ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთა-მთიანეთის რაიონში. სოფელ ციხისძირში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ძალიან ცუდად მართავენ ავტომობილებს, განსაკუთრებით ჯიპის მძღოლები. უნდა განთავსდეს ყველგან სიჩქარის რადარები და ჩამოერთვათ მართვის მოწმობა ვინც სიჩქარეს აჭარბებს ან საავარიო სიტუაციას ქმნის. მაგრამ ვინც კანონი უნდა დაიცვას თვითონ არღვევს ამ უპატრონო ქვეყანაში.