პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარიკოს არ ვიცნობდი, 19 წელი ბებიასთან და ბაბუასთან იცხოვრა... პროტესტი აქვს ჩემი პროფესიის მიმართ " - ლელა წურწუმია შვილზე, რთულ პერიოდსა და შემოქმედებით გზაზე
"მარიკოს არ ვიცნობდი, 19 წელი ბებიასთან და ბაბუასთან იცხოვრა... პროტესტი აქვს ჩემი პროფესიის მიმართ " - ლელა წურწუმია შვილზე, რთულ პერიოდსა და შემოქმედებით გზაზე
  • ჟურ­ნა­ლი OK გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ლელა წურ­წუ­მი­ას­თან - ფოტო გი­ორ­გი პა­პი­ძე

სულ უს­მე­ნენ, სულ აინ­ტე­რე­სებთ, სულ ჭო­რა­ო­ბენ – ის ლე­ლაა, ეს მისი ცხოვ­რე­ბის შლე­ი­ფია. ზოგს მოს­წონს, ზოგს არა, მაგ­რამ ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს. ამას მი­ეჩ­ვია და დიდი ხა­ნია, აღარ აწუ­ხებს. მისი გლა­მუ­რუ­ლი სას­ცე­ნო ცხოვ­რე­ბის მიღ­მა ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბაა სირ­თუ­ლე­ე­ბით და წარ­მა­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ის ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, ყვე­ლა­ზე პრო­დუქ­ტი­უ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი ქა­ლია. უს­მენს ყვე­ლა თა­ო­ბა და მღე­რის ყვე­ლას­თვის.

რთუ­ლი პე­რი­ო­დი

...სულ და­ნის პირ­ზე დავ­დი­ვარ. ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში დიდი დო­ზით შე­მო­დის ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კა, აქაც სუ­ბორ­დი­ნა­ცი­აა და­სა­ცა­ვი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ხმა დავ­კარ­გე – ამა­ზე რთუ­ლი რა უნდა იყოს მომ­ღერ­ლის­თვის. ერთი პრო­ცენ­ტი­თაც არ და­მიშ­ვია, რომ ხმა არ და­მიბ­რუნ­დე­ბო­და. არ უნდა მო­ი­ზი­დო ის, რი­სიც გე­ში­ნია. სა­ოც­რად ოპ­ტი­მის­ტი ვარ. სიზ­მარ­ში სულ ვმღე­რო­დი, ვიღ­ვი­ძებ­დი და ხმა არ მომ­ყვე­ბო­და. 29 ივ­ნისს გა­ვი­კე­თე ოპე­რა­ცია და 1 ოქ­ტომ­ბერს ჩავ­წე­რე სიმ­ღე­რა. სექ­ტემ­ბერ­ში დოდო დი­ა­სა­მი­ძეს­თან და­ვი­წყე მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. სა­ო­ცა­რი რამე გა­მი­კე­თა დო­დომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ამო­ქა­ჩა ხმა. რა თქმა უნდა, ეს ის ხმა არ იყო. პირ­ვე­ლი წა­მო­ვი­და მა­ღა­ლი ბგე­რე­ბი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­კარ­გუ­ლი მქონ­და, რად­გან იო­გებ­ზე კის­ტა აღ­მო­მაჩ­ნდა. ექიმ­მა მი­თხრა, თქვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, თო­რემ ამ ხმით სიმ­ღე­რა კი არა, ვერც უნდა ლა­პა­რა­კობ­დე­თო. ეს გა­მო­იწ­ვია სტრეს­მა და იმ სირ­თუ­ლე­ებ­მა, რაც გა­მო­ვი­ა­რე. ჩვენ სხვა­ნა­ი­რად გა­მობ­რძმე­დი­ლი თა­ო­ბა ვართ და სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებთ ყვე­ლა­ფერს. თუ ფეხს არ აუ­წყობ ცხოვ­რე­ბას და არ ადაპ­ტირ­დე­ბი, იქ­ნე­ბი გუ­შინ­დე­ლი დღე. თუ გინ­და იყო სა­ინ­ტე­რე­სო, თუ გინ­და იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო იმის­თვის, რომ იყო მო­თხოვ­ნა­დი. როცა გაქვს სა­ჯა­რო პრო­ფე­სია და სულ ჩან­ხარ, მუ­დამ ფორ­მა­ში უნდა იყო. ვი­ღა­ცის­თვის ხარ სტი­მუ­ლი, ვი­ღა­ცის­თვის – მა­გა­ლი­თი, ვი­ღა­ცას გულს უხეთ­ქავ შენი კარ­გად ყოფ­ნით.

