დიდ ბრიტანეთში, ადამიანი, რომელიც მართვის მოწმობის აღებას ცდილობდა, თეორიულ გამოცდაში 59-ჯერ ჩაიჭრა. როგორც დიდი ბრიტანეთის BBC-მ გამოთვალა, მას ტესტირებაზე, ჯამში $1 800 აქვს დახარჯული.
მან მე-60 ცდაზე მაინც მიაღწია საწადელს, ამის გამო სოციალური ქსელების მომხმარებლები მიზანდასახულობისა და მონდომებისთვის აქებენ. ის, რომ მამაკაცი გამოცდაში 59-ჯერ ჩაიჭრა, დიდი ბრიტანეთის ფარგლებში რეკორდსმენადაც კი აქცევს. მას კვალდაკვალ მოჰყვება 57-ჯერ ჩაჭრილი მამაკაცი ქალაქ ჰალიდან და გილფორდელი ანონიმური პიროვნება, რომელმაც 55-ჯერ სცადა გამოცდის ჩაბარება, მაგრამ უშედეგოდ.
ავტომობილის მართვის სასწავლებლის (DVSA) დრექტორმა, კამილა ბენიცმა განაცხადა, რომ წარმატების გასაღები მასალის გამეორებაა:
"ორი აზრი არაა, რომ გამოცდა რთული ჩასაბარებელია. თუმცა ამ კონკრეტული მოსწავლეების თავდადება და მიზანდასახულობა ნამდვილად გასაოცარია..."
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა