მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა - რა შედეგებია PISA-ს კვლევაში?
საქართველო წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა - რა შედეგებია PISA-ს კვლევაში?

მოს­წავ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბის პროგ­რა­მა PISA 2022 წლის ციკ­ლის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს. PISA 2022-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 81 ქვეყ­ნი­სა და ეკო­ნო­მი­კის და­ახ­ლო­ე­ბით 690,000 მოს­წავ­ლე, რაც სა­ბო­ლო­ოდ შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით 29 მი­ლი­ონ 15 წლის მო­ზარდს. სა­ქარ­თვე­ლო­ში PISA 2022 ციკ­ლის სა­პი­ლო­ტე კვლე­ვა 2021 წლის მარტსა და აპ­რილ­ში ჩა­ტარ­და, რომ­ლის დრო­საც გა­მოს­ცა­დეს მა­თე­მა­ტი­კის კოგ­ნი­ტუ­რი სფე­როს ახა­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და კი­თხვა­რე­ბი. 2022 წლის აპ­რილ-მა­ის­ში ჩა­ტარ­და ძი­რი­თა­დი სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

PISA კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო კი­თხვი­სა და წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით 81 ქვე­ყა­ნას შო­რის 67-ე ად­გილ­ზეა, მა­თე­მა­ტი­კის ცდო­ნის დო­ნით მე-60-ზე, ხოლო მეც­ნი­ე­რე­ბის - 66-ეზე.

ამ კა­ტე­გო­რი­ებ­ში მო­წი­ნა­ვე ად­გილ­ზეა სინ­გა­პუ­რი, ია­პო­ნია, ჩი­ნე­თი, კო­რეა. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით არის კამ­ბო­ჯა­ში, უზ­ბე­კეთ­ში, ასე­ვე პარ­გვა­ი­სა და დო­მე­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში.

რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პირ­ვე­ლა­დი ან­გა­რი­შის მი­ზა­ნი PISA 2022 წლის ციკლში სა­ქარ­თვე­ლოს 15 წლის ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბაა კი­თხვის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბის სფე­რო­ებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს მოს­წავ­ლე­ე­ბი 2022 წელს მა­თე­მა­ტი­კა­ში წარ­მოდ­გე­ნილ­ნი არი­ან 390 ქუ­ლით, კი­თხვა­ში - 374 და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში - 384 ქუ­ლით. სა­შუ­ა­ლო მიღ­წე­ვის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით მა­თე­მა­ტი­კა­ში მიღ­წე­ვა შემ­ცირ­და 8 ქუ­ლით, კი­თხვა­ში - 6 ქუ­ლით, ხოლო სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში გა­ი­ზარ­და 1 ქუ­ლით. არ­ცერ­თი ეს ცვლი­ლე­ბა სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის.

PISA 2022 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მოს­წავ­ლე­თა 34%-მა მი­აღ­წია მა­თე­მა­ტი­კის მე-2 სა­ბა­ზო დო­ნეს, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ნაკ­ლე­ბია OECD-ის (ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) ქვეყ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო­ზე (OECD-ის სა­შუ­ა­ლო: 69%). კი­თხვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 33%-მა მი­აღ­წია კი­თხვის მე-2 ან უფრო მა­ღალ დო­ნეს (OECD-ის სა­შუ­ა­ლო: 74%), ხოლო სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 35%-მა (OECD-ის სა­შუ­ა­ლო: 76%)“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ დო­კუ­მენ­ტში.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­დე­გებს სკო­ლის ტი­პის, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, ტეს­ტის ენი­სა და მოს­წავ­ლის სქე­სის მი­ხედ­ვით, ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სკო­ლის ტი­პის (კერ­ძო-სა­ჯა­რო) მი­ხედ­ვით PISA 2022 წლის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს, რომ კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მა­ღალ შე­დე­გებს აღ­წე­ვენ სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით, რო­გორც მა­თე­მა­ტი­კა­ში (კერ­ძო - 445, სა­ჯა­რო - 384), ასე­ვე კი­თხვა­სა (კერ­ძო - 426, სა­ჯა­რო - 369) და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში (კერ­ძო - 436, სა­ჯა­რო - 379).

