მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა აშშ-ის ხომალდებზე წითელ ზღვაში - ვინ არიან იემენელი ჰუსიტები, ვისაც მომხდარში ადანაშაულებენ?
თავდასხმა აშშ-ის ხომალდებზე წითელ ზღვაში - ვინ არიან იემენელი ჰუსიტები, ვისაც მომხდარში ადანაშაულებენ?

3 ნო­ემ­ბერს, წი­თელ ზღვა­ში აშშ-ის 3 კო­მერ­ცი­ულ ხო­მალდს თავს და­ესხნენ. ამე­რი­კის სამ­ხედ­რო ცენ­ტრა­ლურ სარ­დლო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მათ­მა სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ სამი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დო.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო გემი USS Carney ხო­მალ­დე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, რომ­ლებ­საც 15 ქვე­ყა­ნას­თან, მათ შო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს­თან აქვს კავ­ში­რი, მას შემ­დეგ ჩა­ერ­თო, რაც მათ იე­მე­ნის იმ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან და­ესხნენ თავს, რომ­ლებ­საც ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ჰუ­სი­ტე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. ორ გემს რა­კე­ტე­ბი მოხ­ვდა, მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, თავ­დას­ხმებს მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

ჰუ­სი­ტე­ბის პრესს­პი­კე­რის მტკი­ცე­ბით, მათი სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბი ის­რა­ე­ლის ორ გემს და­ეს­ხა თავს. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ გე­მებს ის­რა­ელ­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნი­ათ. აშშ-ის ცენ­ტრა­ლურ სარ­დლო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ თავ­დას­ხმებ­მა გე­მე­ბის ეკი­პა­ჟე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­უქ­მნა და რომ ეს თავ­დას­ხმე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბი­სა და სა­ზღვაო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის პირ­და­პირ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს.

"ჩვენ გვაქვს ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი ვირ­წმუ­ნოთ, რომ ამ თავ­დას­ხმე­ბის უფ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იე­მე­ნელ­მა ჰუ­სი­ტებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, სრუ­ლად არის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ირა­ნის მიერ“, - ნათ­ქვა­მია აშშ-ის ცენ­ტრა­ლურ სარ­დლო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­სულ თვე­ში ჰუთ­სი­ტებ­მა წი­თელ ზღვა­ში ის­რა­ე­ლის ბიზ­ნეს­მე­ნის კუთ­ვნი­ლი სა­ვაჭ­რო გემი და­ა­კა­ვეს. ასე­ვე მათ ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვეს, რომ­ლებ­მაც მი­ზანს ვერ მი­აღ­წი­ეს, რად­გან ისი­ნი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ ჩა­მო­ყა­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რა­კე­ტე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო აშშ-ის სამ­ხედ­რო ხო­მალდმა Carney-მაც.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­დას­ხმა მოხ­და ღა­ზის სექ­ტორ­ში, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­სა და რა­დი­კა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰა­მასს“ შო­რის რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბრძო­ლის ფონ­ზე.

  • ვინ არი­ან იე­მე­ნე­ლი ჰუ­სი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს "ჰა­მასს“ უჭე­რენ?

ჰუ­სი­ტე­ბი - ეს არის ში­ი­ტი-ზე­ი­დი­ტე­ბის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც იე­მე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დებს. მისი შექ­მნის თა­რი­ღად მიჩ­ნე­უ­ლია 1994 წელი. ისი­ნი თა­ვი­ანთ მოძ­რა­ო­ბას “ან­სარ ალაჰს" ("ალა­ჰის დამ­ცვე­ლებს" ) უწო­დე­ბენ, ჰუ­სი­ტებს კი მოძ­რა­ო­ბის და­მა­არ­სებ­ლის გამო ეძა­ხი­ან. ჰუ­სი­ტურ მოძ­რა­ო­ბას გრძე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ის­ტო­რია აქვს და იგი არ უნდა აგ­ვე­რი­ოს მე-15 სა­უ­კუ­ნის ჩე­ხე­თის ეროვ­ნულ-გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ და ან­ტი­კა­თო­ლი­კურ მოძ­რა­ო­ბა­ში, რო­მელ­საც იან ჰუსი უძღო­და და მის მიმ­დევ­რებს ჰუ­სი­ტე­ბი შე­არ­ქვეს.

ის­ტო­რი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, იე­მენ­ში მე-20 სა­უ­კუ­ნის 60-იან წლე­ბამ­დე, ძა­ლა­უფ­ლე­ბა მე-9 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ზა­ი­დის სექ­ტის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რე­ბის - იმა­მე­ბის ხელ­ში იყო. თუმ­ცა მას მერე, რაც იმა­მი ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს და ჩა­მო­ყა­ლიბ­და სამ­ხედ­რო რე­ჟი­მი - იე­მე­ნის არა­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­ხე­ლით, სა­ხელ­მწი­ფო­ში ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­და სუ­ნი­ტუ­რი და ში­ი­ტუ­რი ის­ლა­მის მიმ­დევ­რე­ბი, 70-იანი წლე­ბი­დან კი, სა­უ­დის არა­ბე­თის მხარ­და­ჭე­რით, ქვე­ყა­ნა­ში ვა­ჰა­ბი­ტუ­რი იდე­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბაც და­ი­წყო, რი­თაც ზა­ი­დის­ტუ­რი ელი­ტე­ბის გავ­ლე­ნას წყა­ლი შე­უდ­გა, თუმ­ცა ისი­ნი ბედს არ შე­ე­გუ­ენ და სექ­ტა­ში ნელ-ნელა გა­მო­ფხიზ­ლე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო.

ზა­ი­დის­ტე­ბის ელი­ტამ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პარ­ტია ალ-ჰაქი და პარ­ტი­ის მი­ზა­ნი გახ­და ვა­ჰა­ბი­ტუ­რი იდე­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის აღ­კვე­თა. თა­ვის მხრივ, ვა­ჰა­ბი­ტებ­მა რე­ფორ­მის­ტუ­ლი პარ­ტია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს და ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­ნა­სა­ხი გაჩ­ნდა. თუმ­ცა დე­მოკ­რა­ტი­ამ იე­მენ­ში ვერ გა­ი­ხა­რა და სა­ბო­ლო­ოდ, ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლის და და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლეჰ­მა 2004 წელს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტის, ჰუ­სე­ინ ალ-ჰუ­სის და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რა­მაც ჰუ­სი­ტე­ბის აჯან­ყე­ბა გა­მო­იწ­ვია. მალე ალ-ჰუსი მოკ­ლეს. ჰუ­სი­ტე­ბის ლი­დე­რი ცოტა ხნით ალ-ჰუ­სის მამა გახ­და, შემ­დეგ კი - ძმა.

აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მედ შე­ი­ა­რაღ­დნენ და პრე­ზი­დენტ სა­ლეჰს შე­უ­ტი­ეს. სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ტო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­ლე­ჰი გა­დად­გა და 2012 წელს პოს­ტი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჰა­დიმ და­ი­კა­ვა, თუმ­ცა, იგი კი­დევ უფრო სუს­ტი პრე­ზი­დენ­ტი გა­მოდ­გა.

ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა ში­იტ­მა ჰუ­სი­ტებ­მა 2014 წელს დე­და­ქა­ლა­ქი სანა და­ი­კა­ვეს, ამას­თან, მო­ი­თხოვ­დნენ მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას და ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბის დაკ­ლე­ბას. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო, აჯან­ყე­ბუ­ლებ­მა 2015 წელს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლეც და­ი­კა­ვეს და ჰადი აი­ძუ­ლეს გა­დამ­დგა­რი­ყო. დრო­ე­ბით მთავ­რო­ბად გა­მო­ცხად­და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი კო­მი­ტე­ტი, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ედგა მუ­ჰა­მედ ალი ალ-ჰუსი.

სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ, რო­მელ­საც სა­უ­დის არა­ბე­თი ლი­დე­რობ­და, იე­მე­ნი ეკო­ნო­მი­კურ ბლო­კა­და­ში მო­აქ­ცია და აშშ-ის მხარ­და­ჭე­რით ჰუ­სი­ტებს სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმებ­საც აყე­ნებ­და. ამა­სო­ბა­ში, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჰა­დიმ თა­ვი­სი გა­დად­გო­მა გა­ა­უქ­მა, მთავ­რო­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და სამ­ხრე­თულ სა­პორ­ტო ქა­ლაქ ადენ­ში გა­მაგრდა. ჰუ­სი­ტურ­მა არ­მი­ამ ქა­ლაქს და­არ­ტყა და ჰადი სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­იქ­ცა.

ირა­ნი­სა და ყუ­რის ქვეყ­ნე­ბის, ანუ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ძა­ლე­ბის ჩარ­თვამ ამ კონ­ფლიქ­ტში, იე­მე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­დევ უფრო გა­ა­ფარ­თო­ვა სუ­ნი­ტურ-ში­ი­ტუ­რი შუღ­ლი. 2015 წელს სა­უ­დის არა­ბეთ­მა სა­ზღვაო ბლო­კა­და მო­ა­წყო, რათა ირანს ვერ მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა ჰუ­სი­ტე­ბი­სათ­ვის დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბა. სა­პა­სუ­ხოდ, ირან­მა სა­ზღვაო ფლო­ტი გაგ­ზავ­ნა და სა­უ­დის არა­ბეთ­თან ლა­მის ომი გა­ა­ჩა­ღა. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ქვე­ყა­ნა­ში უმ­ძი­მე­სი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი და­ი­წყო.

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წლი­დან 2021 წლამ­დე იე­მენ­ში 130 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის, 12 000 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე (აქე­დან 25% ბავ­შვი), 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პი­რად იქცა, და­ახ­ლო­ე­ბით 24 მი­ლი­ონ იე­მე­ნელს (ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 85%) კი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

2017 წლის 29 ნო­ემ­ბერს ყო­ფილ მტრებს, ალი აბ­დუ­ლა სა­ლე­ჰის მომ­ხრე­ებ­სა და ჰუ­სი­ტებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა კვლავ და­ი­ძა­ბა, მა­ლე­ვე ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჰუს­ტებ­თან ორ­წლი­ა­ნი ალი­ან­სის გა­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, 4 დე­კემ­ბერს კი სა­ლე­ჰი სა­ნას­თან ახ­ლოს მოკ­ლეს, რა­მაც კი­დევ უფრო დიდი არე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია.

2021 წელს ჰუ­სი­ტებ­მა და­არ­ტყეს ქა­ლაქ მა­რიბს, იე­მე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის ბოლო ფორ­პოსტს და მა­ლე­ვე, სა­ჰა­ე­რო რა­კე­ტე­ბით თავს და­ესხნენ სა­უ­დის არა­ბეთ­ში აე­რო­პორ­ტებს და ნავ­თო­ბის ტან­კე­რებს. სა­უ­დე­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ სა­პა­სუ­ხოდ სა­ნას და­არ­ტყა.

