20 წლის თამარა ისრაელის 33-ე კარაკალის ბატალიონის სატანკო ქვედანაყოფში მსახურობს. ის ერთ-ერთია იმ 40 ქალიდან, რომლებმაც სამხედრო სამსახური 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს.
თამარა წარმოშობით ლონდონიდანაა და უკვე ორი წელია ისრაელის ჯარში მსახურობს. ისრაელში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც 2008 წელს, მისი ბაბუა იერუსალიმში ტერაქტს შედეგად დაიღუპა.
"7 ოქტომბერს რაკეტების და სირენების ხმამ გამაღვიძა. ვიცოდი, რომ სწორედ ამისთვის ვიყავი გაწვრთნილი და ახლა ჩემი დრო იყო. მანქანაში ჩავჯექი და რამდენიმე წუთში ბაზაზე ვიყავი. ჩვენი როლი ჩვენი ქვეყნის დაცვაა.
ბაბუაჩემი 2008 წელს ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლეს, ამიტომ ეს საქმე ჩემთვის პირადულიცაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 7 ოქტომბერი მეორედ აღარ განმეორდეს“, - ამბობს თამარა dailymail-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
კარაკალის ბატალიონი ისრაელის თავდაცვის ძალებში ლეგენდარულია. მისი სამხედროების 70% ქალია.
"ამ ბატალიონში მხოლოდ ქალები ვართ - ყოველ წამს მზად ვართ ბრძოლისთვის. ქალებს შეუძლიათ ნებისმიერ სფეროში მოღვაწეობა და ჩემი ქვედანაყოფი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. არ მესმის რატომ არ უნდა იბრძოდნენ ქალები წინა ხაზზე. ვამაყობ, რომ ვიბრძვი ჩემი ქვეყნისთვის და ვამაყობ ჩემი ბრიტანული ფესვებით. მენატრება ლონდონი, მაგრამ ჩემი ცხოვრება ახლა აქ არის“ - ამბობს თამარა.
დანაყოფმა ათობით "ჰამასის" ტერორისტი მოკვლა 17-საათიან ბრძოლაში და შეაჩერა ტერორისტების შემდგომი წინსვლა ისრაელში. თამარამ განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ შეეძლოთ ტანკში ორი კვირის გატარება.
"ჩვენ გვაქვს საკმარისი საბრძოლო მასალა, საკვები, წყალი... შეგვიძლია ტანკში ძილი. ქალებს შეუძლიათ ტანკების მართვა. ჩვენ ყველაფრის გაკეთების უნარი გვაქვს, ყველანი გუნდურად ვმუშაობთ მამაკაცებთან" - აღნიშნა თამარამ... წყარო