სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლის მოდელად პლუს ზომის მოდელი დასახელდა - ვინ არის პალომა ელსესერი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია
წლის მოდელად პლუს ზომის მოდელი დასახელდა - ვინ არის პალომა ელსესერი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, რო­ი­ალ ალ­ბერტ-ჰოლ­ში გუ­შინ 2023 წლის მო­დის და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა. წლე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, წლის მო­დე­ლის ტი­ტუ­ლი პლუს-ზო­მის მო­დელ­მა მი­ი­ღო.

British Fashion Awards-ის მიერ წლის მო­დე­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი პა­ლო­მა ელ­სე­სე­რი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. პა­ლო­მას დედა აფრო-ამე­რი­კე­ლია, მამა კი ჩი­ლე­და­ნაა.

31 წლის ამე­რი­კე­ლი ქალი მო­დის სფე­რო­ში 21 წლის ასაკ­ში მოხ­ვდა:

"იმ პე­რი­ოდ­ში მო­დის ინ­დუსტრია ცვლი­ლე­ბებს გა­ნიც­დი­და და ჩემ­მა ერ­თგულ­მა მე­გო­ბარ­მა, სტი­ვი დენ­სმა იდეა მო­მა­წო­და, სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას გავ­ყო­ლო­დი. მან ჩემი ფო­ტო­ე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ში გაგ­ზავ­ნა და შეხ­ვედ­რებ­ზე მის­ვლის შემ­დეგ, ყვე­ლამ უა­რით გა­მის­ტუმ­რა", - ამ­ბობს პა­ლო­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში მო­დე­ლო­ბა­ზე არ ოც­ნე­ბობ­და, ამი­ტომ ამას გან­წყო­ბა­ზე არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია.

  • პა­ლო­მამ წლის მო­დე­ლის ტი­ტუ­ლი 2020 წელს Models.com-ის­გა­ნაც მი­ი­ღო.

  • პა­ლო­მა Pat Magrath-მა Instagram-ზე შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნა

"მახ­სოვს, ჩემი ცხოვ­რე­ბა მა­შინ შე­იც­ვა­ლა, როცა Pat Magrath-მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" მი­პო­ვა და იმ დრო­ის­თვის მა­კი­ა­ჟის ახა­ლი ხა­ზის მო­დე­ლად ამირ­ჩია. ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი მო­მენ­ტი იყო. მო­დე­ლო­ბა ჩემი ოც­ნე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, რომ ეს შან­სი უნდა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა", - იხ­სე­ნებს მო­დე­ლი.

  • "კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ სი­ლა­მა­ზეს ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ვა­ფა­სებ­დეთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ ხდე­ბა."

ბრი­ტა­ნუ­ლი Vogue-ის ცნო­ბით, პა­ლო­მა, სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში და­საქ­მე­ბამ­დე, ნიუ იორკში ფსი­ქო­ლო­გი­ას და ლი­ტე­რა­ტუ­რას სწავ­ლობ­და. გა­ტა­ცე­ბუ­ლია პო­ე­ზი­ი­თა და მწერ­ლო­ბით.

სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი ინ­ტე­რე­სე­ბი არ იც­ვლე­ბა. შარ­შან­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ეს­სე­ე­ბის კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მის გეგ­მებ­ზე სა­უბ­რობ­და: "ჩვე­ნი სა­მუ­შაო უმე­ტე­სად იმა­ზეა ხოლ­მე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, რომ სხვებს მივ­ცეთ მეტი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად, ჩემს სურ­ვი­ლებს და­ვა­ყე­ნებ პირ­ველ ად­გილ­ზე", - ამ­ბობ­და ელ­სე­სე­რი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ლო­მამ მო­დის სამ­ყა­როს ყუ­რა­დღე­ბა ვი­ზუ­ა­ლით მი­ი­პყრო, ინ­დუსტრი­ა­ში ად­გი­ლი მან ერუ­დი­ცი­ით და გა­ბე­დუ­ლე­ბით და­იმ­კვიდ­რა. პა­ლო­მა თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს სო­ცი­ა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­კი­თხებ­ზე და სურს, ხალ­ხს თავი ასე და­ა­მახ­სოვ­როს.

წყა­რო: vogue

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
3

ანუ მოდის სტერეოტიპები დაიმსხვრა და აწი ასეთი დათვივით ქალები იდგებიან პოდიუმზე?? კაია, მარა მეტი მატერია დაეხარჯება მოდის ინდუსტრიას..

კნიაზ იმერეტინსკი
9

ამას რა გააᲫᲦებსო, პალომაზე ნაᲗქვამი Ჩემმამზემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

წლის მოდელად პლუს ზომის მოდელი დასახელდა - ვინ არის პალომა ელსესერი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია

წლის მოდელად პლუს ზომის მოდელი დასახელდა - ვინ არის პალომა ელსესერი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია

დიდ ბრიტანეთში, როიალ ალბერტ-ჰოლში გუშინ 2023 წლის მოდის დაჯილდოება გაიმართა. წლევანდელ ღონისძიებაზე, ისტორიაში პირველად, წლის მოდელის ტიტული პლუს-ზომის მოდელმა მიიღო.

British Fashion Awards-ის მიერ წლის მოდელად აღიარებული პალომა ელსესერი ამერიკაში ცხოვრობს. პალომას დედა აფრო-ამერიკელია, მამა კი ჩილედანაა.

31 წლის ამერიკელი ქალი მოდის სფეროში 21 წლის ასაკში მოხვდა:

"იმ პერიოდში მოდის ინდუსტრია ცვლილებებს განიცდიდა და ჩემმა ერთგულმა მეგობარმა, სტივი დენსმა იდეა მომაწოდა, სამოდელო კარიერას გავყოლოდი. მან ჩემი ფოტოები სხვადასხვა სააგენტოში გაგზავნა და შეხვედრებზე მისვლის შემდეგ, ყველამ უარით გამისტუმრა", - ამბობს პალომა.

მისივე თქმით, იმ პერიოდში მოდელობაზე არ ოცნებობდა, ამიტომ ამას განწყობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

  • პალომამ წლის მოდელის ტიტული 2020 წელს Models.com-ისგანაც მიიღო.

  • პალომა Pat Magrath-მა Instagram-ზე შემთხვევით აღმოაჩინა

"მახსოვს, ჩემი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როცა Pat Magrath-მა "ინსტაგრამზე" მიპოვა და იმ დროისთვის მაკიაჟის ახალი ხაზის მოდელად ამირჩია. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაცვიფრებელი მომენტი იყო. მოდელობა ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა", - იხსენებს მოდელი.

  • "კარგი იქნებოდა, რომ სილამაზეს ჩვენი ადამიანური ღირებულებების მიხედვით ვაფასებდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება."

ბრიტანული Vogue-ის ცნობით, პალომა, სამოდელო სფეროში დასაქმებამდე, ნიუ იორკში ფსიქოლოგიას და ლიტერატურას სწავლობდა. გატაცებულია პოეზიითა და მწერლობით.

სამოდელო სფეროში წარმატების მიუხედავად, მისი ინტერესები არ იცვლება. შარშანდელ ინტერვიუში ესსეების კრებულის გამოცემის გეგმებზე საუბრობდა: "ჩვენი სამუშაო უმეტესად იმაზეა ხოლმე ფოკუსირებული, რომ სხვებს მივცეთ მეტი ძალაუფლება, მაგრამ ამჯერად, ჩემს სურვილებს დავაყენებ პირველ ადგილზე", - ამბობდა ელსესერი.

მიუხედავად იმისა, რომ პალომამ მოდის სამყაროს ყურადღება ვიზუალით მიიპყრო, ინდუსტრიაში ადგილი მან ერუდიციით და გაბედულებით დაიმკვიდრა. პალომა თავისუფლად საუბრობს სოციალურ სამართლიანობასა და მრავალფეროვნების საკითხებზე და სურს, ხალხს თავი ასე დაამახსოვროს.

წყარო: vogue

მოამზადა: ანა სიბოშვილმა