2022 წელს, ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის წო­დე­ბის ტა­რე­ბის შემ­დეგ, სა­ბო­ლო­ოდ გა­დად­გა ჰადი და გზა და­უთ­მო საპ­რე­ზი­დენ­ტო საბ­ჭოს, რო­მე­ლიც იე­მე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნამ­სხვრე­ვე­ბის 7 წევ­რის­გან შედ­გე­ბა. საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლობს ჰა­დის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი რა­შად ალ-ალი­მი, რო­მელ­საც, რა თქმა უნდა, მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს სა­უ­დის არა­ბე­თის ელი­ტებ­თან, თუმ­ცა იე­მე­ნის ნა­წილ­ში რე­ა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბას სწო­რედ ჰუ­სი­ტე­ბი ინარ­ჩუ­ნე­ბენ, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ­ში არი­ან გა­მაგ­რე­ბუ­ლე­ბი. ზო­გა­დად იე­მე­ნის კონ­ფლიქ­ტში ძა­ლი­ან ბევ­რი მხა­რეა ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რის, გა­ე­როს მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა, სამ­ხრე­თის გარ­და­მა­ვა­ლი საბ­ჭო (სგს), სა­უ­დის არა­ბე­თი, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი, ირა­ნი, ჰუ­სი­ტე­ბი და ა.შ.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ჰუ­სი­ტებს აია­რა­ღებს ირა­ნი.

ირაკ­ლის ალა­დაშვლის სამ­ხედ­რო ბლო­გის თა­ნახ­მად, სა­უ­დის არა­ბე­თი­სა და აშშ-ის სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბის ეკი­პა­ჟებ­მა არა­ერ­თხელ და­ა­კა­ვეს ირა­ნი­დან იე­მენ­ში მცუ­რა­ვი გე­მე­ბი და კა­ტარ­ღე­ბი და კონ­ფის­კა­ცია გა­უ­კე­თეს მათ ტრი­უ­მებ­ში გა­და­მა­ლულ შე­ი­ა­რა­ღე­ბას (სწო­რედ ეს, კონ­ფის­კი­რე­ბუ­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა გა­დას­ცა ამე­რი­კულ­მა მხა­რემ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას), მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ირა­ნუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა მა­ინც აღ­წევს ჰუ­სი­ტე­ბამ­დე და თა­ნაც - არა მარ­ტო "კა­ლაშ­ნი­კო­ვის“ ავ­ტო­მა­ტე­ბი...

"31 ოქ­ტომ­ბერს კი ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვას პირ­ვე­ლად მო­უ­წია ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მის - Arrow 3-ის გა­მო­ყე­ნე­ბა ჰუ­სი­ტე­ბის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი „ხმე­ლე­თი-ხმე­ლე­თის“ კლა­სის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის ჩა­მო­საგ­დე­ბად, ხოლო ის­რა­ე­ლის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე კა­მი­კა­ძე-დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს, რომ­ლე­ბიც ეი­ლა­ტის­კენ მიფ­რი­ნავ­დნენ...

ეჭვს არ იწ­ვევს, რომ ჰუ­სი­ტე­ბის ში­ი­ტუ­რი „ან­სარ ალა“ ასეთ სე­რი­ო­ზულ და ამ­ხე­ლა მან­ძილ­ზე მოქ­მედ შე­ი­ა­რა­ღე­ბას სწო­რედ ირა­ნი­დან ღე­ბუ­ლობს, ისე­ვე, რო­გორც ლი­ბან­ში მოქ­მე­დი ასე­ვე ში­ი­ტუ­რი „ჰეს­ბო­ლა“ და სი­რი­ა­ში შექ­მნი­ლი პრო­ი­რა­ნუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვას, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მო­უ­წევს „რკი­ნის გუმ­ბა­თის“ გარ­და (რო­მე­ლიც მხო­ლოდ 70 კმ ფრე­ნის სი­შო­რის რა­კე­ტე­ბის მო­გე­რი­ე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი) ბევ­რად ძლი­ე­რი სა­ჰა­ე­რო და ან­ტი­სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა სამ­ხრე­თი­დან, აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და ჩრდი­ლო­ე­თი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბის მო­სა­გე­რი­ებ­ლად, რო­დე­საც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ირან­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი რა­კე­ტე­ბი და დრო­ნე­ბი, ოღონდ - არა ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან...", - წერს ალა­დაშ­ვი­ლი. იხი­ლეთ ბლო­გი სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
22

რა ტურასაც დაიჭერენ, ნახონ...