მა­რი­კო

მა­რი­კო ახლა უკვე ჩემ­თან ცხოვ­რობს, 19 წელი ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან იცხოვ­რა. სხვა­თა შო­რის მეც ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის გაზ­რდი­ლი ვარ. მე მა­რი­კოს არ ვიც­ნობ­დი, ნელ–ნელა და­ვი­წყე მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. ფი­ზი­კუ­რად არ მქონ­და დრო და ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს. ვი­ცო­დი, მო­ვი­დო­და დრო, როცა მო­მი­წევ­და მა­რი­კოს­თვის ახ­სნა, რა­ტომ არ ვი­ყა­ვი მას­თან იმ დო­ზით, რო­გორც სხვა დე­დე­ბი არი­ან შვი­ლებ­თან. პრო­ტეს­ტი აქვს ჩემი პრო­ფე­სი­ის მი­მართ იმი­ტომ, რომ მშობ­ლე­ბი წა­არ­თვა. რა თქმა უნდა, გვი­სა­უბ­რია ამ თე­მა­ზე, მე მას გა­და­ცე­მი­დან ბო­დი­შიც მო­ვუ­ხა­დე. ახლა ის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობს დაზ­გურ ფერ­წე­რა­ზე და ძა­ლი­ან მოს­წონს ფო­ტოგ­რა­ფია. დამ­ყავ­და გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზე, კონ­ცერ­ტებ­ზე – თან ფო­ტო­ებს იღებ­და. მინ­დო­და ენა­ხა, რო­გო­რი შრო­მაა ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­დე­ბუ­ლი. არ­ტის­ტი სა­კუ­თარ თავს არ ეკუთ­ვნის. მა­რი­კო ამას მიხ­ვდა. ის დრო, რო­მე­ლიც მე და მა­რი­კომ დავ­კარ­გეთ, ვე­რა­სო­დეს ანა­ზღა­ურ­დე­ბა. მე მის­თვის ვარ დე­დაც და მე­გო­ბა­რიც, თუმ­ცა ცო­ტა­თი მკაც­რი. ზღვა­რი, რო­მე­ლიც დედა-შვილს შო­რი­საა, არ მინ­და და­ი­კარ­გოს. მე ვარ დედა და ის არის შვი­ლი – ეს არა­სო­დეს არ შე­იც­ვლე­ბა.

სრუ­ლი ინ­ტერ­ვიუ წა­ი­კი­თხეთ აქ

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
10

წურწუმია კახპა, შენი ნომერი ზუგდიდის სასტუმროში დღესაც ინახება, სადაც თურქ ბიზმესმენებს ართობდი.

გიორგი
3

საქვეყნოდ ცნობილია, რომ ანჯელინა ჯოლი, მერილ სტრიპი, მადლენ ოლბრაიტი, მარგარეტ ტეტჩერი პირადად ზრდიდნენ შვილებს ყოველგვარი"დამხმარეების" გარეშე. უკაცრავად და ლელა მათზე ვერც წინ დადგება და ვერც უკან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"მარიკოს არ ვიცნობდი, 19 წელი ბებიასთან და ბაბუასთან იცხოვრა... პროტესტი აქვს ჩემი პროფესიის მიმართ " - ლელა წურწუმია შვილზე, რთულ პერიოდსა და შემოქმედებით გზაზე

"მარიკოს არ ვიცნობდი, 19 წელი ბებიასთან და ბაბუასთან იცხოვრა... პროტესტი აქვს ჩემი პროფესიის მიმართ " - ლელა წურწუმია შვილზე, რთულ პერიოდსა და შემოქმედებით გზაზე
  • ჟურნალი OK გთავაზობთ ინტერვიუს ლელა წურწუმიასთან - ფოტო გიორგი პაპიძე

სულ უსმენენ, სულ აინტერესებთ, სულ ჭორაობენ – ის ლელაა, ეს მისი ცხოვრების შლეიფია. ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ ყველას აინტერესებს. ამას მიეჩვია და დიდი ხანია, აღარ აწუხებს. მისი გლამურული სასცენო ცხოვრების მიღმა ნამდვილი ცხოვრებაა სირთულეებით და წარმატებით გაჯერებული. ის ქართულ შოუბიზნესში ყველაზე საინტერესო, ყველაზე პროდუქტიული და მოთხოვნადი ქალია. უსმენს ყველა თაობა და მღერის ყველასთვის.

