სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი
რას აცხადებს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე 23 წლის პო­ლი­ცი­ე­ლის, გიგი ოთი­აშ­ვი­ლი­სა და 38 წლის თე­ი­მუ­რაზ ან­ჯა­ფა­რი­ძის დაჭ­რის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ნო­დარ ვა­შა­კი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ვა­შა­კი­ძის ად­ვო­კატ­მა, ზუ­რაბ ქი­ტი­აშ­ვილ­მა ზა­ჰე­სის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტი ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს.

ქი­ტი­აშ­ვილ­მა მხო­ლოდ ის გა­ნა­ცხა­და, რომ და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა ორი მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, თუმ­ცა, აღი­ა­რებს თუ არა ის და­ნა­შა­ულს, არ აკონ­კრე­ტებს.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ნო­დარ ვა­შა­კი­ძე წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს, ნო­დარ ვა­შა­კი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვებ­ზე პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას არ სურს ინ­ტერ­ვიუ მივ­ცე იმ სა­კი­თხზე, რაც მას ეხე­ბა, წი­ნა­აღ­მდე­გია“, - გა­ნა­ცხა­და ქი­ტი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 39 წლის ნო­დარ ვა­შა­კი­ძემ 38 წლის თე­ი­მუ­რაზ ან­ჯა­ფა­რი­ძეს ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ვა­შა­კი­ძემ და­ნით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა გა­მო­ძა­ხე­ბის შე­დე­გად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­საც. ნო­დარ ვა­შა­კი­ძე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. რაც შე­ე­ხე­ბათ დაჭ­რი­ლებს, 23 წლის პო­ლი­ცი­ელს, გიგი ოთი­აშ­ვილს და 38 წლის თე­ი­მუ­რაზ ან­ჯა­ფა­რი­ძეს, ქრირ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­დათ, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარლიტო
1

კანონები ევროპულად ისე Შეამსუბუქეს რომ მოიპარო, Თავზე ბოᲗლი გადაალეწო და დაᲭრა 😎წაგიყვანენ ხელბორკილებიᲗ და განყოფილებიდან ჯარიმის ᲩეკოᲗ გამოგიᲨვებენ (განვადებაც ᲨეგიᲫლიაᲗ 😁)... აკეᲗე ის რაც გინდა 😁ევროპელებივარᲗ 🤨

!!!!!
0

ამას კიდევ ნამუსი შერჩენია, ეგრევე ანგელოზად რომ არ გამოაცხადა დაკავებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რას აცხადებს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

რას აცხადებს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 23 წლის პოლიციელის, გიგი ოთიაშვილისა და 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნოდარ ვაშაკიძეს ბრალი წარედგინა.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ვაშაკიძის ადვოკატმა, ზურაბ ქიტიაშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

ადვოკატი ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, დეტალებზე არ საუბრობს.

ქიტიაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარედგინა, თუმცა, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს, არ აკონკრეტებს.

ამასთან, ადვოკატი უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნოდარ ვაშაკიძე წარსულში ნასამართლევია.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ნოდარ ვაშაკიძეს ბრალი წარედგინა. ბრალდებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციიდან გამომდინარე, მას არ სურს ინტერვიუ მივცე იმ საკითხზე, რაც მას ეხება, წინააღმდეგია“, - განაცხადა ქიტიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 39 წლის ნოდარ ვაშაკიძემ 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვაშაკიძემ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც. ნოდარ ვაშაკიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. რაც შეეხებათ დაჭრილებს, 23 წლის პოლიციელს, გიგი ოთიაშვილს და 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს, ქრირგიული ჩარევა დასჭირდათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.