წელიწადში არის მხოლოდ 1 დღე, როცა შეგიძლია, სურვილები ფურცელზე ჩამოწერო, თოვლის ბაბუას გაუგზავნო და ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ეს კეთილი მოხუცი აუცილებლად ხურჯინით გესტუმრება. ბავშვობაში ასე ალბათ თითოეული თქვენგანი მოქცეულა. როცა ვიზრდებით, თოვლის ბაბუაც გვავიწყდება, მისი საჩუქრებიც და ისიც - სურვილები რომ აგვისრულოს, მთელი წლის მანძილზე კარგად უნდა მოვიქცეთ... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თოვლის ბაბუისთვის გასაგზავნი წერილების შეგროვება გადავწყვიტე. ცნობილ ადამიანებს დავუკავშირდი და ეს განზრახვა გავუზიარე. უცნაურ შეთავაზებაზე ძალიან იხალისეს. ახლა მათი წერილები მე მაქვს და სანამ თოვლის ბაბუას გადავცემ, მინდა, თქვენ წაგაკითხოთ.
- შორენა, 2010 წელი უკვე მიილია. რით დაგამახსოვრდა? იყო თუ არა წარმატებული?
- კარგი წელი იყო. საერთოდ, ყოველ ახალ წელს რაღაც სიახლის მოლოდინით ვხვდები. წელს 4 ფილმში გადამიღეს. პროფესიული თვალსაზრისით, წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.
- მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით?
- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მინდა.
- კარგი, იმ ფილმებზე გკითხავ, რომელიც უკვე ახსენე.
- "მამაჩემის გელფრენდის" გადაღება ახლახან დასრულდა. ამ ფილმში დეტექტივის როლს ვთამაშობ. ცოტა ხნის წინ დავასრულე რეჟისორ რუსუდან ჭყონიასთან მუშაობაც. მის ფილმში პარლამენტარის მეუღლე ვარ, რომელიც სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსში მონაწილეობს. რა მოხდება იმ კონკურსში, გავიმარჯვებ თუ არა - ამას ჯერ ვერ გეტყვი. შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! კიდევ მაქვს, მაგრამ ცოტა ხანს უნდა დავისვენო, გადავიღალე.
- სადმე გამგზავრებას ხომ არ აპირებ?
- არა.
- ახალ წელს ვისთან ერთად, სად და როგორ ხვდები?
- უმეტესად, სახლში, შვილთან ერთად. წელს სად წავალ, ჯერ არ გადამიწყვეტია.
- ახალი კაბა შეიძინე?
- ვიკერავ და მალე მზად იქნება. ახალ წელს საკუთარ თავს ვანებივრებ. ფულის დახარჯვა არ მენანება.
- სხვა დროს არ ანებივრებ?
- ახალ წელს უფრო მეტად. სურვილებს თოვლის ბაბუა კი არა, თავად ვისრულებ ხოლმე.
- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ გინდა, მაგრამ ვიცი, რომ "ნამდვილი" "თოვლის ბაბუა" გყავს - მამაკაცი, რომელიც ყველა სურვილს გისრულებს...
- მაინც არ მეშვები, ხომ (იცინის)?.. მე სხვაგვარად ვიტყვი: ჩემს ცხოვრებაში არსებობს მამაკაცი, რომელიც მიყვარს, მასთან თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ. რაც შეეხება სურვილებს, - საამისოდ ჩემი ჰონორარი მაქვს.
- იმ მამაკაცის ვინაობას რატომ არ ამხელ?
- არა მგონია, საჭირო იყოს.
- საახალწლოდ რა საჩუქარს გიმზადებს?