რთული პერიოდი

...სულ დანის პირზე დავდივარ. ამ პატარა ქვეყანაში დიდი დოზით შემოდის ყველას ცხოვრებაში პოლიტიკა, აქაც სუბორდინაციაა დასაცავი. რამდენიმე წლის წინ ხმა დავკარგე – ამაზე რთული რა უნდა იყოს მომღერლისთვის. ერთი პროცენტითაც არ დამიშვია, რომ ხმა არ დამიბრუნდებოდა. არ უნდა მოიზიდო ის, რისიც გეშინია. საოცრად ოპტიმისტი ვარ. სიზმარში სულ ვმღეროდი, ვიღვიძებდი და ხმა არ მომყვებოდა. 29 ივნისს გავიკეთე ოპერაცია და 1 ოქტომბერს ჩავწერე სიმღერა. სექტემბერში დოდო დიასამიძესთან დავიწყე მეცადინეობა. საოცარი რამე გამიკეთა დოდომ, მაქსიმალურად ამოქაჩა ხმა. რა თქმა უნდა, ეს ის ხმა არ იყო. პირველი წამოვიდა მაღალი ბგერები, რომელიც, ფაქტობრივად, დაკარგული მქონდა, რადგან იოგებზე კისტა აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა, თქვენი პროფესიონალიზმი, თორემ ამ ხმით სიმღერა კი არა, ვერც უნდა ლაპარაკობდეთო. ეს გამოიწვია სტრესმა და იმ სირთულეებმა, რაც გამოვიარე. ჩვენ სხვანაირად გამობრძმედილი თაობა ვართ და სხვანაირად ვუყურებთ ყველაფერს. თუ ფეხს არ აუწყობ ცხოვრებას და არ ადაპტირდები, იქნები გუშინდელი დღე. თუ გინდა იყო საინტერესო, თუ გინდა იყო აქტუალური, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ იყო მოთხოვნადი. როცა გაქვს საჯარო პროფესია და სულ ჩანხარ, მუდამ ფორმაში უნდა იყო. ვიღაცისთვის ხარ სტიმული, ვიღაცისთვის – მაგალითი, ვიღაცას გულს უხეთქავ შენი კარგად ყოფნით.

მარიკო

მარიკო ახლა უკვე ჩემთან ცხოვრობს, 19 წელი ბებიასთან და ბაბუასთან იცხოვრა. სხვათა შორის მეც ბებია-ბაბუების გაზრდილი ვარ. მე მარიკოს არ ვიცნობდი, ნელ–ნელა დავიწყე მასთან კომუნიკაცია. ფიზიკურად არ მქონდა დრო და ამას თავისი მიზეზები აქვს. ვიცოდი, მოვიდოდა დრო, როცა მომიწევდა მარიკოსთვის ახსნა, რატომ არ ვიყავი მასთან იმ დოზით, როგორც სხვა დედები არიან შვილებთან. პროტესტი აქვს ჩემი პროფესიის მიმართ იმიტომ, რომ მშობლები წაართვა. რა თქმა უნდა, გვისაუბრია ამ თემაზე, მე მას გადაცემიდან ბოდიშიც მოვუხადე. ახლა ის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს დაზგურ ფერწერაზე და ძალიან მოსწონს ფოტოგრაფია. დამყავდა გადაცემის ჩაწერაზე, კონცერტებზე – თან ფოტოებს იღებდა. მინდოდა ენახა, როგორი შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული. არტისტი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. მარიკო ამას მიხვდა. ის დრო, რომელიც მე და მარიკომ დავკარგეთ, ვერასოდეს ანაზღაურდება. მე მისთვის ვარ დედაც და მეგობარიც, თუმცა ცოტათი მკაცრი. ზღვარი, რომელიც დედა-შვილს შორისაა, არ მინდა დაიკარგოს. მე ვარ დედა და ის არის შვილი – ეს არასოდეს არ შეიცვლება.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ

წაიკითხეთ ასევე: