ახალი წელი პატარებისთვის საოცნებო საჩუქრებთან ასოცირდება. თუმცა ბავშვებს საკმაოდ მდიდარი ფანტაზია აქვთ და ხშირად სთხოვენ თოვლის პაპას ისეთ საჩუქარს, რომელიც ოჯახის ბიუჯეტისთვის ადეკვატური არ არის. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუ მათ შვილს ძალიან ძვირფასი საჩუქარი სურს? როგორ უნდა აუხსნათ მას, რომ თოვლის პაპა ყოვლისშემძლე არ არის, თან ეს განმარტება უნდა მიაწოდოთ ისე, რომ სადღესასწაულო განწყობა არ ჩაიშალოს.
ბავშვს შესთავაზეთ ასეთი აზრი, რომ თოვლის პაპას სიურპრიზები უფრო უყვარს და ვაცადოთ, ის მოგვიტანოს, რის მოტანასაც თავად ჩათვლის საჭიროდ. თქვენ კი ეცადეთ, მისი სურვილების გათვალისწინებით, ისეთი რამ შეარჩიოთ, რაც სიხარულთან ერთად გააოცებს კიდეც: „საიდან იცოდა თოვლის პაპამ, რომ ზუსტად ეს მინდოდა“.
რაც შეეხება ზედმეტად ძვირადღირებულ საჩუქრებს ან ისეთ ნივთებს, რომლებიც მშობლების თვალსაზრისით არ გამოდგება ბავშვისთვის, უთხარით, რომ ბაბუა მილიონერი არ არის, ამ ქვეყნად ბევრი ბავშვია, ამიტომ ბაბუა ისეთ საჩუქრებს ყიდულობს, რომ ყველასთვის საკმარისი იყოს და ტომარაშიც მოთავსდეს.
თუ მშობლებს სურთ, თოვლის პაპის ლეგენდა შეინარჩუნონ ისე, რომ მისი რეპუტაცია ეჭვქვეშ არ დადგეს მაშინ, როცა სხვა ბავშვებთან აშკარად ძვირიანი საჩუქრები მიაქვს, მყარი არგუმენტები დაგჭირდებათ:
13 წლის შვილი მყავს და მას ჩემთვის არასდროს ძვირიანი საჩუქარი არ მოუთხოვია,მას არც ანდროიდ ტელეფონი აქვს და არც კომპიუტერი,რამეს როცა ვყიდულობ სულ ცდილობს გაანაწილოს და სხვას გაუყოს, ახალ წელს უკვე მეოთხე წელია ცუგოებს აპურებს, სამოწყალოდ გასულ მოხუცებს ეხმარება და მე ეს როგორც დედას მეამაყება,წელს გაგვიმართლა 200 ლარი შემწეობა გვაქვს,ვთხოვე საჩუქარი რა გიყიდო მეთქი და არაფერი არ მინდა, მხოლოდ თუ საშუალება გვექნება ბავშვთა თავშესაფარი მოვძებნოთ და იქ წამიყვანეო... ის ჯერ 13 წლის არის მხოლოდ და სხვა ბავშვებისგან არაფრით განსხვავდება.
არ გაბედო და იაფიანი არაფერი მოგვიტანო 31 Ში სიმონ