- მაპატიე, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ. ხომ იცი, ინტერვიუ ისედაც არ მინდოდა, მაგრამ შენი იდეით მაცდუნე და აი, წერილიც:
"ჩემი საახალწლო სურვილი? სკოლის მერე არავის უკითხავს. დიდად არ მჯერა სურვილების ასრულების. ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ ქმნიან. მარტო ერთი სურვილი მაქვს - შვილის ჯანმრთელობა. მატერიალური კეთილდღეობა ნაკლებად მხიბლავს. დღეს მაქვს; შეიძლება, ხვალ აღარ მქონდეს. ჩემთვის ყველაზე ფასეული - ახლობელი და საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნაა. ბედნიერებას, სილაღეს, სიმშვიდეს, სითბოს გთხოვ. მე თქვენ მიყვარხართ.
შორენა ბეგაშვილი."
- ნიკა, ბავშვობაში თოვლის ბაბუას წერილებს თუ სწერდი?
ნიკა არაბიძე:
- ვწერდი, მაგრამ თავხედი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! არ ვიყავი - ვცდილობდი, ისეთი სურვილები დამეწერა, რომელთა ასრულებასაც შეძლებდა. საჩუქრებს ბალიშის ქვეშ მიდებდა; თუ არ ეტეოდა, საწოლთან ან ნაძვის ხესთან მიტოვებდა. მშობლები მარიგებდნენ, თოვლის ბაბუას საჩუქრებისთვის ძალიან ნუ შეაწუხებო. მეც ვუჯერებდი.
- თოვლის ბაბუას რომ ვერ ნახულობდი, არ გიკვირდა?
- ვიცოდი, ღამით მოდიოდა, დღისით - არა. ამიტომ იმ ღამეს უპრობლემოდ მაძინებდნენ, ხვეწნა არ მჭირდებოდა. თუ არ დაიძინებ, თოვლის ბაბუა არ მოვაო, - მეტყოდნენ და მეც თვალებს აღარ ვახელდი.
- ახლა დიდი ბიჭი ხარ და გეცოდინება, თოვლის ბაბუას საჩუქრები რა შემთხვევაში მოაქვს...
- როგორ არ ვიცი?! მთელი წლის მანძილზე თუ კარგად არ იქცეოდი, საჩუქარს არ მოგიტანს!
- როგორ ფიქრობ - წელს საჩუქარს იმსახურებ?
- მგონი კარგად ვიქცეოდი.
- დაგიჯერო?
- რას ლაპარაკობ? არ მიცნობდე მაინც! ჩემნაირი ჭკვიანი ადამიანი მეორე გინახავს (იცინის)? მთელი წლის მანძილზე არც ქალისკენ გამიხედავს, არც - კაცისკენ. ვიყავი ჩემთვის თავდახრილი და ვშრომობდი.
- მაშინ, თოვლის ბაბუას რაც გინდა, ის მისწერე.
- ძალიან შევაწუხო? მანქანა რომ მინდა?!.
- ახლა მდიდარი კაცია და ყველა სურვილს აგისრულებს.
- შენ გაიხარე! დიდი მადლობა, რომ გამომიარე, წერილს ახლავე დავწერ და გაგატან.
"ძვირფასო თოვლის ბაბუა, მე მთელი წელი ჭკვიანად ვიქცეოდი და იმედი მაქვს, რასაც გთხოვ, შემისრულებ. ძალიან არ მინდა, შეგაწუხო, მაგრამ თუ გექნება საშუალება, იქნებ ახალი ავტომობილი მაჩუქო (კარგია, თუ "მერსედესი" იქნება)... ჰო, ორი ცალი, თუ შეიძლება: ერთი - ნამდვილი, ერთი - სათამაშო (ბავშვისთვის), შარშანაც კი გთხოვე, მაგრამ "გადამაგდე". ჩემი ბრალიცაა - არ ვიქცეოდი კარგად. ეს ჩემი სურვილია და წინასწარ გიხდი მადლობას. მოკლედ, 12 საათზე ეზოში გელოდები... რაც შეეხება ზოგადად, ჩემს სურვილს, მინდა, ჩემი ქვეყანა და ქართველი ხალხი იყოს ბედნიერი და ეს წელი მთელი ერისთვის ყოფილიყოს გამთლიანებისა და ბედნიერების მომტანი (ამ პატარა სურვილის ასრულების იმედიც მაქვს). წინასწარ გიხდი მადლობას, თქვენი თეთრი წვერი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!
