Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეხვედრა "დედასთან" 33 წლის შემდეგ და პირველი გამოჩენა ოჯახთან ერთად - Home Alone-ს გმირს, მაკოლეი კალკინის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტოები)
შეხვედრა "დედასთან" 33 წლის შემდეგ და პირველი გამოჩენა ოჯახთან ერთად - Home Alone-ს გმირს, მაკოლეი კალკინის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტოები)

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, 1 დე­კემ­ბერს, ჰო­ლი­ვუ­დის დი­დე­ბის ხე­ი­ვან­ში მა­კო­ლეი კალ­კი­ნის ვარ­სკვლა­ვის სა­ზე­ი­მო გახ­სნა გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას მსა­ხი­ო­ბის სა­ცო­ლე ბრენ­და სონ­გი და წყვი­ლის ვა­ჟე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ - ეს მათი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ჩე­ნა იყო.

მა­კო­ლეი და ბრენ­და 2017 წლი­დან ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. გა­სულ წელს წყვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ და­ი­ნიშ­ნა.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბრენ­დას. შენ ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ხარ. შენ ხარ ჩემი მხარ­და­ჭე­რის მთა­ვა­რი წყა­რო. მხო­ლოდ შენ ხარ დღეს ჩემ­ზე უფრო ბედ­ნი­ე­რი. შენ არა მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო ქალი ხარ, რო­მელ­საც ვიც­ნობ, არა­მედ სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნიც ხარ. შენ მო­მე­ცი მი­ზა­ნი, შენ მო­მე­ცი ოჯა­ხი. ახლა კი, როცა ჩვენ ბი­ჭე­ბი გვყავს, თქვენ სამი ხართ ჩემი საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხი. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ“, - გა­ნა­ცხა­და მა­კო­ლე­იმ გა­მოს­ვლი­სას.

მსა­ხი­ობ­მა აღი­ა­რა, რომ კარ­გად არ ახ­სოვს, რო­გო­რი იყო მისი ცხოვ­რე­ბა ვა­ჟე­ბის და­ბა­დე­ბამ­დე. მა­კო­ლა­ის თქმით, ფილ­მი „მარ­ტო სახ­ლში“ უფ­როს შვილს აჩ­ვე­ნა და ის ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო აღ­მოჩ­ნდა. ამავდრო­უ­ლად, მა­კო­ლე­იმ მო­ა­ხერ­ხა შვი­ლის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ის იყო ფილ­მის ბავ­შვი.

მსა­ხი­ო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­ვი­და მისი "ეკ­რა­ნუ­ლი დედა", მსა­ხი­ო­ბი კეტ­რინ ო'ჰარა. 69 წლის ო'ჰარა პი­რა­დად და­ეს­წრო 43 წლის კალ­კი­ნის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნას. ცნო­ბის­თვის, ფილ­მის გა­მოს­ვლი­დან 33 წელი გა­ვი­და.

მა­კო­ლეი კალ­კი­ნი 10 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ველ ფილმში - „მარ­ტო სახ­ლში“ ითა­მა­შა. სი­უ­ჟეტ­ში კე­ვი­ნის მშობ­ლე­ბი მის გა­რე­შე გა­ემ­გზავრნენ პა­რიზ­ში და მას თა­ვად მო­უ­წია სახ­ლის დაც­ვა ბან­დი­ტე­ბის­გან. მე­ო­რე ეპი­ზოდ­ში კი კე­ვი­ნი ნიუ-იორკში იკარ­გე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

ყველას გვახსოვხართ ეს საყვარელი პერსონაჟები

Mako
0

ამის ძმა მომწონს სერიალ მემკვიდრეებში, ძალიან ნიჭიერია.

ავტორი:

შეხვედრა "დედასთან" 33 წლის შემდეგ და პირველი გამოჩენა ოჯახთან ერთად - Home Alone-ს გმირს, მაკოლეი კალკინის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტოები)

შეხვედრა "დედასთან" 33 წლის შემდეგ და პირველი გამოჩენა ოჯახთან ერთად - Home Alone-ს გმირს, მაკოლეი კალკინის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტოები)

კალიფორნიაში, 1 დეკემბერს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში მაკოლეი კალკინის ვარსკვლავის საზეიმო გახსნა გაიმართა. ღონისძიებას მსახიობის საცოლე ბრენდა სონგი და წყვილის ვაჟები ესწრებოდნენ - ეს მათი პირველი ოფიციალური გამოჩენა იყო.

მაკოლეი და ბრენდა 2017 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. გასულ წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დაინიშნა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ბრენდას. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. შენ ხარ ჩემი მხარდაჭერის მთავარი წყარო. მხოლოდ შენ ხარ დღეს ჩემზე უფრო ბედნიერი. შენ არა მხოლოდ საუკეთესო ქალი ხარ, რომელსაც ვიცნობ, არამედ საუკეთესო ადამიანიც ხარ. შენ მომეცი მიზანი, შენ მომეცი ოჯახი. ახლა კი, როცა ჩვენ ბიჭები გვყავს, თქვენ სამი ხართ ჩემი საყვარელი ხალხი. ძალიან მიყვარხართ“, - განაცხადა მაკოლეიმ გამოსვლისას.

მსახიობმა აღიარა, რომ კარგად არ ახსოვს, როგორი იყო მისი ცხოვრება ვაჟების დაბადებამდე. მაკოლაის თქმით, ფილმი „მარტო სახლში“ უფროს შვილს აჩვენა და ის ძალიან სახალისო აღმოჩნდა. ამავდროულად, მაკოლეიმ მოახერხა შვილის დარწმუნება, რომ ის იყო ფილმის ბავშვი.

მსახიობის მხარდასაჭერად მისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მივიდა მისი "ეკრანული დედა", მსახიობი კეტრინ ო'ჰარა. 69 წლის ო'ჰარა პირადად დაესწრო 43 წლის კალკინის ვარსკვლავის გახსნას. ცნობისთვის, ფილმის გამოსვლიდან 33 წელი გავიდა.

მაკოლეი კალკინი 10 წლის იყო, როდესაც პირველ ფილმში - „მარტო სახლში“ ითამაშა. სიუჟეტში კევინის მშობლები მის გარეშე გაემგზავრნენ პარიზში და მას თავად მოუწია სახლის დაცვა ბანდიტებისგან. მეორე ეპიზოდში კი კევინი ნიუ-იორკში იკარგება.