ეჰ
4

ეჰ, ამ უბედურებმა იკითხონ თორე ამათი მეთაურები და დავალების მიმცემდბი კი არიან მულტი მილიონრები. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

თავდასხმა აშშ-ის ხომალდებზე წითელ ზღვაში - ვინ არიან იემენელი ჰუსიტები, ვისაც მომხდარში ადანაშაულებენ?

თავდასხმა აშშ-ის ხომალდებზე წითელ ზღვაში - ვინ არიან იემენელი ჰუსიტები, ვისაც მომხდარში ადანაშაულებენ?

3 ნოემბერს, წითელ ზღვაში აშშ-ის 3 კომერციულ ხომალდს თავს დაესხნენ. ამერიკის სამხედრო ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამი დრონი ჩამოაგდო.

მათივე ცნობით, ამერიკული სამხედრო გემი USS Carney ხომალდების დასახმარებლად, რომლებსაც 15 ქვეყანასთან, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსთან აქვს კავშირი, მას შემდეგ ჩაერთო, რაც მათ იემენის იმ ტერიტორიებიდან დაესხნენ თავს, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები აკონტროლებენ. ორ გემს რაკეტები მოხვდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ჰუსიტების პრესსპიკერის მტკიცებით, მათი სამხედრო-საზღვაო ძალები ისრაელის ორ გემს დაესხა თავს. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ გემებს ისრაელთან კავშირი არ ჰქონიათ. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ თავდასხმებმა გემების ეკიპაჟების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და რომ ეს თავდასხმები საერთაშორისო ვაჭრობისა და საზღვაო უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

"ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვირწმუნოთ, რომ ამ თავდასხმების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იემენელმა ჰუსიტებმა განახორციელეს, სრულად არის მინიჭებული ირანის მიერ“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალურ სარდლობის განცხადებაში.

გასულ თვეში ჰუთსიტებმა წითელ ზღვაში ისრაელის ბიზნესმენის კუთვნილი სავაჭრო გემი დააკავეს. ასევე მათ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, რომლებმაც მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან ისინი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოყარა. აღსანიშნავია, რომ რაკეტების განეიტრალებაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სამხედრო ხომალდმა Carney-მაც.

ამჟამინდელი თავდასხმა მოხდა ღაზის სექტორში, ისრაელის სამხედროებსა და რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასს“ შორის რამდენიმე დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, განახლებული ბრძოლის ფონზე.

  • ვინ არიან იემენელი ჰუსიტები, რომლებიც მხარს "ჰამასს“ უჭერენ?

ჰუსიტები - ეს არის შიიტი-ზეიდიტების გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც იემენის ტერიტორიაზე მოქმედებს. მისი შექმნის თარიღად მიჩნეულია 1994 წელი. ისინი თავიანთ მოძრაობას “ანსარ ალაჰს" ("ალაჰის დამცველებს" ) უწოდებენ, ჰუსიტებს კი მოძრაობის დამაარსებლის გამო ეძახიან. ჰუსიტურ მოძრაობას გრძელი და საინტერესო პრეისტორია აქვს და იგი არ უნდა აგვერიოს მე-15 საუკუნის ჩეხეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელ და ანტიკათოლიკურ მოძრაობაში, რომელსაც იან ჰუსი უძღოდა და მის მიმდევრებს ჰუსიტები შეარქვეს.

ისტორიას თუ გადავხედავთ, იემენში მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე, ძალაუფლება მე-9 საუკუნის მიწურულს დაფუძნებული ზაიდის სექტის სულიერი ლიდერების - იმამების ხელში იყო. თუმცა მას მერე, რაც იმამი ქვეყნიდან გააძევეს და ჩამოყალიბდა სამხედრო რეჟიმი - იემენის არაბული რესპუბლიკის სახელით, სახელმწიფოში ერთმანეთს დაუპირისპირდა სუნიტური და შიიტური ისლამის მიმდევრები, 70-იანი წლებიდან კი, საუდის არაბეთის მხარდაჭერით, ქვეყანაში ვაჰაბიტური იდეების გავრცელებაც დაიწყო, რითაც ზაიდისტური ელიტების გავლენას წყალი შეუდგა, თუმცა ისინი ბედს არ შეეგუენ და სექტაში ნელ-ნელა გამოფხიზლების პროცესი დაიწყო.