პატ. ნიკა არაბიძე."
- თოვლის ბაბუის როლი გითამაშია?
- სტუდენტობის წლებში ვიყავი თოვლის ბაბუა "გამოძახებით". ზუსტად 12 საათზე პატარა თათიას ვესტუმრე. ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! თვალებში შემომციცინებდა, ინტერესით მაკვირდებოდა, ბებიამისმა კი აიჩემა, - გინდა თუ არა, ჩემი გაკეთებული გოზინაყი გასინჯეო. ვიუარე, მაგრამ ვინ მოგეშვა?! ჩემი ოჯახიდან ისე არ გაგიშვებო, - და რაღას ვიზამდი? პატარა ნაჭერი ავიღე, არ ვიცი, როგორ, ამ გოზინაყს ჩემი თეთრი წვერი მიეწება. დავღეჭავ, ვატყობ - ბამბა ირღვევა. ცუდ დღეში ჩავვარდი...
- ნინო, როგორი იყო თოვლის ბაბუა ბავშვურ წარმოდგენაში?
ნინო არაზაშვილი:
- თოვლის ბაბუის არსებობის ძალიან დიდხანს მჯეროდა. ახლაც მჯერა... ის ჩვენთან ყოველ ახალ წელს, საჩუქრებით სავსე ხურჯინით მოდიოდა; ვიცოდი, დრო მხოლოდ ერთი წამი ჰქონდა, საჩუქარი რომ დაეტოვებინა; თუ იმ ერთ წამში თვალს ვერ მოვკრავდი, მერე მთელი წლის მანძილზე ვეღარ ვნახავდი.
- წერილებს სწერდი?
- რა თქმა უნდა! კონვერტში ვდებდი და დედას ვაძლევდი. მან იცოდა, სად იყო თოვლის ბაბუის "კანტორა" (მაშინ ასე ერქვა), მიდიოდა და წერილს უტოვებდა.
- რა მოხდა მაშინ, როცა თოვლის ბაბუის შესახებ ყველაფერი გააცნობიერე?
- მშობლები უფრო მეტად შემიყვარდნენ. საერთოდ, ჩემთვის, ახალი წლის დღესასწაული ბარბარობიდან იწყება: 19 დეკემბერს ნიკოლოზობაა და ნიკა ჩემს ძმას ჰქვია, 20-ში დაბადების დღე მაქვს, მერე - ახალი წელი და შობის დღესასწაულიც მოდის. ძალიან მომწონს ის ტრადიცია, რომელიც უწმინდესმა დაამკვიდრა. ვისურვებ, რომ ყველა ქართველი ამ დღესასწაულს ფანჯარასთან ანთებული სანთლით შეხვდეს. უფალს - ჩვენს გულებში და ღვთისმშობელს - ოჯახებში ვუხმოთ.
"სამწუხაროა, რომ ჩემს შვილებს შენი არსებობის აღარ სჯერათ, მაგრამ წინასაახალწლოდ მაინც გწერენ წერილებს. 31 დეკემბერს საღამოს კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე მისაფრდებიან, რომ "ფაქტზე წამასწრონ" - როგორ გავდგამ საჩუქრებით სავსე გუდას გარეთ, ზღურბლზე, როგორ დავრეკავ ზარს და როგორ შემოვხტები სახლში, ვითომ გარეთ არც გავსულვარ. შემოსასვლელში საპატიო ყარაულივით აიტუზებიან ხოლმე, რომ გამომიჭირონ, მაგრამ როგორც კი ფანჯრებში შუშხუნები გამოჩნდება, "პოსტს" მიატოვებენ და მეც დროს ვიხელთებ ხოლმე. ნეტავ განახვა, როგორ მორბიან ზარის ხმაზე! მაგრამ დაოსტატებული დედიკო უკვე სამზარეულოშია და არავითარი სამხილი არ არსებობს, რომ არ გაუბრწყინდეთ სახე და არ იკითხონ: ეეე, ასე მალე?! როგორ გაქრა?.. ეს ერთადერთი წუთია, როცა სადღაც, გულში მაინც იჯერებენ, რომ მფრინავი ირმების მარხილი სხვა ბავშვებისკენ გაეშურა.
