მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო-რუსეთის საზღვრის გასწვრივ, ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს" - აშშ-ის სახდეპარტამენტის ანგარიში
"საქართველო-რუსეთის საზღვრის გასწვრივ, ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს" - აშშ-ის სახდეპარტამენტის ანგარიში

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ 2022 წლის ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი შე­ფას­და.

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში სა­ზღვრე­ბის დაც­ვის კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლოს მუ­შა­ო­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ხრე­თი სა­ზღვრის დაც­ვის მი­მართ გა­წე­ულ სა­მუ­შა­ო­ებს, მაგ­რამ გა­მო­ყოფს იმ არე­ალს, სა­დაც სი­ტუ­ა­ცია უნდა გა­მოს­წორ­დეს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აშშ-ის მთავ­რო­ბას რე­სურ­სე­ბის სიმ­ცი­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბი აფერ­ხებს სა­ზღვრე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მცდე­ლო­ბებს, რო­გო­რი­ცაა, თვა­ლის სკა­ნე­რი აე­რო­პორ­ტე­ბის­თვის, ძრა­ვე­ბის შეც­ვლა სა­პატ­რუ­ლო ნა­ვე­ბის­თვის და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის გუნ­დე­ბის­თვის. სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე სა­ზღვრებს 65 სა­სა­ზღვრო პუნ­ქტი­დან აკონ­ტრო­ლებს, რო­მელ­თა­გან და­ახ­ლო­ე­ბით, 10 პრი­მი­ტი­ულ ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პერ­სო­ნა­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. შე­დე­გად, რუ­სეთ­თან ჩრდი­ლო­ეთ სა­ზღვრის გას­წვრივ, მა­ღალ სი­მაღ­ლე­ზე არ­სე­ბულ სა­ზღვრის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ზამ­თრის თვე­ებ­ში პერ­სო­ნა­ლი ვერ გან­თავ­სდე­ბა, რაც ამ ტე­რი­ტო­რი­ებს უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ღიად ტო­ვებს“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე, პრო­რუ­სუ­ლი ჯგუ­ფის „ალტ-ინ­ფოს“ გეგ­მე­ბი, რომ­ლი­თაც ისი­ნი „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ 2022 წლის ივ­ნი­სის ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩაშ­ლას ცდი­ლობ­დნენ, აღ­კვე­თეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ან­გა­რიშ­ში ხაზ­გას­მუ­ლია ის, რომ „ალტ-ინ­ფომ“ და მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ, "კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ გავ­ლე­ნა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ა­ფარ­თო­ვა.

"ალტ-ინფო არის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე, პრო­რუ­სუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ასო­ცირ­დე­ბა ძა­ლა­დობ­რივ ექ­სტრე­მიზ­მთან, მათ შო­რის, ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან ათო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და აქ­ტი­ვის­ტის წი­ნა­აღ­მდეგ 2021 წლის 5 ივ­ლისს „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ღო­ნის­ძი­ე­ბის და 2021 წლის 6 ივ­ლისს ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს. „ალტ-ინ­ფოს“ მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბის დროს დე­მონ­სტრა­ცია ცალ­კე ლო­კა­ცი­ა­ზე მო­ა­წყვეს. 2021 წლის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ჩა­დე­ნი­ლი ძალ­დო­ბის არც ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტორ­სა და ჯგუფს, მათ მათ შო­რის, „ალტ-ინ­ფოს“ და ძა­ლა­დობ­რივ ექ­სტრე­მიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბულ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ქსე­ლებს, 2022 წელს სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ და­კის­რე­ბი­ათ. „ალტ-ინ­ფომ“ და მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ, „კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ გავ­ლე­ნა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ა­ფარ­თო­ვა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
28

ალტ ინფო არის ჩვეულებრივი მოძალადე ექსტრემისტების ბანდა, რაშისტული ნარჩენები, ნორმალური მთავრობა რომ გვყავდეს მოძალადეები ესე ვერ იოპარპაშებდნენ.

დათო
16

ჩვენს საზღვრებს დარდობენ ეს საზღვარ მორღვეულები ესენი

ავტორი:

"საქართველო-რუსეთის საზღვრის გასწვრივ, ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს" - აშშ-ის სახდეპარტამენტის ანგარიში

"საქართველო-რუსეთის საზღვრის გასწვრივ, ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს" - აშშ-ის სახდეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ამ მხრივ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეფასდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საზღვრების დაცვის კუთხით საქართველოს მუშაობას დადებითად აფასებს, განსაკუთრებით სამხრეთი საზღვრის დაცვის მიმართ გაწეულ სამუშაოებს, მაგრამ გამოყოფს იმ არეალს, სადაც სიტუაცია უნდა გამოსწორდეს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მთავრობას რესურსების სიმცირით გამოწვეული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად დახმარება სთხოვა. შეზღუდული რესურსები აფერხებს საზღვრების უსაფრთხოების დაცვის მცდელობებს, როგორიცაა, თვალის სკანერი აეროპორტებისთვის, ძრავების შეცვლა საპატრულო ნავებისთვის და აღჭურვილობა სწრაფი რეაგირების გუნდებისთვის. სასაზღვრო პოლიცია საქართველოს მწვანე საზღვრებს 65 სასაზღვრო პუნქტიდან აკონტროლებს, რომელთაგან დაახლოებით, 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია და მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, მაღალ სიმაღლეზე არსებულ საზღვრის მონაკვეთებზე ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფის „ალტ-ინფოს“ გეგმები, რომლითაც ისინი „თბილისი პრაიდის“ 2022 წლის ივნისის ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ, აღკვეთეს.

აღნიშნულის მიუხედავად, ანგარიშში ხაზგასმულია ის, რომ „ალტ-ინფომ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ, "კონსერვატიულმა მოძრაობამ“ გავლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვა.

"ალტ-ინფო არის ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფი, რომელიც ასოცირდება ძალადობრივ ექსტრემიზმთან, მათ შორის, ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზებასთან და განხორციელებასთან ათობით ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების და 2021 წლის 6 ივლისს ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს. „ალტ-ინფოს“ მომიტინგეებმა ღონისძიების დროს დემონსტრაცია ცალკე ლოკაციაზე მოაწყვეს. 2021 წლის ღონისძიებაზე ჩადენილი ძალდობის არც ერთ ორგანიზატორსა და ჯგუფს, მათ მათ შორის, „ალტ-ინფოს“ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ქსელებს, 2022 წელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. „ალტ-ინფომ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ გავლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვა“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.