ნინი ბრეგვაძე ამერიკული "ვოისის" 8 საუკეთესო მონაწილეს შორის არის. მას ამერიკელმა მსმენელმა მხარი დაუჭირა მას მერე, რაც ქართველმა მომღერალმა The Cure-ის სიმღერა - "Lovesong" შთამბეჭდავად შეასრულა.
"ამერიკული ოცნება რეალურია და მე ამით ვცხოვრობ!
დიდი მადლობა ხმის მიცემისთვის. ასევე დიდი მადლობა საუკეთესო მწვრთნელს @niallhoran - ს, რადგან მე აქ არ ვიქნებოდი, მას ჩემი რომ არ სჯეროდეს! ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვებით ვერ აღვწერ! ყველანი ძალიან მიყვარხართ! გნახავთ მომავალ კვირას @nbcthevoice-ზე", - წერს ნინი სოციალურ ქსელში.
ნინიმ გამოსვლის შემდეგ როგორც მწვრთნელების, ასევე ამერიკელი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ნინის სიმღერის ვიდეოს კომენტარებში ამერიკელები ვერ მალავენ აღფრთოვანებას და მის მიმართ დადებით შეფასებებს არ იშურებენ.
"არ ვიცი რა ვთქვა, ემოციებით სავსე ვარ. ეს იყო აბსოლუტური სრულყოფილება. ნინი, სასწაული გოგო ხარ. წარმატებებს გისურვებ";
"ნამდვილი სუპერვარსკვლავი";
"ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება იყო ამ პროექტის ისტორიაში";
"კიდევ ერთი შესანიშნავი გამოსვლა", - წერენ კომენტარებში.
წარმატებები ნინის, მართლაც უნიკალურ გოგოს, ასე ძალიან რომ გვახარებს! რა ჩემი საქმეა, მაგრამ მაინც დავწერ, უპირსინგოდ უფრო კარგი გოგო იქნები.
Ყველაფერი კარგად იქნება. Შენ მოიგებ და დიდი მომღერალიც იქნები. Ხოო, არ მიწყინო და რომ დაასვენებდე მაგ ლამაზ ცხვირს და სატვირთოდ არ გადააქცევდე, შენნაირი კარგი გოგო არ იქნებოდა. Არ გიხდება, მოიძრე რაა!გთხოვ! Მადლობა.