ნინო არაზაშვილი".
კახა მიქიაშვილი:
- ზამთარი და თოვლი არ მიყვარს, მაგრამ ახალ წელს მაინც სხვა განწყობილება მოაქვს. რომ გითხრა, თოვლის ბაბუის მჯერა-მეთქი, სამკურნალო ვიქნები (იცინის), მაგრამ წერილს მაინც მივწერ. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ჩემს ბაღში მოვიდა და ბოხი ხმით გვითხრა: მოოოოვედი, ბავშვებო, გუუდა მოვიტანე... მერე წვერი მოსძვრა და მივხვდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ მისი ხმა ახლაც ჩამესმის...
"ძვირფასო თოვლის ბაბუა!
ნუ გამიბრაზდები იმის გამო, რომ გავიზარდე და შენი აღარ მჯერა, მაინც მიყვარხარ და გელი ყოველ ახალ წელს. ვიცი, კეთილი ხარ და ვინც გულით გთხოვს, სურვილებს უსრულებ. თოვლის ბაბუ! გაგვითენე ბედნიერი, ლამაზი, მხიარული, ფერადი, თბილი და ტკბილი ახალი წელი. ყველა ჩემი ახლობელი, ოჯახის წევრი, საყვარელი ადამიანი, ყველა ქართველი და არაქართველი ჯანმრთელად ამყოფე. გვაჩუქე სიმშვიდე, ლხინი, ბარაქა და დიიიიიიდიი სიყვარული. არასდროს დაგვიკარგო ის ბავშვური მოლოდინი და შეგრძნება, რომელიც პატარაობაში გვქონდა შენი და "მისი უდიდებულესობის" - ახალი წლის მიმართ. გაახარე ყველა პატარა და ყველა უდედმამო, უპატრონო ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! და მათი სიხარულით ჩვენც გავიხარებთ.
გთხოვ, წაიკითხე და შემისრულე. გელი. მჯერა, რომ ნამდვილად არსებობ და თხოვნას შემისრულებ. ამიტომ, შენც გილოცავ და გჩუქნი ჩემს წერილს.
სიყვარულით, კახა მიქიაშვილი.
ზაზა იაქაშვილი:
- თოვლის ბაბუა სიკეთით სავსე ადამიანია, ყველა ბავშვისთვის სიხარული მოაქვს. საჩუქარი ჩემთვისაც არაერთხელ მოუტანია, მისი მთელი გულით მჯეროდა და ახლაც მჯერა. მასთან შემდეგი შინაარსის წერილს გაგატან:
"ძვირფასო და საყვარელო თოვლის ბაბუა!!!
მე ახლაც მთელი გულით გელოდები, ზუსტად ისევე, როგორც ჩემი შვილები და ნებისმიერი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!. შენ სიხარულით იღებ ჩვენს წერილებს და ყველაფერს გვისრულებ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, გავიგო, შენ რა გინდა? რა გაგახარებს, რა გტკივა? რა ნატვრა გაქვს? ნუთუ შენ არაფერი გჭირდება? ბავშვივით რა გაგახალისებს? მთელი გულით მინდა მივიღო შენგან წერილი, გვითხარი, შენ რა გსურს საახალწლოდ და ვეცდები, გულით გაგახარო.
ზაზა და ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!".
- ე.ი. გინდა, რომ თოვლის ბაბუის თოვლის ბაბუა იყო?..
- ასე გამოდის.
- ახალ წელს როგორ ხვდები ხოლმე?
- 12 საათზე ყოველთვის ოჯახში ვარ. მერე გავდივარ, შოუებში ვმონაწილეობ. ხან წამყვანი ვარ, ხან - ვმღერი...
- მეკვლედ არ დადიხარ?
- რამდენჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა და არ უნანიათ.
- ე.ი. ფეხბედნიერი ადამიანი ხარ.
- მგონი, ასეა.
- თოვლის ბაბუა როგორ "გაიცანით", გახსოვთ?
ზაალ სამადაშვილი:
- ერთ-ერთ კულტურის სახლში საახალწლო ზეიმზე მოვიდა და ყველა ბავშვს საჩუქრად ტკბილეული მოგვიტანა. განსაკუთრებით გემრიელი, ოქროსფერ ქაღალდში გახვეული, შოკოლადის პატარა "მონეტები" იყო.
- თოვლის ბაბუა თქვენთან სახლში არ მოდიოდა?
- არა. მისგან საჩუქრებს ყოველთვის ზეიმზე ვიღებდი, სახლში საახალწლო საჩუქრებს მშობლები "მიკეთებდნენ". იმ კეთილ, თეთრწვერა კაცს შინ აღარ ველოდებოდი. ახლა სახლში პატარა შვილიშვილი მყავს - 9 თვის სალომე. მომავალ წელს მისი თოვლის ბაბუა სიამოვნებით ვიქნები. ამ დღესასწაულს ყოველთვის ოჯახში ვხვდები, მაგრამ შარშან გამონაკლისი მოხდა. მე და გიგი უგულავა ახალ წელს მეტროში შევხვდით, ეს წინასწარ არ იყო დაგეგმილი, სპონტანურად მოხდა: გლდანში ვიყავით და უკან რომ ვბრუნდებოდით, გიგიმ თქვა, თავისუფლების მოედნამდე მეტროთი წავიდეთო. მგზავრებს, რა თქმა უნდა, გაუკვირდათ ჩვენი დანახვა, თავისუფლების მოედანზე კონცერტი იყო. ცოტა ხანს იქ დავრჩი, მერე სახლში წავედი. წელს როგორ შევხვდები, ჯერჯერობით არ დამიგეგმავს.
- სანამ ახალი წელი მოვა, თოვლის ბაბუას წერილი უნდა მისწეროთ.
- სიამოვნებით, მაგრამ იცოდეთ, ამას ცხოვრებაში პირველად ვაკეთებ.
"ძვირფასო თოვლის ბაბუა! ამ მცირე წერილს პატარა, ძალიან პატარა სალომეს სახელით გწერ. სალომე ჩემი შვილიშვილია და მან ჯერ არ იცის, როგორი კეთილი და გულუხვი ხარ. მომავალ წელს უკვე ეცოდინება და თავად გეტყვის, რა საჩუქარი გაუხარდება. მე კი მისი სახელით მოგახსენებ, რომ ძალიან მინდა, არც ერთი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! არ დაგრჩეს უნახავი, ყველასთან მოახერხო მისვლა და გაუთბო გულები.
პატივისცემით, ზაალ სამადაშვილი."
"ბავშვობაში თოვლის ბაბუის არსებობის ნაკლებად მჯეროდა", - მითხრა მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა. მაშინ სურვილებს დედა უსრულებდა. ბოლო დროს შორენა ინტერვიუზე უარს ამბობს, მაგრამ ჩემი შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იმდენად მოიხიბლა, თოვლის ბაბუისთვის გასაგზავნი წერილი მეორე დღესვე მომიტანა.
- თენგო, გილოცავ დამდეგ ახალ წელს!
- მეც გილოცავ! ღმერთმა მრავალს დაგასწროს შენც, "გზაც" და "გზის" მკითხველიც.
- მოიფიქრე, თოვლის ბაბუას რა უნდა მისწერო?
- რა თქმა უნდა.
- სანამ წერილს დაწერ, მიამბე, როგორი იყო იგი შენს ბავშვურ წარმოდგენაში?
- ერთი თოვლის ბაბუა - ბიძაჩემი იყო, მეორე - ძია იურა (ჩემი მეზობელი); ორივე ვიცანი.
- ეშმაკი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ყოფილხარ.
