პარტნიორები:
    ავტორი:

    ღაზაში ისრაელის კიდევ 3 ჯარისკაცი დაიღუპა

    ღაზაში ისრაელის კიდევ 3 ჯარისკაცი დაიღუპა

    ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში ისრაელის კიდევ სამი ჯარისკაცი დაიღუპა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 75-მდე გაიზარდა.

    ისრაელმა განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაციებს მთელ ღაზაში აფართოებს.

    ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან, ისრაელი-ჰამასის ომის დაწყებიდან, ისრაელის 401 ჯარისკაცი დაიღუპა, მათგან 75 ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო შეტევის დროს.