„სკო­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით, PISA 2022-ში მა­თე­მა­ტი­კა­ში მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი (417 ქულა), შემ­დეგ სხვა ქა­ლა­ქე­ბი­სა (383 ქულა) და სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი (369 ქულა). ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი და­ბა­ში მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებს აქვთ (344 ქულა). მსგავ­სი შე­დე­გე­ბია კი­თხვა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­შიც;

PISA 2022 წლის შე­დე­გე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ჭე­ბი (387 ქულა) და გო­გო­ნე­ბი (393 ქულა), სა­შუ­ა­ლოდ მსგავს დო­ნე­ზე ას­რუ­ლებ­დნენ მა­თე­მა­ტი­კის და­ვა­ლე­ბებს. კი­თხვა­ში გო­გო­ნე­ბი 35 ქუ­ლით სჯობ­ნიდ­ნენ ბი­ჭებს (გო­გო­ნა - 392 ქულა, ბიჭი - 357 ქულა). სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში გო­გო­ნებ­მა 14 ქუ­ლით მეტი (391 ქულა) მი­ი­ღეს, ვიდ­რე ბი­ჭებ­მა (377 ქულა);

სა­ქარ­თვე­ლო PISA 2022-ში მო­ნა­წი­ლე იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვდა, სა­დაც სქე­სის მი­ხედ­ვით გო­გო­ნე­ბის შე­დე­გე­ბი აღე­მა­ტე­ბა ბი­ჭე­ბის მიღ­წე­ვებს. სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ ბრუ­ნე­ის, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას, ფი­ლი­პი­ნებს, მა­რო­კოს, ალ­ბა­ნეთს, პა­ლეს­ტი­ნას, მონ­ღო­ლეთს, ბა­ქოს (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი), დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კას, ფი­ნეთს და კი­დევ 6 სხვა ქვე­ყა­ნას;

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიღ­წე­ვის დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით, მა­თე­მა­ტი­კა­ში და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის წილი მსგავ­სია ბი­ჭებ­სა (67%) და გო­გო­ნებ­ში (66%). თუმ­ცა, კი­თხვა­ში ეს წილი უფრო დი­დია ბი­ჭე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (გო­გო­ნე­ბი 59% და ბი­ჭე­ბი 74% კი­თხვის მე-2 დო­ნეს ქვე­მოთ). რაც შე­ე­ხე­ბა უმაღ­ლე­სი შე­დე­გე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს, მა­თე­მა­ტი­კა­ში ბი­ჭე­ბის (1%) და გო­გო­ნე­ბის (1%) წილი მსგავ­სია;

ტეს­ტის შეს­რუ­ლე­ბის ენის მი­ხედ­ვით შე­ფა­სე­ბის სა­მი­ვე სფე­რო­ში 2015-2022 წლებ­ში სტა­ტის­ტი­კუ­რად მა­ღალ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი. PISA 2022 წლის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა ამ ორი ჯგუ­ფის შე­დე­გებს. ქარ­თუ­ლე­ნო­ვან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მა­თე­მა­ტი­კა­ში სხვა­ო­ბა 73 ქუ­ლაა, კი­თხვა­ში - 80, ხოლო სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში 81 ქულა" - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კვლე­ვის შე­დე­გებს PISA-ს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის მხო­ლოდ 7.3% იყო PISA-ს სო­ციო-ეკო­ნო­მი­კუ­რი სკა­ლის ქვე­და მე­ხუ­თედ­ში რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი შე­დი­ოდ­ნენ ყვე­ლა­ზე შე­ჭირ­ვე­ბულ მოს­წავ­ლე­თა შო­რის, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს 2022 წლის ციკლში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
2

აი ესაა შედეგი სკოლებში მასწავლებლების კატასტროფული არაპროფესიონალიზმისა !

123
2

ბავშვებს რომ წესიერი სახელმძღვანელეობი მისცეთ, ეგებ კი გაიგონ რას კითხულობენ!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველო წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა - რა შედეგებია PISA-ს კვლევაში?

საქართველო წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა - რა შედეგებია PISA-ს კვლევაში?

მოსწავლის საერთაშორისო შეფასების პროგრამა PISA 2022 წლის ციკლის შედეგებს აქვეყნებს. PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს. საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც გამოსცადეს მათემატიკის კოგნიტური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაოები.

PISA კვლევის მიხედვით, საქართველო კითხვისა და წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა, მათემატიკის ცდონის დონით მე-60-ზე, ხოლო მეცნიერების - 66-ეზე.

ამ კატეგორიებში მოწინავე ადგილზეა სინგაპური, იაპონია, ჩინეთი, კორეა. ყველაზე რთული ვითარება განათლების კუთხით არის კამბოჯაში, უზბეკეთში, ასევე პარგვაისა და დომენიკის რესპუბლიკაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პირველადი ანგარიშის მიზანი PISA 2022 წლის ციკლში საქართველოს 15 წლის ასაკის მოსწავლეების შედეგების გაცნობაა კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სფეროებში.

საქართველოს მოსწავლეები 2022 წელს მათემატიკაში წარმოდგენილნი არიან 390 ქულით, კითხვაში - 374 და საბუნებისმეტყველო საგნებში - 384 ქულით. საშუალო მიღწევის მოკლევადიანი ანალიზის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით. არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

PISA 2022 წლის მონაცემებით, მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალოზე (OECD-ის საშუალო: 69%). კითხვაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს (OECD-ის საშუალო: 74%), ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში დაახლოებით 35%-მა (OECD-ის საშუალო: 76%)“,- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

რაც შეეხება შედეგებს სკოლის ტიპის, ადგილმდებარეობის, ტესტის ენისა და მოსწავლის სქესის მიხედვით, ანგარიშის თანახმად, სკოლის ტიპის (კერძო-საჯარო) მიხედვით PISA 2022 წლის შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში (კერძო - 445, საჯარო - 384), ასევე კითხვასა (კერძო - 426, საჯარო - 369) და საბუნებისმეტყველო საგნებში (კერძო - 436, საჯარო - 379).

„სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, PISA 2022-ში მათემატიკაში მაღალი შედეგებით გამოირჩევიან თბილისის მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ (344 ქულა). მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც;

PISA 2022 წლის შედეგებით, საქართველოში ბიჭები (387 ქულა) და გოგონები (393 ქულა), საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს. კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს (გოგონა - 392 ქულა, ბიჭი - 357 ქულა). საბუნებისმეტყველო საგნებში გოგონებმა 14 ქულით მეტი (391 ქულა) მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა (377 ქულა);

საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით გოგონების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს. საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, ბაქოს (აზერბაიჯანი), დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს და კიდევ 6 სხვა ქვეყანას;

საქართველოში მიღწევის დონეების მიხედვით, მათემატიკაში დაბალი მაჩვენებლების წილი მსგავსია ბიჭებსა (67%) და გოგონებში (66%). თუმცა, კითხვაში ეს წილი უფრო დიდია ბიჭების შემთხვევაში (გოგონები 59% და ბიჭები 74% კითხვის მე-2 დონეს ქვემოთ). რაც შეეხება უმაღლესი შედეგების მქონე მოსწავლეებს, მათემატიკაში ბიჭების (1%) და გოგონების (1%) წილი მსგავსია;

ტესტის შესრულების ენის მიხედვით შეფასების სამივე სფეროში 2015-2022 წლებში სტატისტიკურად მაღალ შედეგებს აჩვენებენ ქართულენოვანი და რუსულენოვანი სკოლების მოსწავლეები. PISA 2022 წლის მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ ორი ჯგუფის შედეგებს. ქართულენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს შორის მათემატიკაში სხვაობა 73 ქულაა, კითხვაში - 80, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 81 ქულა" - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს PISA-ს სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის მიხედვით, საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 7.3% იყო PISA-ს სოციო-ეკონომიკური სკალის ქვედა მეხუთედში რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შედიოდნენ ყველაზე შეჭირვებულ მოსწავლეთა შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2022 წლის ციკლში.