- ვიცანი, მაგრამ ვერ გავიგე, თოვლის ბაბუის ფორმა რატომ ჩაიცვეს - მათ ხომ ჩემთვის ისედაც ბევრი საჩუქარი მოაქვთ-მეთქი?! ბოლოს დავასკვენი - ალბათ ეს, დიდების თამაშია და ერთობიან. თოვლის ბაბუა ჩემთან ყოველთვის ღამით მოდიოდა. ერთი დიდი ცისფერი გეტრი მქონდა, ასეთივე ვარდისფერი გეტრი კი ჩემი დეიდაშვილის იყო. ახალი წლის ღამეს ორივენი გეტრებს აივანზე ვტოვებდით: ვფიქრობდით, იქნებ სახლში შემოსვლა მოერიდოს და უსაჩუქროდ არ დავრჩე-მეთქი. თოვლის ბაბუას არასდროს გავუწბილებივარ, საჩუქარი თუ მცირე მოცულობის იყო, გეტრში მიდებდა, თუ არა და - აივანზე ტოვებდა.
- წერილებს სწერდი?
- მისთვის წერილი არასდროს მიმიწერია. დღეს ეს პირველად უნდა გავაკეთო.
- აბა, დაიწყე.
- სიამოვნებით.
"გამარჯობა, თოვლის ბაბუ!
მე თენგო მქვია. უკვე დიდი ბიჭი ვარ. იმხელა, როგორებსაც შენი აღარ სჯერათ ხოლმე. ხომ იცი, როგორია ეს ხალხი - რომ იზრდები, გეუბნებიან, თოვლის ბაბუა არ არსებობს და გატყუებდნენო. ამას ალბათ იმიტომ ამბობენ, რომ შენი ყველა საჩუქრის მისაკუთრება თავად უნდათ. არა უშავს, საჩუქრები და სათამაშოები მათ ჰქონდეთ. ოდესმე გახსოვს, შენთვის წერილი მომეწეროს? არასდროს. იმიტომ, რომ არ მინდოდა ზედმეტად შენი შეწუხება. ისედაც ამდენი ხალხი გაწუხებს და ათასნაირ სურვილს გწერს. მე არც სათამაშოს გთხოვ, არც ფულს, არც ნამდვილ მანქანას, არც ჯეკპოტს, არც არაფერს მსგავსს. სულ სხვა თხოვნა მაქვს: თითო ღიმილს გთხოვ ყველასთვის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყოველდღე - თითოს, 365 დღეზე თავად გაამრავლე. ისე, რომ დილით ყველა ღიმილით იღვიძებდეს და რაიმე ჰქონდეს ნამდვილად გასახარი! ამდენი ღიმილი ხონჩაში ჩაგეტევა? მარხილიც ხომ გაქვს - იმაში ჩადე, ოღონდ აუცილებლად და ისე მოახერხე, რომ ყველა ბავშვს სჯეროდეს შენი. ყველა ბავშვს - 80-დან 100 წლამდე. სჯეროდეს შენი და სასწაულებისა, რომელსაც აუცილებლად მოახდენ. მოკლედ, გელოდები და გპირდები, რომ მომავალ წელს უკეთ მოვიქცევი.
შენი თენგო".
ინგა გრიგოლია:
- თოვლის ბაბუა - ირეალური არსებაა. მას ვერასდროს ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ყოველ ახალ წელს ჩემთან მოდის. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, თუ რამეზე მიოცნებია, ყველაფერი ამისრულდა. ერთხელ, ახალი წლის ღამეს სურვილები ფურცელზეც ჩამოვწერე, მერე ის ფურცელი დავწვი და ფერფლი შამპანურთან ერთად დავლიე (იცინის).
- დღეს რაზე ოცნებობ?
- ბევრ რამეზე. ჩემი ოცნებების დიდი ნაწილი სამსახურს უკავშირდება. ახალი წლის შემდეგ სერიოზულ პოლიტიკურ აქტივობას ვგეგმავ. გარდა ამისა, ჩემმა შვილმა წელს უნდა დახუროს III კურსი. მარიამი კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობს და IV კურსი რომელიმე უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში უნდა გაიაროს. ვოცნებობ, რომ გამოცდები წარმატებით ჩააბაროს. მატერიალური ოცნებები არ მაქვს. მთავარია, ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები კარგად და ჯანმრთელად მყავდნენ.
- საკუთარ ტელევიზიაზე არ ოცნებობ?
- ძალიან და ვიცი, ეს ოცნება ოდესღაც ამისრულდება. მინდა, ტელევიზიის კარგი მენეჯერი გავხდე. ახლა რომ ამის შანსი მქონდეს, სუპერარხს გავაკეთებდი. არ არსებობს პოლიტიკური თანამდებობა, რომელიც მე მომხიბლავს და ამ სურვილზე უარს მათქმევინებს.
- ახალ წელს როგორ ხვდები?
- ამ დღეს ყოველთვის ჩემი მშობლების სახლში ვიკრიბებოდით და ერთად ვხვდებოდით. წელს ამ ტრადიციას პირველად ვარღვევ - მეგობრებთან ერთად ბათუმში მივდივარ.
- შენი მეგობრები ვინ არიან?
- ჟურნალისტები. ჩემს ჟურნალისტურ სამეგობრო წრეს პოლიტიკური წრე ვერასდროს შეცვლის.
- საახალწლო ჩაცმულობაზე უკვე იზრუნე?
- გუშინ გავიგე - თურმე წითელი კაბა უნდა მეცვას. ზოგჯერ ტენდენციებს მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩემს გარდერობში წითელი ფერის სადღესასწაულო კაბა ვერ ვიპოვე. სასწრაფოდ უნდა შევიძინო - ეს ფერი და ეს დღესასწაულიც ძალიან მიყვარს.
ამ სიტყვების შემდეგ, ინგამ სავარძლიდან ნაძვის ხის ძირში გადაინაცვლა, იატაკზე მოკალათდა და თოვლის ბაბუისთვის წერილი დაწერა:
"ჩემო საყვარელო თოვლის ბაბუავ! ჩემი ოცნებების ყველაზე დიდო მესაიდუმლევ. გეფერები... მიყვარხარ... მომენატრე... გელოდები... 2011 წლის პირველივე წუთებიდან ვიცი, რომ ჩემთან გაჩნდები, მიხვდები, წელს როგორ მჭირდება განსაკუთრებით შენი მხარდაჭერა. ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში მყავდი გვერდით და მისრულებდი ყველაფერს, რაც გულით მინდოდა. თორმეტი რომ შესრულდება, პირველ რიგში, გადაგიხდი დიდ მადლობას ჩემი ასრულებული სურვილებისთვის, მერე კი ახალ სურვილს გაგიმხელ; ვიცი, არც ამჯერად დამაღალატებ. 2011 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩემი პოლიტიკური გეგმების განხორციელებისთვის და მჯერა, არც ერთი წუთით არ დამტოვებ მარტო. რაზე ვოცნებობ? - მშვიდობიან წელზე. 2011 წელი ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი ოჯახისთვის იყოს ყველაზე წარმატებული, მშვიდობიანი, ეკონომიკურად წელგამართული. ძალიან მიმძიმს ყოველდღე, ჩემი ახალი სამსახურიდან გამომდინარე, უამრავ გაჭირვებულ ადამიანთან შეხვედრა და მათი პრობლემების მოსმენა. ვოცნებობ, ასეთი გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდეს. არ გავუმტყუნო იმედები იმ ხალხს, ვინც 2010 წლის არჩევნებში მომცა ხმა. გკოცნი ბევრს და მიყვარხარ. დიდი პერსპექტივის და გამარჯვების მოლოდინით ვეგებები 2011 წელს. არ მინდა ვინანო ჩემი გადაწყვეტილება, რაც გასულ წელს მივიღე, როცა პოლიტიკური არჩევანი გავაკეთე.
შენი ინგა".
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)