდილი და მშობიარობა.
შვილების გაჩენის შემდეგ 41 წლის პარიზ ჰილტონს სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობის გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს. ქალი დაადანაშაულეს, რომ თოჯინებივით ყიდულობდა ბავშვებს და არ სურდა ორსულობის სირთულეების გავლა და ფიგურის გაფუჭება.
წაიკითხეთ ასევე: