აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად ერაყის ქალაქ კირკუკთან ხუთი ერაყელი "ბოევიკი" დაიღუპა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ერაყის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ერაყში ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიკვიდირებულია მათი ხუთი წევრი და რომ აშშ-ის ძალებზე შურს იძიებენ.
აშშ-ის სამხედრო ძალებში ადასტურებენ, რომ დარტყმა გარდაუვალი საფრთხისგან თავდაცვის მიზნით განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ძალებმა კვირას, აშშ-ის ძალებზე რამდენიმე თავდასხმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა აიღეს.
ერაყის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 17 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში ვაშინგტონის მიერ ისრაელის მიმართ მხარდაჭერის გამო აშშ-ის ძალებზე განხორციელებულ 70-ზე მეტ თავდასხმაზე აიღეს პასუხისმგებლობა.
ყვავის აშშ-ს მიერ დიქტატურისგან "განთავისუფლებული და აშენებულ-დამშვენებული" ,ნავთობით უმდიდრესი ქვეყანა ,ისევე როგორ მეორე ასევე ნავთობის საბადოებზე მდგარი, ამქვეყნიურ წალკოტად გადაქცეული ლიბია,მაგ ორივეს ერთადერთი ალბათ ავღანეთი ჯობნის,მაგრამ მაგას საექსპორტო ენერგორესურსები არ გააჩნია, ისე ააშენეს 20 წლის განმალობაში,ალტრუიზმის გრძნობიდან გამომდინარე ამერიკელებმა. :)