ავტორი:

"10 წელია ჩემი ძმა არ მინახავს, ახლა ვაშინგტონში შევხვდით" - ვინ არის ლევან ხაბეიშვილის ემიგრანტი ძმა, რომელიც წლები სააკაშვილის ოჯახის დაცვას უზრუნველყოფდა

"10 წელია ჩემი ძმა არ მინახავს, ახლა ვაშინგტონში შევხვდით" - ვინ არის ლევან ხაბეიშვილის ემიგრანტი ძმა, რომელიც წლები სააკაშვილის ოჯახის დაცვას უზრუნველყოფდა

"ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამერიკაში 10 წლის უნახავ ძმას შეხვდა.

"10 წელია არ მინახავს. 10 წლის შემდეგ, ერთმანეთს ვაშინგტონში შევხვდით - ჩემთვის სამაგალითო და მისაბაძი ძმა. დარწმუნებული ვარ, ბევრ ემიგრანტთან ერთად მალე ჩვენს სამშობლოშიც შევხვდებით“ - წერს პოლიტიკოსი და სოციალურ ქსელში ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ლევან ხაბეიშვილი ძმა, გიორგი ხაბეიშვილი 13 წელი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში მუშაობდა და მაიორი გახლდათ. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და როგორც რამდენიმე თვის წინ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერდა, გიორგი ხაბეიშვილი იცავდა პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახს, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად.

„10 წელია იმყოფება "დევნილობაში" და მოწყვეტილია მის მიწა-წყალს...“ - აღნიშნავდა პოლიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი 4 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ.

პარტიის ცნობით, ისინი 4-7 დეკემბერს ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს დაესწრებიან. ფორუმს ასევე დაესწრებიან საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე.