სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიღწეულია შეთანხმება, რომ გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი აღდგეს, მაგრამ ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს" - რას ამბობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
"მიღწეულია შეთანხმება, რომ გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი აღდგეს, მაგრამ ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს" - რას ამბობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

"ჟე­ნე­ვა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, მიღ­წე­უ­ლია შე­თან­ხმე­ბა, რომ გა­ლის კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ფორ­მა­ტი აღ­დგეს, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი მხა­რე არ აპი­რებს იქ სა­ზღვარ­გა­რე­თის პას­პორ­ტით გა­და­ვი­დეს და მას იქ რა­ღაც შტამ­პი ჩა­ურ­ტყან", - ამის შე­სა­ხებ აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ჯე­მალ გა­მა­ხა­რი­ამ მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რას“ პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ ეს სა­კი­თხი გახ­და შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი, რის გა­მოც, გა­ლის ფორ­მა­ტის აღ­დგე­ნა რამ­დე­ნი­მე თვით გა­და­ვად­და.

"არ­სე­ბობ­და გა­ლის ფორ­მა­ტი - კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი. ჟე­ნე­ვა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, მიღ­წე­უ­ლია შე­თან­ხმე­ბა, რომ ეს ფორ­მა­ტი აღ­დგეს, მაგ­რამ აქ წარ­მო­იშ­ვა სხვა სა­კი­თხი - ქარ­თუ­ლი მხა­რე არ აპი­რებს იქ სა­ზღვარ­გა­რე­თის პას­პორ­ტით გა­და­ვი­დეს და მას იქ რა­ღაც შტამ­პი ჩა­ურ­ტყან, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი არის ამა­ზე ნათ­ქვა­მი და ამან შე­ა­ფერ­ხა რამ­დე­ნი­მე თვით ამ ფორ­მა­ტის გა­ნახ­ლე­ბა.

ჩვენ ახ­ლა­ხან მო­ვის­მი­ნეთ გა­ლის დე ფაქ­ტო გამ­გებ­ლის, ფი­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა, რომ ენ­გუ­რის პი­რას, იქი­თა მხა­რეს, მიმ­დი­ნა­რე­ობს რა­ღაც სივ­რცის მო­წყო­ბა, არ მი­სუ­ლი სა­გუ­შა­გომ­დე, ხიდს რომ გა­და­ლა­ხავ იქვე, სივ­რცე გა­იხ­სნე­ბა, სა­დაც გა­ი­მარ­თე­ბა ეს შეხ­ვედ­რე­ბი. ეს ისევ და ისევ ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ცხინ­ვალ­ში რა­საც ვხე­დავთ პე­რი­ო­დუ­ლად, იგი­ვე ფორ­მა­ტი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჯე­მალ გა­მა­ხა­რი­ამ.

  • გარ­და ამი­სა, მან აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის, სერ­გეი შამ­ბა­სა და აფხა­ზე­თის ა/რ-ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი­სა და ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ას ონ­ლა­ინ-შეხ­ვედ­რის სა­კი­თხიც შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ნა­ი­რი ახა­ლი პო­ლი­ტი­კა და პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­თან მი­მარ­თე­ბით ამის უკან არ დგას.

"თვი­თონ ფაქ­ტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, იმი­ტომ, რომ ჩვენ ასე­თი რამ 2008 წლის შემ­დეგ არ გვახ­სოვს - აქ არა­ვი­თარ შეხ­ვედ­რას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. იყო ჟურ­ნა­ლის­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ მას ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­ერ­თმია რო­გორც ერთი, ისე მე­ო­რის­თვის და და­ეს­ვა ერთი და იგი­ვე სა­კი­თხე­ბი. ალ­ბათ, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, რომ შამ­ბა არც მი­სალ­მე­ბია ბა­ტონ ყოლ­ბა­ი­ას, ისე და­ი­წყო კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. მინ­და გი­თხრათ დარ­წმუ­ნე­ბით და კა­ტე­გო­რი­უ­ლად, რომ არა­ნა­ი­რი ახა­ლი პო­ლი­ტი­კა ამის უკან აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის. მე, რო­გორც აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, გი­დას­ტუ­რებთ, რომ პო­ლი­ტი­კის არა­ნა­ირ ცვლი­ლე­ბას, არა­ნა­ი­რი ახა­ლი ფორ­მა­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას აქ ად­გი­ლი არ აქვს. არ არის ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არც რკი­ნიგ­ზას­თან, რომ­ლის აღ­დგე­ნა ასე­ვე მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ სა­ნამ ეს ტე­რი­ტო­რია ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, არ მოხ­დე­ბა. ამას არ აქვს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ტერ­მი­ნალ­თან. ეს იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ ჟურ­ნა­ლის­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა. ეს კონ­ფლიქ­ტის მხა­რეც არ არის ჩვენ­თვის, იმი­ტომ რომ ეს ტე­რი­ტო­რია ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და კონ­ფლიქ­ტის მხა­რე არის ოკუ­პან­ტი და არა სერ­გეი შამ­ბა, ბჟა­ნია და ა.შ. ამ ადა­მი­ა­ნებ­თან არა­ვი­თა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ ყო­ფი­ლა, არ არის და არც მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გა­მა­ხა­რი­ამ.

