ავტორი:

ალდაგში ავტომობილის დაზღვევას საჩუქრები მოყვება

ალდაგში ავტომობილის დაზღვევას საჩუქრები მოყვება

მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს 31 იანვრამდე ალდაგში დააზღვევენ, სპეციალურად დაკომპლექტებულ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ.

სასაჩუქრე ნაკრებში, მომხმარებლებს ავტომობილის მოვლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქტი დახვდებათ, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს შესაძლებლობას მისცემს იზრუნონ საკუთარ მანქანაზე და მზად იყვნენ მოულოდნელობებისგან თავის დასაცავად.

„ზამთარში ავტომობილს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. ამინდის ცვლილებასთან ერთად, ავტო საგზაო შემთხვევების რისკიც იმატებს, შესაბამისად, მომხმარებლებს ავტო დაზღვევის მოქნილ პირობებთან ერთად, განახლებულ ავტობოქსს ვთავაზობთ, რომელიც მათ მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. “ - აცხადებენ ალდაგში.

ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ალდაგი ავტო დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილია.

R