პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიზრდება თუ არა პურის ფასი - მინისტრის განმარტება
გაიზრდება თუ არა პურის ფასი - მინისტრის განმარტება

შეგ­ვიძ­ლია მკა­ფი­ოდ ვუ­თხრათ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი გა­ზის ტა­რი­ფის ცვლი­ლე­ბის გამო პურ­ზე ფასი არ გა­იზ­რდე­ბა, ამის არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია „საქსტა­ტის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, მათ შო­რის ინფლა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი და ერთ-ერთი ის მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც ფა­სე­ბი შემ­ცირ­და, იყო სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბი.

„არც პურ­ზე ვე­ლო­დე­ბით ფა­სე­ბის ზრდას, პი­რი­ქით, ეს წნე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ეხ­სნა", - აღ­ნიშ­ნა ვიცე-პრე­მი­ერ­მა.

რო­გორც ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, გა­ზის კო­მერ­ცი­ულ ნა­წილ­ში ხდე­ბა ფა­სის ცვლი­ლე­ბა და ეს არ არის რე­გუ­ლი­რე­ბა­დი ტა­რი­ფი - ეს არის კო­მერ­ცი­უ­ლი სექ­ტო­რი, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ფა­სებ­ზე.

„ეს არ ეხე­ბა პირ­და­პირ მო­სახ­ლე­ო­ბას, ამას აქვს ირი­ბი ასახ­ვა ინფლა­ცი­ა­ზე. გა­ზის ფასი იც­ვლე­ბა ხოლ­მე და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გვქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­ცი­რე­ბა, უფრო მეტი შემ­ცი­რე­ბა, ვიდ­რე ახლა არის ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იან­ვრის თვის და­სა­წყი­სი­დან. ასე, რომ რომ შემ­ცი­რე­ბის ეფექ­ტი უკვე იყო ასა­ხუ­ლი ეკო­ნო­მი­კა­ზე", - აღ­ნიშ­ნა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრმა კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არ ეხე­ბა პუ­რის სექ­ტორს.

„ამა­ზეც არის შე­თან­ხმე­ბა, რომ პუ­რის მცხო­ბელ მსხვილ კომ­პა­ნი­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი აქვთ ანუ არც სხვა წი­ნა­პი­რო­ბე­ბი გვაქვს პუ­რის ფა­სის გაზ­რდის, მათ შო­რის, არც გა­ზის ფა­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჩვენ ასე­ვე შე­ვა­ფა­სეთ ინფლა­ცი­ა­ზე ეფექ­ტი და უმ­ნიშ­ვნე­ლოა", - გა­ნა­ცხა­და ვიცე-პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხდე­ბა 4 თეთ­რი­ა­ნი კო­მერ­ცი­უ­ლი გა­ზის ტა­რი­ფის მა­ტე­ბა, რაც კომ­პა­ნი­ამ და­ა­ნონ­სა და შე­სა­ბა­მი­სად, იმ პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, რა­საც ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ქმნი­და.

L.G.
6

ესეიგი გაიზრდება!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

გაიზრდება თუ არა პურის ფასი - მინისტრის განმარტება

გაიზრდება თუ არა პურის ფასი - მინისტრის განმარტება

შეგვიძლია მკაფიოდ ვუთხრათ მოსახლეობას, რომ კომერციული გაზის ტარიფის ცვლილების გამო პურზე ფასი არ გაიზრდება, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის ინფლაციის მონაცემები და ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც ფასები შემცირდა, იყო სასურსათო პროდუქტები.

„არც პურზე ველოდებით ფასების ზრდას, პირიქით, ეს წნეხი მოსახლეობას მოეხსნა", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, გაზის კომერციულ ნაწილში ხდება ფასის ცვლილება და ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი - ეს არის კომერციული სექტორი, რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასებზე.

„ეს არ ეხება პირდაპირ მოსახლეობას, ამას აქვს ირიბი ასახვა ინფლაციაზე. გაზის ფასი იცვლება ხოლმე და წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შემცირება, უფრო მეტი შემცირება, ვიდრე ახლა არის ზრდა მოსალოდნელი იანვრის თვის დასაწყისიდან. ასე, რომ რომ შემცირების ეფექტი უკვე იყო ასახული ეკონომიკაზე", - აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ეხება პურის სექტორს.

„ამაზეც არის შეთანხმება, რომ პურის მცხობელ მსხვილ კომპანიებს განსაკუთრებული პირობები აქვთ ანუ არც სხვა წინაპირობები გვაქვს პურის ფასის გაზრდის, მათ შორის, არც გაზის ფასიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე შევაფასეთ ინფლაციაზე ეფექტი და უმნიშვნელოა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, ხდება 4 თეთრიანი კომერციული გაზის ტარიფის მატება, რაც კომპანიამ დაანონსა და შესაბამისად, იმ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რასაც ზოგიერთი მედიასაშუალება ქმნიდა.