ზაიდისტების ელიტამ ჩამოაყალიბა პარტია ალ-ჰაქი და პარტიის მიზანი გახდა ვაჰაბიტური იდეების გავრცელების აღკვეთა. თავის მხრივ, ვაჰაბიტებმა რეფორმისტული პარტია ჩამოაყალიბეს და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ჩანასახი გაჩნდა. თუმცა დემოკრატიამ იემენში ვერ გაიხარა და საბოლოოდ, ბევრი პოლიტიკური შეხლა-შემოხლის და დაპირისპირების შემდეგ, პრეზიდენტმა სალეჰმა 2004 წელს პოლიტიკური ოპონენტის, ჰუსეინ ალ-ჰუსის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ჰუსიტების აჯანყება გამოიწვია. მალე ალ-ჰუსი მოკლეს. ჰუსიტების ლიდერი ცოტა ხნით ალ-ჰუსის მამა გახდა, შემდეგ კი - ძმა.

აჯანყებულები წლების განმავლობაში მძიმედ შეიარაღდნენ და პრეზიდენტ სალეჰს შეუტიეს. საერთაშორისო მედიატორების მონაწილეობით, სალეჰი გადადგა და 2012 წელს პოსტი ვიცე-პრეზიდენტმა ჰადიმ დაიკავა, თუმცა, იგი კიდევ უფრო სუსტი პრეზიდენტი გამოდგა.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა შიიტმა ჰუსიტებმა 2014 წელს დედაქალაქი სანა დაიკავეს, ამასთან, მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ნავთობზე ფასების დაკლებას. მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, აჯანყებულებმა 2015 წელს პრეზიდენტის სასახლეც დაიკავეს და ჰადი აიძულეს გადამდგარიყო. დროებით მთავრობად გამოცხადდა რევოლუციური კომიტეტი, რომელსაც სათავეში ედგა მუჰამედ ალი ალ-ჰუსი.

სპარსეთის ყურის ქვეყნების კოალიციამ, რომელსაც საუდის არაბეთი ლიდერობდა, იემენი ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცია და აშშ-ის მხარდაჭერით ჰუსიტებს საჰაერო დარტყმებსაც აყენებდა. ამასობაში, ყოფილმა პრეზიდენტმა ჰადიმ თავისი გადადგომა გააუქმა, მთავრობა ჩამოაყალიბა და სამხრეთულ საპორტო ქალაქ ადენში გამაგრდა. ჰუსიტურმა არმიამ ქალაქს დაარტყა და ჰადი საუდის არაბეთში გაიქცა.

ირანისა და ყურის ქვეყნების, ანუ რეგიონალური ძალების ჩართვამ ამ კონფლიქტში, იემენის საზოგადოებაში კიდევ უფრო გააფართოვა სუნიტურ-შიიტური შუღლი. 2015 წელს საუდის არაბეთმა საზღვაო ბლოკადა მოაწყო, რათა ირანს ვერ მოეხერხებინა ჰუსიტებისათვის დახმარების მიწოდება. საპასუხოდ, ირანმა საზღვაო ფლოტი გაგზავნა და საუდის არაბეთთან ლამის ომი გააჩაღა. ამ ყველაფრის ფონზე ქვეყანაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყო.

არსებული მონაცემებით, 2015 წლიდან 2021 წლამდე იემენში 130 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 12 000 მშვიდობიანი მოქალაქე (აქედან 25% ბავშვი), 4 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, დაახლოებით 24 მილიონ იემენელს (ქვეყნის მოსახლეობის 85%) კი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

2017 წლის 29 ნოემბერს ყოფილ მტრებს, ალი აბდულა სალეჰის მომხრეებსა და ჰუსიტებს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა, მალევე ყოფილმა პრეზიდენტმა ჰუსტებთან ორწლიანი ალიანსის გაწყვეტის შესახებ განაცხადა, 4 დეკემბერს კი სალეჰი სანასთან ახლოს მოკლეს, რამაც კიდევ უფრო დიდი არეულობა გამოიწვია.

2021 წელს ჰუსიტებმა დაარტყეს ქალაქ მარიბს, იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ბოლო ფორპოსტს და მალევე, საჰაერო რაკეტებით თავს დაესხნენ საუდის არაბეთში აეროპორტებს და ნავთობის ტანკერებს. საუდელების კოალიციამ საპასუხოდ სანას დაარტყა.

2022 წელს, ათწლეულის განმავლობაში პრეზიდენტის წოდების ტარების შემდეგ, საბოლოოდ გადადგა ჰადი და გზა დაუთმო საპრეზიდენტო საბჭოს, რომელიც იემენის საზოგადოების პოლიტიკური ნამსხვრევების 7 წევრისგან შედგება. საბჭოს ხელმძღვანელობს ჰადის ყოფილი მრჩეველი რაშად ალ-ალიმი, რომელსაც, რა თქმა უნდა, მჭიდრო კავშირი აქვს საუდის არაბეთის ელიტებთან, თუმცა იემენის ნაწილში რეალურ მმართველობას სწორედ ჰუსიტები ინარჩუნებენ, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთში არიან გამაგრებულები. ზოგადად იემენის კონფლიქტში ძალიან ბევრი მხარეა ჩართული, მათ შორის, გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა, სამხრეთის გარდამავალი საბჭო (სგს), საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ჰუსიტები და ა.შ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰუსიტებს აიარაღებს ირანი.

ირაკლის ალადაშვლის სამხედრო ბლოგის თანახმად, საუდის არაბეთისა და აშშ-ის სამხედრო ხომალდების ეკიპაჟებმა არაერთხელ დააკავეს ირანიდან იემენში მცურავი გემები და კატარღები და კონფისკაცია გაუკეთეს მათ ტრიუმებში გადამალულ შეიარაღებას (სწორედ ეს, კონფისკირებული იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა ამერიკულმა მხარემ უკრაინის არმიას), მაგრამ როგორც ჩანს, ირანული შეიარაღება მაინც აღწევს ჰუსიტებამდე და თანაც - არა მარტო "კალაშნიკოვის“ ავტომატები...

"31 ოქტომბერს კი ისრაელის საჰაერო თავდაცვას პირველად მოუწია ანტისარაკეტო სისტემის - Arrow 3-ის გამოყენება ჰუსიტების მიერ გაშვებული „ხმელეთი-ხმელეთის“ კლასის ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად, ხოლო ისრაელის გამანადგურებლებმა რამდენიმე კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც ეილატისკენ მიფრინავდნენ...

ეჭვს არ იწვევს, რომ ჰუსიტების შიიტური „ანსარ ალა“ ასეთ სერიოზულ და ამხელა მანძილზე მოქმედ შეიარაღებას სწორედ ირანიდან ღებულობს, ისევე, როგორც ლიბანში მოქმედი ასევე შიიტური „ჰესბოლა“ და სირიაში შექმნილი პროირანული დაჯგუფებები, შესაბამისად, ისრაელის საჰაერო თავდაცვას, დიდი ალბათობით, მოუწევს „რკინის გუმბათის“ გარდა (რომელიც მხოლოდ 70 კმ ფრენის სიშორის რაკეტების მოგერიებაზეა გათვლილი) ბევრად ძლიერი საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ამოქმედება სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმების მოსაგერიებლად, როდესაც გამოყენებული იქნება ირანში წარმოებული რაკეტები და დრონები, ოღონდ - არა ირანის ტერიტორიიდან...", - წერს ალადაშვილი. იხილეთ ბლოგი სრულად