  • კი­დეც ერთი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც მან ისა­უბ­რა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მიერ ტერ­მი­ნა­ლის მშე­ნებ­ლო­ბაა, რო­მელ­საც აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ უკა­ნო­ნო ტერ­მი­ნა­ლი უწო­და.

"რა თქმა უნდა, ეს არის უკა­ნო­ნო ტერ­მი­ნა­ლი, ისე­ვე რო­გორც ის სა­გუ­შა­გო, რო­მე­ლიც იქ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. თვი­თონ ეს ე.წ. სა­ზღვა­რი ასე­ვე უკა­ნო­ნოა და ასე­ვე, ის ტერ­მი­ნა­ლი, რო­მე­ლიც იქ შენ­დე­ბა, არის უკა­ნო­ნო. აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს დავა, კა­მა­თი ამ სა­გუ­შა­გოს­თან და იმ ე.წ. ტერ­მი­ნალ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მთე­ლი ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ შე­წყვე­ტი­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მოს­ვლა რო­გორც იქით, ისე აქეთ. აქეთ რა­ღაც გად­მო­აქვთ, იქით ბევ­რად მეტი გა­და­აქვთ. ბაზ­რო­ბებ­ზე ნა­ხავთ უამ­რავ აფხაზს ჩან­თე­ბით დატ­ვირ­თულს და ეს ხდე­ბა ყო­ველ დღე, გა­და­დი­ან, გად­მო­დი­ან, ვაჭ­რო­ბენ და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს ამით. ე.წ. სა­ზღვარ­თან ვინც დგა­ნან, ძა­ლი­ან დიდ ფულს აკე­თე­ბენ ამით - რი­გით ადა­მი­ანს პა­ტა­რა ჩან­თა რომ მი­აქვს, ისიც რა­ღა­ცას იხ­დის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით წლე­ბია აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ძა­ლი­ან დიდი დის­კუ­სია, ყო­ველ­თვის ოპო­ზი­ცია პო­ზი­ცი­ას აკ­რი­ტი­კებს, თქვენს ჯი­ბე­ებ­ში მი­დის ეს ფუ­ლიო და ხომ არ სჯობს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ტერ­მი­ნა­ლი აშენ­დეს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ბა­ჟო გა­ფორმ­დეს და ეს ფული, რო­მე­ლიც თქვენს ჯი­ბე­ებ­ში მი­დის, ეუბ­ნე­ბა ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, წა­ვი­დეს ბი­უ­ჯეტ­შიო. ამან გა­მო­იწ­ვია ეს მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის“,- გა­ნა­ცხა­და აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
--------
0

ყველაფერი იცვლება და ეს ხალხი ვინ მწარედ ახსოვს იქაურ ხალხს, ისევ იმათ უშვებთ?? 30 წელი ვერაფერი მოიგონეს და ეხლა??? სადაა ახალგაზრდობა?? გამოცდილი ნიწიერი???? ესე არ შეიძლება მე ასე ვფიქრობ??? რატომ არ შეიცვალა ამდენი ხანი ეს მტავრობა?? თუ ამათ გარდა სხვა არვინ გვაყვს აბხაზეთიდან????? სირცხვილია უბრალოდ და კიდევ მისას დანიშნული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ისევ ტანამდებობაზეა და ისევ იღებს ხელფასს ჩვენგან??? არც ოსური და არც ქარტლი რომ არ გაეგება??? სად მიდის ამდენი ფული ????? რა ს ძლებს ეს ქვეყნა დ ხალხი???

Jack
1

აფხაზეთის მთავრობას დიდი მახათი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"მიღწეულია შეთანხმება, რომ გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი აღდგეს, მაგრამ ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს" - რას ამბობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

"მიღწეულია შეთანხმება, რომ გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი აღდგეს, მაგრამ ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს" - რას ამბობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

"ჟენევაში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომ გალის კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი აღდგეს, მაგრამ ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და მას იქ რაღაც შტამპი ჩაურტყან", - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მისი განმარტებით, სწორედ ეს საკითხი გახდა შემაფერხებელი, რის გამოც, გალის ფორმატის აღდგენა რამდენიმე თვით გადავადდა.

"არსებობდა გალის ფორმატი - კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ჟენევაში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ეს ფორმატი აღდგეს, მაგრამ აქ წარმოიშვა სხვა საკითხი - ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და მას იქ რაღაც შტამპი ჩაურტყან, კატეგორიული უარი არის ამაზე ნათქვამი და ამან შეაფერხა რამდენიმე თვით ამ ფორმატის განახლება.

ჩვენ ახლახან მოვისმინეთ გალის დე ფაქტო გამგებლის, ფილიას განცხადება, რომ ენგურის პირას, იქითა მხარეს, მიმდინარეობს რაღაც სივრცის მოწყობა, არ მისული საგუშაგომდე, ხიდს რომ გადალახავ იქვე, სივრცე გაიხსნება, სადაც გაიმართება ეს შეხვედრები. ეს ისევ და ისევ ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია. ცხინვალში რასაც ვხედავთ პერიოდულად, იგივე ფორმატი იქნება“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

  • გარდა ამისა, მან აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბასა და აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრისა და ყოფილი თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას ონლაინ-შეხვედრის საკითხიც შეაფასა და აღნიშნა, რომ არანაირი ახალი პოლიტიკა და პოლიტიკის ცვლილება ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებით ამის უკან არ დგას.

"თვითონ ფაქტი ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი რამ 2008 წლის შემდეგ არ გვახსოვს - აქ არავითარ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია. იყო ჟურნალისტის ინიციატივა, რომ მას ინტერვიუ ჩამოერთმია როგორც ერთი, ისე მეორისთვის და დაესვა ერთი და იგივე საკითხები. ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ შამბა არც მისალმებია ბატონ ყოლბაიას, ისე დაიწყო კითხვაზე პასუხის გაცემა. მინდა გითხრათ დარწმუნებით და კატეგორიულად, რომ არანაირი ახალი პოლიტიკა ამის უკან აბსოლუტურად არ არის. მე, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიდასტურებთ, რომ პოლიტიკის არანაირ ცვლილებას, არანაირი ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას აქ ადგილი არ აქვს. არ არის ეს დაკავშირებული არც რკინიგზასთან, რომლის აღდგენა ასევე მინდა დაგარწმუნოთ, რომ სანამ ეს ტერიტორია ოკუპირებულია, არ მოხდება. ამას არ აქვს არანაირი კავშირი ტერმინალთან. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ ჟურნალისტის ინიციატივა. ეს კონფლიქტის მხარეც არ არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია და კონფლიქტის მხარე არის ოკუპანტი და არა სერგეი შამბა, ბჟანია და ა.შ. ამ ადამიანებთან არავითარი მოლაპარაკება არ ყოფილა, არ არის და არც მომავალში იგეგმება“,- განაცხადა გამახარიამ.

  • კიდეც ერთი საკითხი, რომელზეც მან ისაუბრა, ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ტერმინალის მშენებლობაა, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკანონო ტერმინალი უწოდა.

"რა თქმა უნდა, ეს არის უკანონო ტერმინალი, ისევე როგორც ის საგუშაგო, რომელიც იქ ფუნქციონირებს. თვითონ ეს ე.წ. საზღვარი ასევე უკანონოა და ასევე, ის ტერმინალი, რომელიც იქ შენდება, არის უკანონო. აფხაზურ საზოგადოებაში წლების განმავლობაში მიმდინარეობს დავა, კამათი ამ საგუშაგოსთან და იმ ე.წ. ტერმინალთან დაკავშირებით. მთელი ამ 30 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა ადამიანების მიმოსვლა როგორც იქით, ისე აქეთ. აქეთ რაღაც გადმოაქვთ, იქით ბევრად მეტი გადააქვთ. ბაზრობებზე ნახავთ უამრავ აფხაზს ჩანთებით დატვირთულს და ეს ხდება ყოველ დღე, გადადიან, გადმოდიან, ვაჭრობენ და ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ამით. ე.წ. საზღვართან ვინც დგანან, ძალიან დიდ ფულს აკეთებენ ამით - რიგით ადამიანს პატარა ჩანთა რომ მიაქვს, ისიც რაღაცას იხდის არაოფიციალურად. ამასთან დაკავშირებით წლებია აფხაზურ საზოგადოებაში მიმდინარეობდა ძალიან დიდი დისკუსია, ყოველთვის ოპოზიცია პოზიციას აკრიტიკებს, თქვენს ჯიბეებში მიდის ეს ფულიო და ხომ არ სჯობს, რომ ოფიციალურად ტერმინალი აშენდეს, ოფიციალური საბაჟო გაფორმდეს და ეს ფული, რომელიც თქვენს ჯიბეებში მიდის, ეუბნება ოპოზიცია ხელისუფლებას, წავიდეს ბიუჯეტშიო. ამან გამოიწვია ეს მშენებლობა, რომელიც დასრულებული არ არის“,- განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.