პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერი თოვა და ყინვა - გადადებული ავიარეისები, თოვლით დაფარული მიუნხენის აეროპორტი და მცირე ქაოსი: რა ხდება ევროპის ზოგიერთ ქალაქში (ფოტოები/ვიდეო)
ძლიერი თოვა და ყინვა - გადადებული ავიარეისები, თოვლით დაფარული მიუნხენის აეროპორტი და მცირე ქაოსი: რა ხდება ევროპის ზოგიერთ ქალაქში (ფოტოები/ვიდეო)

ევ­რო­პის არა­ერთ ქა­ლაქ­ში დიდ­თოვ­ლო­ბა­სა და ძლი­ერ ყინ­ვას ებ­რძვი­ან. უფრო მე­ტიც, ყინ­ვი­თა და თოვ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო ბევ­რგან ქა­ო­სია.

მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში სა­ჰა­ე­რო და სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ფრე­ნე­ბი შე­ჩერ­და მი­უნ­ხე­ნის აე­რო­პორ­ტში. აე­რო­პორ­ტის პრესს­პი­კე­რის თქმით, არ­სე­ბულ­მა ვი­თა­რე­ბამ 760 ფრე­ნა­ზე იქო­ნია გავ­ლე­ნა.

გერ­მა­ნი­ის ამინ­დის სამ­სა­ხუ­რე­ბის ცნო­ბით, პა­რას­კევს და შა­ბათს ღა­მით მი­უნ­ხენ­ში თოვ­ლის სა­ფარ­მა 40 სმ-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ფოტო მი­უნ­ხე­ნის აე­რო­პორ­ტში 2 დე­კემ­ბერ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

• ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და. ამინ­დის გამო ასე­ვე შე­ფერ­ხდა მა­ტა­რებ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა. მი­უნ­ხენ­ში არ მოძ­რა­ობ­და ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ტრამ­ვა­ი­სა და გა­რე­უბ­ნის მა­ტა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა.

ამინ­დის გამო მი­უნ­ხე­ნის ბა­ი­ერნ­სა და ბერ­ლი­ნის უნი­ონს შო­რის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩი გა­და­ი­დო. პო­ლი­ცი­ის თქმით, გახ­შირ­და ამინ­დის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი.

გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს რომ თოვ­ლის სა­ფარ­შია გახ­ვე­უ­ლი მი­უნ­ხე­ნის აე­რო­პორ­ტი - თვითმფრი­ნა­ვე­ბი და ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი.

ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი შე­ფერ­ხე­ბა იყო ლონ­დო­ნის, ვე­ნი­სა და ცი­უ­რი­ხის აე­რო­პორ­ტებ­შიც. გა­უქ­მდა ათო­ბით ავი­ა­რე­ი­სი დუბ­ლინ­შიც.

გლაზ­გოს აე­რო­პორ­ტმა შა­ბათს დი­ლით შე­ა­ჩე­რა ყვე­ლა ფრე­ნა მო­სა­ლოდ­ნე­ლი დიდ­თოვ­ლო­ბის გამო, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფრე­ნე­ბი გა­ნახ­ლდა.

• ავ­სტრი­ა­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში თოვ­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის გამო ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა და გან­გა­ში გა­მო­ცხად­და. დიდი ბრი­ტა­ნე­თის მას­შტა­ბით გა­უქ­მდა სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შო­რის, შოტ­ლან­დი­ა­ში 11 სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩი გა­და­ი­დო.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცნო­ბით, გა­სულ კვი­რა­ში თოვ­ლი­სა და ყინ­ვის გამო, უკ­რა­ი­ნა­ში 10 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. "გარ­დი­ა­ნის“ ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქე­ბის და სოფ­ლე­ბის ნა­წი­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. მოლ­დო­ვა­ში, ქარ­ბუ­ქის შე­დე­გად, 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ასე­თი მკაც­რი ამინ­დი აღარ იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაზი
3

ევროპის მთავრობაც არ ვარგა? 🤔 ვერ აწესრიგებენ აბა ჩქარა აქციები, მიტინგები... ქუჩაში

ggg
7

აბა წავიდა ... ბატონო ვლადიმერ, იქნებ ცოტა გაზი მოგვცე, დაგვეყინა ბოვშვებიო ....

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ძლიერი თოვა და ყინვა - გადადებული ავიარეისები, თოვლით დაფარული მიუნხენის აეროპორტი და მცირე ქაოსი: რა ხდება ევროპის ზოგიერთ ქალაქში (ფოტოები/ვიდეო)

ძლიერი თოვა და ყინვა - გადადებული ავიარეისები, თოვლით დაფარული მიუნხენის აეროპორტი და მცირე ქაოსი: რა ხდება ევროპის ზოგიერთ ქალაქში (ფოტოები/ვიდეო)

ევროპის არაერთ ქალაქში დიდთოვლობასა და ძლიერ ყინვას ებრძვიან. უფრო მეტიც, ყინვითა და თოვლით გამოწვეული პრობლემების გამო ბევრგან ქაოსია.

მაგალითად, გერმანიის სამხრეთ ნაწილში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. ფრენები შეჩერდა მიუნხენის აეროპორტში. აეროპორტის პრესსპიკერის თქმით, არსებულმა ვითარებამ 760 ფრენაზე იქონია გავლენა.

გერმანიის ამინდის სამსახურების ცნობით, პარასკევს და შაბათს ღამით მიუნხენში თოვლის საფარმა 40 სმ-ს გადააჭარბა.

ფოტო მიუნხენის აეროპორტში 2 დეკემბერსაა გადაღებული.

• ხელისუფლებამ უსაფრთხოებისთვის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ამინდის გამო ასევე შეფერხდა მატარებლების მუშაობა. მიუნხენში არ მოძრაობდა ავტობუსების, ტრამვაისა და გარეუბნის მატარებლების უმეტესობა.

ამინდის გამო მიუნხენის ბაიერნსა და ბერლინის უნიონს შორის საფეხბურთო მატჩი გადაიდო. პოლიციის თქმით, გახშირდა ამინდის გამო გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები.

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს რომ თოვლის საფარშია გახვეული მიუნხენის აეროპორტი - თვითმფრინავები და ასაფრენი ბილიკი.

Meanwhile in Munich ❄️✈️

📹 schoko131 pic.twitter.com/RHemPHNGk3
— Breaking Aviation News & Videos (@aviationbrk) December 2, 2023

ამინდის გაუარესების გამო რამდენიმესაათიანი შეფერხება იყო ლონდონის, ვენისა და ციურიხის აეროპორტებშიც. გაუქმდა ათობით ავიარეისი დუბლინშიც.

გლაზგოს აეროპორტმა შაბათს დილით შეაჩერა ყველა ფრენა მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, მაგრამ მოგვიანებით ფრენები განახლდა.

• ავსტრიასა და შვეიცარიაში თოვლის დიდი რაოდენობის გამო ზვავსაშიშროება და განგაში გამოცხადდა. დიდი ბრიტანეთის მასშტაბით გაუქმდა სპორტული ღონისძიებები, მათ შორის, შოტლანდიაში 11 საფეხბურთო მატჩი გადაიდო.

ოფიციალური პირების ცნობით, გასულ კვირაში თოვლისა და ყინვის გამო, უკრაინაში 10 ადამიანი დაიღუპა. "გარდიანის“ ცნობით, უკრაინის ქალაქების და სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოლდოვაში, ქარბუქის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ასეთი მკაცრი ამინდი აღარ იქნება.